კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 წარბები და ადამიანის ხასიათი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე



დააკვირდით თქვენს წარბებს. იცით, რომ მათი ფორმის მიხედვით ადამიანის ხასიათის ამოცნობაა შესაძლებელი? წაიკითხეთ და არა მარტო საკუთარი თავის შესახებ შეიტყობთ საინტერესო ფაქტებს, იმ ადამიანსაც უკეთ გაიცნობთ, ვინც თქვენ გვერდით არის.
* ჩვეულებრივი წარბი – როცა წარბი არც სქელია და არც თხელი, ოდნავ მორკალულია, არც მაღლაა აწეული და არც ჩამოწეული.  წარბების ასეთი ფორმა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირული ადამიანი ხართ. არ გიყვართ სირთულეები, ყველაფერში მარტივ გამოსავალს ეძებთ, ცხოვრებისეულ დრამატიზმს კი გაურბიხართ. გარშემო მყოფებს უადვილდებათ თქვენთან ურთიერთობა.
* ბუნებრივი სწორხაზოვანი წარბები – ისეთივე სწორხაზოვანი ხართ, როგორი წარბის ფორმაც გაქვთ. რასაც ფიქრობთ, იმას ამბობთ. მუდამ სიმართლეს ამბობთ, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს ის. ახლობლებმა იციან, რომ სამართლიანი ხართ და საიდუმლოებსაც გიმხელენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარი ნათქვამი წინ არ დახვდებათ. მაგრამ მათ მწარე სიმართლით ზოგჯერ გულსაც სტკენთ.
* ძლიერ მორკალული წარბი – ასეთი წარბები „ამბობენ“, რომ თეატრალური ხასიათი გაქვთ. გიყვართ ადამიანებთან თამაში და ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეგვიძლია, გითხრათ, რომ არტისტად ხართ დაბადებული. გარშემო მყოფებს უყვართ თქვენ მიერ მოყოლილი ისტორიების მოსმენა.
* ზედმეტად  აწეული წარბები – ასეთი წარბები ცოტათი ბრაზიან იერს განიჭებთ. პირველი დანახვით ხალხში დადებით ემოციას არ იწვევთ. ისინი თქვენში სერიოზულ და საქმიან ადამიანს ხედავენ, მაგრამ არა – პოზიტიურს.
* მოკლე წარბები – განსაკუთრებული ყურადღება გახასიათებთ დეტალებისა  და  წვრილმანებისადმი. მიზანსწრაფული ხართ და არჩეული გზიდან გადახვევა არ გახასიათებთ, არც სამსახურის საქმეებში, არც პირად ცხოვრებაში.
* სქელი წარბები – რომელსაც არასდროს შეხებია სტილისტის ხელი, მიუთითებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერში ბუნებრიობა მოგწონთ. არასდროს გაინტერესებთ გარშემო მყოფების აზრი. იქცევით ისე, რომ თავი მაქსიმალურად ბედნიერად იგრძნოთ. ადამიანები ბუნებრივობისა და გულწრფელობის გამო გაფასებენ. უნიკალური ადამიანი ხართ, გამჭრიახი ტვინის პატრონი, გამომგონებელი და ფანტაზიორი.
* თხელი წარბები – დაწვრილებული წარბები თქვენს ქალურობასა და დახვეწილობაზე მიუთითებს. კეთილი ადამიანი ხართ და მუდამ გაურბიხართ კონფლიქტს. გიყვართ გარემო მყოფების მოსმენა. თავად კი ცოტას და ხმადაბლა საუბრობთ.
*  თხელი, „ჩატეხილი“ წარბები – მკაცრ ხასიათსა და თვითკონტროლზე მიუთითებს. ძლიერი სულის ადამიანი ხართ, ლიდერი. მუდამ მწვერვალების დაპყრობაზე ფიქრობთ და პირველობისთვის სულ ვიღაცას ეჯიბრებით. გარშემო მყოფებისგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვთ არადა, წარბების ასეთი ფორმით ისედაც აშინებთ მათ.
скачать dle 11.3