კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რა არასწორი წესები მოიგონეს ეკლესიაში და როდის ამწუხრებენ და უფრო მეტად ურთულებენ ცხოვრებას სასულიერო პირები სულიერ შვილებს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

თანამედროვე ადამიანების ერთ-ერთი პრობლემა მოწყენილობაა, რომელიც მათ ხშირად ცუდ მდგომარეობაში აგდებს. ისინი ვერაფერში ხედავენ სიხარულს, სიამოვნებას, ასეთი განწყობით საკუთარ თავსაც აზიანებენ და გარშემო მყოფებსც. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– როცა ადამიანზე ვსაუბრობთ, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, არის თუ არა ის მორწმუნე. თუ ადამიანი მორწმუნეა, ინახავს მარხვას, დადის ეკლესიაში, ასეთებს მაცხოვარი ეუბნება: როცა მარხულობთ, ნუ იქნებით ორგულნი, ფარისეველი, მზაკვარი ადამიანები, რომლებიც ვითომ მარხულობდნენ, პირს არ იბანდნენ, თმას არ ივარცხნიდნენ, მწუხარე სახით დადიოდნენ, ანუ შენ დაიბანე პირი, იცხე ნელსაცხებელი, ადამიანებს ეჩვენე მხიარულად. ნუ დაიყენებ სახეს ისე, რომ თითქოს მთელი სამყაროს პრობლემები გაწუხებს, დიდი სინანული გაქვს, არადა ამ დროს შინაგანად მზაკვარი და ბოროტი ხარ. ზოგიერთი მორწმუნე ისეთი სახით დადის, იფიქრებ, ვინმე გარდაეცვალა ან მთელი კაცობრიობის ცოდვები საკუთარ კისერზე აქვს აღებულიო.
– ალბათ, ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა: მამაო, რა უნდა გვიხაროდეს ამ რთულ სიტუაციაში, ამდენი პრობლემებისა და განსაცდელების პერიოდშიო.
– მართალი ხართ. ბევრი იტყვის ამას. მაგრამ ადამიანი არც ფარისეველივით დამწუხრებული უნდა იყოს და არც სულელივით უნდა იცინოდეს. შესაბამის მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს. მოძღვარი ეკლესიაში, ამბიონზე, წირვა-ლოცვის დროს ვერ იქნება მხიარული, რადგან ის სხვანაირ მდგომარეობაშია, სხვანაირი მოწოდება აქვს. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მოდიან, მათ დახმარება, ნუგეში სჭირდებათ და მოძღვარი იმ დროს არის ხატება ქრისტესი. წარმოიდგინეთ, როდესაც მაცხოვართან მიდიოდნენ ადამიანები, ის დამწუხრებული სახით რომ ყოფილიყო... როცა ადამიანი პრობლემებით შემოდის ეკლესიაში, მან ეს პრობლემები იქვე უნდა დატოვოს მოძღვრის დახმარებით. რადგან მოძღვარმა ის უნდა ანუგეშოს ისეთი სიტყვით, ისეთი სწავლებით, რომ იქიდან ბედნიერი, დამშვიდებული, გაღიმებული გამოვიდეს. მოძღვარმა მას უნდა უქადაგოს ქრისტე, სიყვარული, თავმდაბლობა, სიწმინდე და არა ის, საწყალო, შენ აღარაფერი გეშველება, ჯოჯოხეთში წახვალო. ბევრი ადამიანი ტაძრიდან ისეთი დამწუხრებული, სასოწარკვეთილი მოდის, რომ მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია. უთხრეს, რომ ვერ ცხონდება, არაფერი ეშველება, რას ჰგავს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თითოეული ადამიანი, ეკლესიაში, სულიწმიდამ გაუგზავნა მოძღვარს, რომელიც იქ მსახურობს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ არა მის დამწუხრებაზე, განრისხებაზე, გაძევებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გავათბოთ ეს ადამიანი, როგორ ჩავიხუტოთ, როგორ ავუხსნათ, რომ ჩვენი ღმერთი არის იესო ქრისტე. როგორ დავანახვოთ ის, როგორ ვაჩვენოთ, როგორ გვიყვარს მაცხოვარი. შეიძლება, ბევრმა მოძღვარმა იქადაგოს მაღალფარდოვანი სიტყვებით, მაგრამ წირვის შემდეგ საერთოდ არ მოგაქციოს ყურადღღება, არ დაგითმოს დრო. საქართველოში ძალიან მძიმე სოციალური, პოლიტიკური პრობლემებია. ერის სულმა ეკლესიაშიც შემოაღწია, ხელს იშვერენ ჩვენკენ, ეკლესიის განწმენდისკენ მოგვიწოდებენ. ვისაც არ ეზარება, ყველა ჭკუას გვარიგებს. ასეთ დროს თავშიჩარტყმულებივით კი არ უნდა ვიაროთ, უნდა დავანახვოთ მათ, რომ ასე არ არის. ერთ მოძღვარს რომ შეეშალა, იუდამ რომ შესცოდა, პეტრეს და პავლეს მოაკლდა მრევლი? რადგან