კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რის შესახებ გაფრთხილებთ ბეჭედი თვალის ამოვარდნის, გაბზარვა-გატეხისა და თითიდან დასხლტომის მეშვეობით და რა დამართა გოგონას ნაპოვნი სამკაულის ტარებამ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი


დღეს შევეხებით პატარა, მაგრამ სრულიად განსაკუთრებულ ნივთს, რომელიც არ არსებობს ოჯახი, ერთი ცალი მაინც არ მოეძევებოდეს და თანაც, საგვარეულო დანიშნულების. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ საქმე ბეჭედს ეხება: ამ უძველეს და განსაკუთრებული მაგიური ძალით აღჭურვილ მისტიკურ თილისმას, ფორმიდან გამომდინარე, არც დასაწყისი რომ არ აქვს და არც დასასრული – უსასრულოა ჯადოსნური წრე თითს რომ გარს ევლება და ზედ მრავალ საიდუმლოს ატრიალებს... თუ, რას? ამას აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელენე დ. თუმცა, აქვე დავძენთ, რომ მასალა ამოუწურავია და ამჯერად ბეჭდის მხოლოდ ზოგიერთ მხარეს გაგაცნობთ: გადაეცემა თუ არა პატრონის ენერგეტიკა მის შემდგომ მფლობელს; რას მოასწავებს მისი დაზიანება ან თუნდაც პოვნა.
– ბეჭედი – ეს პატარა მისტიკური ნივთი, აქტუალურია როგორც ჯადოსნური სამყაროსთვის, ისე საყოფაცხოვრებო დანიშნულებითაც. ანუ, თუ მის უსასრულობაში ბნელი ძალა ჩასახლდა, დასასრული აღარც ბოროტებას ექნება. იმავდროულად კი, ახალი ოჯახისა და ბედნიერების სიმბოლოა დაქორწინებული წყვილისთვის; ბეჭედდასმული თუა რამე, ეს ნიშნავს, რომ უტყუარია საბუთი თუ მნიშვნელოვანი – მოვლენა; ამას დაუმატეთ ისიც, რომ ბეჭედი ძველად სტატუსის მიმნიჭებელიც გახლდათ... წერილიც, შეტყობინებაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ზარდახშაც კი, რომელშიც შხამს მალავდნენ... ამ ყველაფერთან ერთად, მკითხაობა-მარჩიელობის უცვლელი თანამგზავრის, ბეჭედის მეშვეობით ჭვრეტდნენ მომავალს, იცავდნენ თავს ბნელი ძალებისგან, იღბალს შესთხოვდნენ სამყაროს და ასე შემდეგ.
– უკვე დავიბენი, რადგან ერთნაირად მოდის მისგან ბნელიც და ნათელიც. ამიტომ, ამიხსენით: უნდა გამიხარდეს, ბეჭედს თუ ვიპოვი?
– გულახდილად რომ გითხრათ, ნაპოვნი ბეჭედი, ჯობია, არ აიღოთ. მართალია, ზოგჯერ იღბალიც მოაქვს, მაგრამ ძირითადად, მისი გავლენა მპოვნელზე უარყოფითია. ამის საილუსტრაციოდ ერთ ამბავს გავიხსენებ. ახლობელი გოგონა ოცი წლის რომ იყო, დედამისმა თურქული თეთრი ოქროსგან დამზადებული ბეჭედი იპოვა. ძვირფასი არ იყო, მაგრამ შვილს ძალიან მომეწონა და მაშინვე გაიკეთა. თან, სურვილიც ჩაიფიქრა: ბედნიერად გავთხოვდეო. ფიქრობდა, რომ ბეჭედი ბედს სწევდა. სინამდვილეში კი, ამ ბეჭედმა ყირამალა დააყენა მისი მანამდელი ბედნიერი ცხოვრება: ისე ხშირად ავადმყოფობდა, რომ გამუდმებით რაღაცის მკურნალობა უწევდა; უძნელდებოდა ფიზიკური ვარჯიში, როცა მანამდე, სწორედ ცეკვის დამსახურებით ჰქონდა ლამაზი ფიგურა; მიმზიდველი სახე კი, სარკესავით რომ უკრიალებდა, ერთიანად გამონაყარმა დაუფარა და საშინლად გამოიყურებოდა. მოკლედ, მისი ცხოვრება მხოლოდ სიცოცხლისთვის ბრძოლადღა იქცა და რა თქმა უნდა, ვერც გათხოვდა... სამწუხაროდ, ძალიან გვიან მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ნაპოვნი ბეჭდის გამო სჭირდა. ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სიზმარში რამდენჯერმე ნახა ქალი, რომელიც ეკითხებოდა: სად არის ჩემი ბეჭედიო. როგორც, ჩანს, ის მოიპარეს, ჯადო გაუკეთეს, პატრონისთვის რომ სიცოცხლე გაემწარებინათ, ის კი ჩემმა ახლობელმა წამოიცვა თითზე და ამისთვის დაისაჯა კიდეც: ახალგაზრდობის ათ წელზე მეტი სრულ კოშმარში გაატარა. როცა ჩემთან მოვიდა, ის ბეჭედი, ფინანსური პრობლემების გამო, დედამისს უკვე სამკაულებით მოვაჭრისთვის მიეყიდა. მას მერე, ნელ-ნელა გამოსწორდა იმ გოგონას ცხოვრება. ასე რომ, სხვისი არაფერი აიღოთ და თუ მაინცდამაინც იპოვით, უკანვე დააბრუნეთ. განსაკუთრებით ერიდეთ გზაჯვარედინზე ნაპოვნ ნივთს და მით უმეტეს, ბეჭედს. გზათა გადაკვეთაზე ძირითადად ისეთ ნივთებს ტოვებენ, რომელზეც რაღაც რიტუალია ჩატარებული. ამიტომ, რადგან შეუძლებელია, განსაზღვრო, რას მალავს ნაპოვნი ნივთი, უმჯობესია, არ აიღო. ზოგიერთი მინიშნების მიხედვით კი, სხვისი ბეჭედი არც კი უნდა მოიზომო – სამკაული ისეა გაჯერებული ყოფილი თუ ახლანდელი პატრონის ენერგეტიკით, რომ ის თქვენზეც გადმოვა, რასაც შეიძლება, დადებითი ცვლილებებიც მოჰყვეს, მაგრამ ძირითადად, გავლენა ნეგატიურია.    
