კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მტკიცე სარწმუნოება

თქვენ საუბარი გქონდათ ერთ მოღვაწე დედაკაცთან. ორივენი შეთანხმდით, რომ თავდაუზოგავად უნდა იშრომოთ დადგენილი წესისამებრ. ბოლომდე მივიყვან თქვენს აზრს: მხოლოდ შრომითი ღვაწლით არ უნდა შემოიფარგლოთ. ამავე დროს საჭიროა, გონებისხილვითი საქმიანობაც, რათა მისი საშუალებით რიგზე იქონიო შინაგანი წყობა. ფიზიკურ შრომას აუცილებლად უნდა შეუერთო გონებრივი ჭვრეტა და გონებრივ ჭვრეტას – ფიზიკური შრომა. ამ ორის კავშირი სულის სწრაფ წინსვლას ემსახურება. წმენდს მას ცუდისგან და ამტკიცებს სიკეთეში.
***
ყურადღებით იდექით გულში და ჭვრიტეთ არა საკუთარი მე, არამედ უფალი – კეთილკრძალულებითა და გულშემუსვრილობით. ადვილად შეამჩნევთ ყველა ცუდსა და ამაოს, რაც გულიდან გამოდის და მასში შედის. ეცადეთ, ყოველთვის საჩქაროდ განდევნოთ ისინი და აღიდგინოთ გონიერი ღვთისხილვის სიწმიდე. გარკვეული დროის შემდეგ თავისთავად მოვა ცდისეული შეცნობა საკუთარი ნაკლოვანებებისა და უძლურებისა, რომლებიც არ მოგცემთ საშუალებას, კმაყოფილებით უყუროთ საკუთარ სიკეთეებს.
***
თქვენი საშინაო კანონი რომ ოდნავ შეცვალეთ, ეს არაფერია. ხშირადაც შეიძლება მისი გადასხვაფერება, რათა მასში გარკვეული სიახლის შეტანით შეინარჩუნოთ ყურადღებისა და გრძნობის ძალა. თორემ, ჩვევა, ერთი მხრივ, რაკი დიდ ყურადღებას არ მოითხოვს, ასუსტებს აზრების მოკრების უნარს, მეორე მხრივ, ამცირებს წაკითხულისადმი თანაგრძნობას, რადგან ერთი და იმავეს ხშირი გამეორება აჩლუნგებს გემოვნების აღქმას. დაბოლოს, უცვალებლად ჰყოფს კანონს, რომელიც არ არის ასეთი ღირსების შემცველი.
***
იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მტკიცედ შევითვისოთ ჩვენი წმიდა სარწმუნოების საიდუმლოებები, ჯეროვანია, გადაიტანოთ ისინი მეხსიერებიდან გულში და სარწმუნოება თქვენში მტკიცე იქნება – მისი საიდუმლოებები ღრმად შევლენ თქვენს სულიერ ცხოვრებაში და შეერწყმიან მას, ანუ მასთან ერთიანნი გახდებიან. აქედან ისეთ ნაყოფს მიიღებთ, რომ ვერანაირი შეკამათება სარწმუნოების საგნის წინააღმდეგ ვერ შეგარყევთ და შეგაშფოთებთ. სანამ თქვენი რწმენა მხოლოდ გონივრულია, მოპაექრე ურწმუნოთა არგუმენტები, შედიან რა შენ გონებაში, არყევენ მის საფუძვლებს, და ის, გრძნობს რა ფეხქვეშ შეწუხებულ, დაუწყნარებელ ნიადაგს, შფოთდება. ხოლო, როდესაც დოგმატები გულით აღქმულია, მაშინ რამდენიც არ უნდა გეკამათოს ვინმე, მის მიერ წარმოთქმული საწინააღმდეგო არგუმენტები თავში რჩებიან, ვერ არყევენ გულში სარწმუნოების საფუძვლებს, და გონება, გრძნობს რა თავს მყარ საფუძველზე, სავსებით მშვიდად რჩება.
***
თუკი მხოლოდ კანონად დადგენილი ლოცვებიდან სიტყვების ამოკითხვაზე იმოშურნევებთ, გაივლის ლოცვითი მოშურნეობა, მაგრამ არ გაივლის, თუკი გაამხურვალებთ შინაგან ლოცვას. ამ შემთხვევაში, პირიქით, გამძაფრდება. როდესაც შინაგანი ლოცვა ძალას მოიკრებს, მაშინ ის გახდება გარეგანი ლოცვების წარმმართველი, მოიპოვებს უპირატესობას ლოცვის კანონზე, უფრო მეტიც, – შთანთქავს მას. სწორედ აქედან გახურდება ლოცვითი მოშურნეობა, რამეთუ მაშინ სამოთხე დაისადგურებს გულში. თუკი მხოლოდ გარეგანი ლოცვებით დარჩებით, შეიძლება, გაცივდეთ ლოცვითი შრომის მიმართ, თუნდაც თქვენ მათ აღასრულებდეთ ყურადღებითა და გაცნობიერებით. მთავარია, გულმა შეიძინოს ლოცვის გრძნობა.
***
ამბობთ, რომ აზრები დაგიწყნარდათ, რომელი აზრები? მტერს ასეთი ტაქტიკა აქვს: როდესაც ვინმე ცოდვით ზრახვას თავისთან შესასვლელს არ მისცემს, შეტევისთანავე მოიკვეთს, მაშინ ის გადადის ამაო და უქმი ზრახვების თესვაზე, რათა ყურადღება მიაქციოს სულიერი, განმაცხოველებელი აზრებისგან; იმავდროულად, თვალყურს ადევნებს, ხომ არ არის შესაძლებელი მიდრიკოს ვნებითი ზრახვებისკენ? ასე რომ, შესაძლოა, თქვენ დაგიწყნარდათ ცუდი აზრები, უქმი კი  მღელვარებს. ასეთ შემთხვევაში, ეს ნახევარი საქმეა, ბოლომდე უნდა იბრძოლოთ, რათა უბრალო აზრებმაც არ იტრიალოს თავში.
ეპისკოპოსი თეოფანეскачать dle 11.3