იუდამ რაღაც დააშავა, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა სხვა მოციქულებს? ფსევდომრევლი რომ დადის შეწუხებული სახით: ვაიმე, მამაო, ეს რა ხდება. ვისაც ეჭვი ეპარება ეკლესიის ღირსებაში, სიწმიდეში, დადგეს ჩვენ გვერდით, წაიკითხოს ლოცვები, გაიცნოს ახლოს ეკლესია, მრევლი, სასულიერო პირები და მიხვდება, რომ სულაც არ ყოფილა ასე. სოლომონ ბრძენი კარგად ამბობს: არის ჟამი მშვიდობისა, არის ჟამი ომისა, არის ჟამი სიყვარულისა, არის ჟამი სიძულვილისა. ეკლესიაში დიდი ხანი იყო სიმშვიდე და წესრიგი, ახლა კი შფოთის, გარკვეული ცილისწამების დრო დადგა. ღმერთი გვაკვირდება, როგორი სულიერება გვაქვს, რა ვაჟკაცები ვართ, როგორი ლოცვა შეგვიძლია ან მღვდლებს – ერთმანეთის მიმართ თანადგომა. ვისაც არ ეზარება, ყველა ტელევიზიით გამოდის და სულიერ ძმაზე ამბობს: სად გაიზარდა, როგორია. რასაც დღეს შენ სხვებზე ლაპარაკობ, შეიძლება, თავად გააკეთო იგივე. გულისტკივილი უნდა გქონდეს, რომ ეკლესიის ერთ-ერთი წარჩინებული წევრი მძიმე მდგომარეობაშია. ჯერ „ტაბურეტკას“ გადაგვაყოლეს, შემდეგ „ციანიდს“, ხვალ რას მოიგონებენ, არავინ იცის. დიდი ჭრილობები გაჩნდა ეკლესიის სხეულზე. ჩვენი ქვეყნის სული მართლმადიდებელი ეკლესიაა და ეს სული არ არის სნეულებაში. უბრალოდ, მას გარკვეული პრობლემები აქვს. ეკლესიას აქვს სალბუნი, საშუალება, რომ ამ ჭრილობებს მიხედოს. მაგრამ ჭორიკნობისა და მითქმა-მოთქმის დონეზე ნუ ვისაუბრებთ. ის ხალხი, ვისაც გული სტკივა, მოვიდეს ეკლესიაში, წირვაზე, დადგეს იქ, სადაც უნდა იდგეს და არ დგას. ის, რაც დღეს ხდება, საუკუნის განსაცდელი შეიძლება დაერქვას. ამ განსაცდელმა ტაძარი კი არ უნდა დაცალოს, პირიქით, ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს ეკლესიაში და სასულიერო პირებზე უნდა ილოცონ. თავები კი არ უნდა დავხაროთ – დამნაშავეები ვართ, რამდენი პრობლემებია ეკლესიაშიო.
– როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომ სულიერი მოძღვარი მას სწორად ჰყავს შერჩეული?
– თუ მოძღვარის სული გამთბარია ქრისტეთი, თავმდაბალი, მოსიყვარულეა, ამას იგრძნობს ადამიანი. როცა მასთან ყოფნა გიხარია, მისგან სიმშვიდე მოგაქვს, ესე იგი, მოძღვარი კარგია. ზოგიერთმა კი, შეიძლება, სულ სახარებიდან იქადაგოს, მაგრამ მწუხარება შემოიტანოს შენში, დამძიმდე. მოძღვარმა გულით, სულით უნდა ისაუბროს. ხშირად ნორმალური მოძღვარი სხვა ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობს. ავიწყდება თავისი შვილები, ოჯახი, რადგან როგორ შეიძლება, არ იცხოვრო იმ ადამიანის ცხოვრებით, რომელიც გეტყვის, რომ მთელი კვირა საჭმელი არ უჭამია ან შვილი სნეულებაში ჰყავს და მას გვერდით არ დაუდგე. დილა-საღამოს ლოცვები წაიკითხე, კვირას მოდი და გაზიარებო, ამის თქმა ძალიან მარტივია. დრო უნდა გამონახო, ჩამოუჯდე და მისი ჭირი და ლხინი გაიზიარო. როცა ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, მაშინ მოძღვარი და მრევლი ერთმანეთსაც ვეზიარებით. მწუხარება და სიხარული ერთმანეთს ისე უნდა შეერწყას, რომ ადამიანები ეკლესიიდან დამშვიდებული წამოვიდნენ. თქვან: მე დღეს მომაქციეს ყურადღება, მკითხეს, როგორ ხარო. ყველაფერმა სიმბოლური, ფარისევლური ხასიათი მიიღო. ერთმანთს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ჩვენ კი ერთმანეთს იმაზე ვაკვირდებით: რა აცვია, უხდება თუ არა, გასუქდა თუ არა. შეიძლება, ადამიანს  უამრავი პრობლემა აქვს და სად უნდა დამშვიდდეს, თუ არა ეკლესიაში, მოძღვართან, სულიერ ძმასთან. აქ არ გაიარო, იქ არ გაიარო, სანთელი იქ დაანთე, ეს რა გაცვია, რას ჰგავხარ – ასეთი წესები დავადგინეთ, არადა, ღმერთთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. პატერიკიც კი არსებობს, ადამიანს რომ გამოაგდებენ ეკლესიიდან და ღმერთი ეუბნება: მეც აღარ მიშვებენ შიგნითო.
скачать dle 11.3