კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 გაუწყლოების ნიშნები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე



პირის სიმშრალე
საკმაოდ თვალსაჩინო სიმპტომია, განსხვავებით მისი შედეგებისა. ცხადია, ნებისმიერ მომენტში, როდესაც ამ უსიამოვნო გრძნობას აწყდებით, გსურთ რაიმე სითხის მიღება, მაგრამ ტკბილი სასმელები პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს. სასმელი წყალი კი ატენიანებს პირისა და ყელის ლორწოვან გარსს და წყურვილის გრძნობაც დიდხანს აღარაა შემაწუხებელი.
მშრალი კანი
კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც ესაჭიროება დატენიანება. მშრალი კანი სრული გაუწყლოების ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომია, რომელმაც შეიძლება, კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. წყლის უკმარისობა ოფლის ნაკლებობას ნიშნავს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ორგანიზმიდან დღის განმავლობაში გამომუშავებული ჭარბი ცხიმისა და ჭუჭყის გამოსადევნად. ამის თავიდან აცილების ყველაზე მარტივი საშუალება მეტი წყლის დალევაა.
გაძლიერებული წყურვილის გრძნობა
ნაბახუსევის სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ალკოჰოლი ორგანიზმის სრულ გაუწყლოებას იწვევს, რის გამოც ტვინი ჯიუტად აგზავნის SOS სიგნალს.
თვალის სიმშრალე
არასაკმარისი რაოდენობით წყლის მოხმარების ნიშანია მშრალი, ჩაწითლებული თვალები. საჭირო რაოდენობის წყლის გარეშე საცრემლე არხიც შრება, რაც თვალისთვის საზიანოა, განსაკუთრებით კონტაქტური ლინზების ხმარებისას.
სახსრების ტკივილი
სახსრები და ხრტილოვანი დისკები 80 პროცენტი წყლისგან შედგება, რათა ძვლები, სიარულისას ერთმანეთს არ ეხახუნებოდეს და სახსრებმა მკვეთრ მოძრაობებს გაუძლოს (სირბილი, ხტუნვა ან უხერხული დაცემა).
კუნთოვანი მასის შემცირება
კუნთებიც მეტწილად წყლისგან შედგება, ამიტომ რაც უფრო ნაკლებია ორგანიზმში წყალი, მით ნაკლებია კუნთური მასა. ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ წყლის დალევა აუცილებელია არა მარტო კომფორტისთვის, არამედ ფიზიკურ ვარჯიშთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების განვითარების ალბათობის შესამცირებლად.
ხშირად ავადობა
წყალი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. არასაჭირო პროდუქტების გასაფილტრად ორგანოები ერთიანი მექანიზმივით მუშაობენ, რაც წყლის გარეშე საჭიროებისამებრ ვერ იფუნქციონირებს. საბოლოო ჯამში, გაუწყლოებულ ორგანიზმში ორგანოები იწყებენ წყლის „გადაქაჩვას“ სისხლიდან, რაც პრობლემებს კიდევ მეტად აჩენს.
დაღლილობა, ძილიანობა
როდესაც სხეული წყალს სისხლიდან „იღებს“, ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა ვითარდება, რაც პირდაპირ კავშირშია ძილიანობასა და დაღლილობასთან.
შიმშილის გრძნობა
გაუწყლოებული ორგანიზმი შიმშილის სიგნალსაც აგზავნის. ეს ხდება დღის განმავლობაში, ღამით კი შემაწუხებელი შიმშილის გრძნობა ვითარდება. საკვების მიღება სხეულს მუშაობას აიძულებს, წყალი კი ასუფთავებს მას და ყველა პროცესისთვის აუცილებელ „საწვავს“ აწვდის.
საკვების მონელების პრობლემები
მნიშვნელოვანია არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის დატენიანება. საკმარისი სითხის არარსებობისას კუჭში ლორწოს რაოდენობა და სიმკვრივე მცირდება, რის შედეგადაც კუჭის წვენი აზიანებს შინაგან ორგანოებს, რაც იწვევს გულძმარვასა და კუჭის ფუნქციონირების დარღვევას.
ნაადრევი დაბერების ნიშნები
ორგანიზმის მიერ შეკავებული წყლის რაოდენობა ასაკთან ერთად მცირდება, ამიტომ აუცილებელია წყლის მოხმარების გაზრდა. ნაადრევი დაბერების ნიშნები უფრო თვალსაჩინო გარეგნულადაა, მაგრამ შინაგანი ორგანოების მიმართ მიყენებული ზიანი დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველია. ამასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად კი წყლის რეჟიმის დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაშია აუცილებელია.скачать dle 11.3