№42 როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი
ამისთვის რამდენიმე ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:
მეტყველება
ფსიქოპათის ამოცნობის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, დააკვირდე მის საუბარს. ისინი, სხვებისგან განსხვავებით, იყენებენ წარსულ დროს იმაზე ხშირად, ვიდრე აწმყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ დანაშაულზე საუბრობენ. ასევე, მათი წინადადებები შეიცავენ არაერთ „ჰმ“-სა და „ნუ“-ს. ეს სიტყვები დროს აძლევენ, რათა ახალი ტყუილი მოფიქრონ. ბრიტანეთის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ფსიქოპათები სხვა ადამიანებზე ზემდგომებად თვლიან თავს, მათ კი აღიქვამენ, როგორც საკუთრებებს. ლაპარაკისას ასევე, იყენებენ „იმიტომ რომ“, „რადგანაც“, რადგან მსმენელს დაანახვონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი საკუთარ დანაშაულს ლოგიკურად, ნათლად და ზოგჯერ აუცილებლადაც კი მიიჩნევენ. მიზნის მისაღწევად ხშირად იყენებენ შარმს. მათ მოსწონთ თავის მსხვერპლად გასაღება. როცა ფსიქოპათები იტყუებიან, ისინი სიტყვებს ზედმეტად მკაფიოდ და ფრთხილად წარმოთქვამენ.
ხმის ტემბრი
ფსიქოპათების ხმა არანაირ ემოციას არ გამოხატავს. აუღელვებლად, მშვიდად და თავდაჯერებულად საუბრობენ, თუნდაც, მკვლელობაზე. ეს მონოტონურობა კიდევ უფრო აშკარა ხდება მაშინ, როცა ისინი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ. ამ მონოტონურობიდან მსხვერპლით მანიპულირებისას გადაუხვევენ ხოლმე. დანაშაულის სხვაზე გადაბრალების დროს კი ისინი იწყებენ სწრაფ საუბარს და შესაძლოა ყვირილსაც კი.
ნიანგის ცრემლები
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რამდენად არაგულწრფელად გამოიყურებიან ფსიქოპათები, როცა ტირიან საკუთარი ქმედებების განხილვისას. პირველ რიგში, ცრემლები იშვიათად ჩანს. მეორე, ტირილისას ტუჩის კუთხეები დაბლა იწევს, რაც თითქმის არასდროს შეიმჩნევა მათ სახეზე. პირიქით, ზოგჯერ შეგიძლია, დაინახო მათი ტუჩის კუთხეების მაღლა აწევა, ბედნიერების მიკრო გამოვლენა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მათი ტყუილი დაიჯერეს. ნორმალური ადამიანებისთვის ემოციის შესაცვლელად რაღაც დროა საჭირო, ფსიქოპათებს ეს დრო არ სჭირდებათ.
სახის გამომეტყველება
მნიშვნელოვანია, შეამჩინიოთ, სად იყურებიან მისი თვალები. თუ საუბრისას დიდი ხნის განმავლობაში გიყურებენ, დიდი შანსია, რამეს გიმალავდნენ, გატყუებდნენ ან თქვენს კონტროლს ცდილობდნენ. ფსიქოპათებს შეუძლიათ, თავდაპირველად მოგაშტერდნენ, შემდეგ კი სრულიად დაგაიგნორონ. ამ მეთოდს მერყევი ოპერატიული კონტროლი ეწოდება. მისი მიზანია შემდგომი მანიპულაციისთვის მოგამზადოთ.
სხეულის ენა
ზოგჯერ მათაც უჭირთ ბრაზის გაკონტროლება. შეიძლება, ისინი გაწითლებულნი, გაოფლილნი და მყვირალნი ნახოთ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, მათი ხმა მაინც უემოცია დარჩეს, მაგრამ ფსიქოპათების კანი მათ რეალურ ემოციებზე მეტყველებს. ჯდომისას ხელები და ფეხები ძირითადად გადაჯვარედინებულები აქვთ. მათ ბევრი ემოციის გამომჟღავნება არ შეუძლიათ, ამიტომ მათი მოძრაობა მექანიკურსა და არაგულწრფელს ჰგავს. როცა ამბობენ „არას“, შესაძლოა მათი თავის მოძრაობა საპირისპიროზე მეტყველებდეს. სხვების მანიპულირების მიზნით, შეუძლიათ, თავი სუსტად და ავადმყოფად გაასაღონ.