კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 წაბლით მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე



100 გრამ წაბლში შედის 44 გრამი ნახშირწყლები, 11 გრამი შაქარი, 1,3 გრამი ცხიმები, 1.6 გრამი ცილები, 40 მილიგრამი C ვიტამინი, 0,94 მილიგრამი რკინა და 484 მილიგრამი კალიუმი. წაბლი მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით. ესაა ერთადერთი თხილეული, რომელიც C ვიტამინს შეიცავს. მეტად ყუათიანია და კარგი გემოთიც გამოირჩევა, განსაკუთრებით მოხარშული ან შემწვარი. ხმელი წაბლის ფქვილით ამდიდრებენ პურის ფქვილს, იყენებენ ყავის შემცვლელად.
წაბლის ექსტრაქტს აქვს ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო და ძარღვების გასამაგრებელი თვისება. ის აწესრიგებს სისხლის მოძრაობას, ხელს უშლის თმის ცვენას, ხსნის ფეხების დაღლილობას, ტონუსს მატებს კუნთებს. ოფიციალურ მედიცინაში ცხენის წაბლის (ნაყოფის) წყლისა და სპირტის ნაყენს ნიშნავენ ვარიკოზის დროს, როგორც ვენების მატონიზებელ და ანტითრომბულ საშუალებას. ხოლო სპირტზე დაყენებული წაბლის ყვავილების (40 გრამი 1 ლიტრი სპირტზე) ექსტრაქტით რევმატიზმისა და ართრიტის მტკივნეული ადგილების დაზელა ხსნის ტკივილებს.
ფართოდაა ცნობილი ცხენისწაბლას სამკურნალო თვისებები. მისი ქერქის, ყვავილებისა და თესლის ნაყენს იყენებენ როგორც სიცხის დამწევ და შემკვრელ საშუალებას. მკურნალობენ, აგრეთვე, სხვადასხვა რევმატულ დაავადებას, ბრონქების ანთებას, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, ნაღვლის ბუშტის დაავადებებს, საჭმლის მონელების ქრონიკულ აშლილობას, ძნელად შესახორცებელ ჭრილობებს.
ცხენის წაბლი ყველაზე ძვირფასი ნედლეულია მასაჟისთვის, ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც განიცდის ვარიკოზული ვენების დაავადებას, რადიკულიტს და ართრიტს. წაბლისგან დამზადებული ფხვნილისგან, შესაძლებელია კბილების გათეთრება და გაწმენდა, ის ბუნებრივი და უებარი წამალია, მის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი ფისი.
ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ცხენისწაბლას ნაყოფის ან ყვავილის ნახარშის აბაზანას იყენებენ. ნახარში შემდეგნაირად მზადდება: 50 გრამი ხმელი დაქუცმაცებული ნედლეული ერთ ლიტრ წყალში ნახევარი საათი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ გააგრილეთ და გაიკეთეთ ფეხების აბაზანა.
ჰემოროის სამკურნალოდ ნაყოფისა და ქერქის ნახარშს იყენებენ. 5 გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, ცხელივე გადაწურეთ და ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
გამწვავებული ქრონიკული დაავადებებისას ერთი მწიკვი ძალიან წვრილად დაჭრილი ფოთლებისა და ქერქის ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ, დალიეთ 2-3 სადილის კოვზი 5-6-ჯერ დღეში საკვების მიღების შუალედებში. ნაყენი კარგი საშუალებაა ხველების დროს, განსაკუთრებით მწეველთათვის.
აუცილებელია რამდენიმე თავისებურების გათვალისწინება:
* ნუ შეწვავთ წაბლს ზედმეტად, რადგან ის ტენს სულ დაკარგავს და გამაგრდება;
* წაბლს მომზადებისთანავე მოაშორეთ კანი, რადგან სანამ თბილია, კანი უფრო იოლად ძვრება, ვიდრე გაცივებულს;
* გაწმენდილ წაბლს კანისქვეშა გარსიც უნდა მოაშოროთ;
* ნუ შეინახავთ გამზადებულ წაბლს, ის გამოშრება და გემოს დაკარგავს;
* მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც მაშინვე მიირთმევთ. წაბლი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის. თუმცა, უმი წაბლის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული. უმჯობესია თუ სამკურნალო მიზნებისთვის წაბლს მოხარშული სახით მიიღებთ;
* არ შეიძლება წაბლის ექსტრაქტის მიღება თირკმლების უკმარისობისა და ფეხმძიმობის დროს.
უმი წაბლი შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.скачать dle 11.3