– რას ნიშნავს, თუ ბეჭდიდან თვალი ამოვარდა?
– ბეჭდის ბუდიდან თვალის ამოვარდნა ხშირად ცუდის მომასწავებელია, მით უმეტეს, თუ სამკაული საგვარეულოა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ასეთ ბეჭედს დამცავი თვისებები აქვს და მისი დაზიანება შეიძლება, ავადმყოფობას ან ნეგატიურ პროგრამაზე მიანიშნებდეს. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ სამკაული ახალია, მოძველებული და დაბალი ხარისხის ბეჭდის გამო კი ნერვიულობა არც ღირს – მინიშნება არ ახდება. ეს ეხება ბიჟუტერიასაც, რადგან „წინასწარმეტყველება“ მხოლოდ ნატურალურ ქვებს „ძალუძთ“. განსაკუთრებით, თუ ახალნაყიდი ბეჭდიდან ამოვარდა ქვა, ეს მხოლოდ ერთჯერად უიღბლობას კი არა, უსიამოვნებათა მთელ კასკადს ნიშნავს. თუმცა, ეს ხომ სიგნალია, რომ გაფრთხილდეთ. ჰოდა, თქვენც გააასკეცეთ ძალისხმევა და მოსალოდნელ პრობლემებს მომზადებული დახვდით. თუმცა, მანამდე, თვალამოვარდნილი ბეჭედი, თუ ძვირფასია, გადააკეთეთ ან ქვა შეუცვალეთ, უბრალო სამშვენისი კი, საერთოდ გადააგდეთ.
– თუ გატყდა, გასკდა ან გაიბზარა ბეჭედი, მაშინ რა გველის?
– ეს მინიშნება გაფრთხილებთ, რომ მოსალოდნელია ენერგეტიკული შეტევა. როცა სამკაულს მუდმივად ატარებს ადამიანი, ის უკვე დამცავი თილისმაა და ამ შემთხვევაში ბეჭდის გასკდომა ან გატეხა – ნიშნავს, რომ თქვენზე ჯადოს გაკეთებას ცდილობენ. ბეჭედი კი ამ ენერგეტიკულ შეტევას „გმირულად შეეჭიდა“ მოწოდებით: „გაუფრთხილდი და დაიცავი“ – წინ ფარად აგეფარათ და მთელი დარტყმა თავად მიიღო. სწორედ ასეთი სამკაული-ამულეტი გიცავთ ბოროტი ძალისგან. ჰოდა, თუ საქორწინო ბეჭედი გასკდა ან გატყდა – მოსალოდნელია ჩხუბი, განშორება ან სულაც განქორწინება. ანუ,  ცოლ-ქმარზე ხორციელდება ენერგეტიკული შეტევა და საჭიროა დამცავი ზომების მიღება. იცით, რა უნდა უყოთ ასეთ დროს დაზიანებულ ბეჭედს? – თუ ბეჭედი ძვირფასი ლითონისაა, გადაადნობინეთ და მისგან ახალი შეუკვეთეთ. გატეხილი ბიჟუტერია კი გადააგდეთ.
– როგორც ვიცი, საბედისწეროა თითიდან ბეჭდის უნებლიე წაძრობაც...
– თუ ბეჭედი თითიდან უნებლიეთ წაგძვრათ და ძირს დავარდა, ძველთაგანვე მინიშნება ასეთია: ეს უბრალოდ არ ხდება – სიგნალია მოსალოდნელი ავადმყოფობის შესახებ და ამას ლოგიკური ახსნაც აქვს. თითიდან დაცურებული ბეჭედი წონის დაკლებაზე მიუთითებს, რაც შეიძლება, ავადმყოფობის სიმპტომიც იყოს. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თუმცა, მეორე ვერსიით, ეს საყვარელ ადამიანთან დაშორებასაც ნიშნავს, ამას კი განსაკუთრებით მაშინ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ოჯახში ხშირია ჩხუბი. ახალგაზრდობის ამბავს გავიხსენებ: ერთწლიანი განშორების შემდეგ, პაემანი მქონდა ერთ მამაკაცთან. გადავწყვიტე, მისი ნაჩუქარი ბეჭედი გამეკეთებინა, მაგრამ ხელიდან გამივარდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი შეხვედრაც ჩაიშალა. ასეა ეს და მინიშნების გავლენა რომ შეამციროთ, ძირს დავარდნილი ბეჭედი აიღეთ, მაგრამ არა ხელით – ცხვირსახოცი ან ხელსახოცი მოიშველიეთ. შემდეგ ბეჭედი მოათავსეთ მაცივრის საყინულეში 24 საათით. ხელსახოცი კი თუ ქაღალდისაა, დაწვით, ოღონდ არა სახლში; ქსოვილისა კი, გარეცხეთ და გასაშრობად გარეთ გაფინეთ.

скачать dle 11.3