№41 რატომ არ შეუძლია მიხეილ რამიშვილს მეძავებთან ურთიერთობა და რა სიგიჟეები ჩაუდენია მას ქალის გამო
სახელი: მიხეილი.
გვარი: რამიშვილი.
პროფესია: ადვოკატი, მუსკოსი.
– დღეს რომ პროფესიას ირჩევდეთ?
– ვიქნებოდი ისევ ადვოკატი და მუსიკოსი. ეს ორი პროფესია ჩემთვის განუყოფელია, ერთმანეთს ძალიან ლამაზად ავსებენ და ძალიან ლამაზ შეგრძნებებსაც გადმოსცემენ. ადვოკატი, რომელიც იცავს ბრალდებულს, მან მტკიცებულებების გადმოცემის პერიოდში ზეგავლენაც უნდა მოახდინოს.
– პროფესიული ჩვევა.
– სულ სიგარეტს ვეწევი.
– ინტუიციას უღალატია?
– უმეტესწილად, არა, იმ წერტილში ვარტყამ, რომელშიც უნდა გავარტყა.
– თქვენი მოსყიდვა ფულით უცდიათ?
– კი, როგორ არა. ცხონებული სანდრო გირგვლიანის საქმეში ვიყავი ჩართული. საზოგადოებას ისე აცნობდნენ, თითქოს სვანური ვენდენტის მსხვერპლი იყო. მაშინ ჩემს მიერ მოხდა ამ ყველაფრის გასაჯაროება და მოკვლევა. რის გამოც ერთ-ერთმა ბარნოვზე დამინიშნა შეხვედრა და მაშინ შემომთავაზეს პირველი თანხა – ორმოცდაათი ათასი ევრო რომ ამეღო, საქმიდან გავსულიყავი და საერთოდ, უზრუნველყოფილი ვიქნებოდი სიცოცხლის ბოლომდე. რაზეც ჩემგან ცხრასართულიანი პასუხი მიიღეს გადმომცებმაც და შემკვეთებმაც.
– როგორ იქცევით, როცა ვინმე თქვენს შეზღუდვას ცდილობს?
– „არ გავარდეს“, გამორიცხულია, ვინმეს თავი შევაზღუდინო.
– სკანდალურ ადვოკატად რატომ გთვლიან?
– სკანდალს ისინი ეძახიან სიმართლეს. სიმართლე მახვილივითაა და ეტყობა, ბევრს სტკივა.
– რისი გეშინიათ?
– მეშინია იმის, რომ არაფრის მეშინია.
– როდის ყვირით?
– როცა ადამიანს ვეუბნები თეთრზე თეთრია და ის გეუბნება, რომ შავია. ვყვირი – არა, ხმას ვუწევ.
– როდის იგინებით?
– სულ.
– რისი გშურთ?
– შურს ვერ ვაიგივებ ჩემს თავთან. თეთრი შურით შემშურებია. სიმღერით სიამოვნების შემდეგ მითქვამს: ნეტავ, შენსავით ვმღეროდე-მეთქი. ყოველთვის მირჩევნია ისეთ წრეში ყოფნა, ვიჯდე და ვისმინო, ვიდრე ბევრი დებილი შეიკრიბოს და მე მისმინოს.
– რისი ღირსი ხართ?
– თუ შემეშალა, არავინ მაპატიოს.
– ვის ემტერებით?
– გამყიდველებს, ფარისვლებს, ადამიანებს, რომლებიც არაფერს აიგივებენ სიკეთესთან და სიყვარულთან, გარდა თავის გაუმაძღარი კუჭებისა.
– როდის ხართ სევდიანი?
– ყოველთვის. სევდა ფიქრმა იცის. მე სულ ფიქრში ვარ, ღამეში 3-4 საათი მძინავს. გამოვდივარ, ვჯდები და ვფიქრობ. ვფიქრობ საქმეებზე, ფიქრები არის ცხოვრება. საერთოდ, ადამიანების უმეტესობა, გაურბის თავის თავთან მარტო დარჩენას. როცა მარტო ხარ, ფიქრიც გეწყება, ამიტომ არის სულ რომ დროს ატარებენ. დარჩი რა, საკუთარ თავს ნუ გაექცვი, იფიქრე!
– რისი გწამთ?
– უფლის, სიყვარულის და მწამს იმის, რომ ადრე თუ გვიან ყველას თავის პასუხი მოეთხოვება ყველაფერზე – სიკეთე იქნება ეს, თუ ბოროტება. არაერთხელ
მიგრძნია უფლის თანადგომა. ბევრი ორგანო მაქვს დაზიანებული, სამჯერ მაქვს გადატანილი კლინიკური სიკვდილი, ძალიან დიდი ხანია, ვგრძნობ, როომ თან დამყვება ჩემი მფარველი ანგელოზი.
– გიჭირთ ბოდიშის მოხდა?
– არა. მომიხდია კიდეც და ზუსტად ვიცი, ვის როდის და რატომ უნდა მოვუხადო ბოდიში. ყოფილა შემთხვევევბი, ვერ წარმოედგინათ, მაგრამ მე თვითონ მივსულვარ და ბოდიში მომიხდია.
– რისგან იღებთ სიამოვნებას?
– როდესაც ვხედავ, ადამიანები ერთმანეთს აფასებენ, გარდა ამისა, მსიამოვნებს, როდესაც სხვა არის ნასიამოვნები. ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის არის სიყვარული, მიყვარდეს და ვუყვარდე.
– ნარკოტიკი გაგისინჯავთ?
– ერთხელ ახალგაზრდობაში კანაფი გავსინჯე, მაშინ მოდაში იყო, თუმცა არანაირი სიამოვნება არ მიმიღია. ჩემი სიამოვნება იყო და არის ქეიფი, კარგი გარემო, სიმღერა და დალევა. რაც შეეხება მეორე ნარკოტიკულ ნივთიერებას, შემიძლია გითხრათ: ძალიან ბევრი მაქვს გასინჯული, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ოპერაცი მაქვს გაკეთებული. მეტი შეხება არ მქონია. ცალი თირკმელი მე არ მაქვს, ცალი ფილტვი მე არ მაქვს და ერთხელ ჩემს მეუღლეს დაქალებმა ჰკითხეს: შენს ქმარს ორი რამე დარჩაო და ჩემმა ცოლმა უპასუხა: კი, ყ...ბიო.
– პოლიციასთნ პრობლემები გქონიათ?
– კი, ყოველთვის. რომელი ერთი მოვყვე, ერთხელ იყო ასეთი სიტუაცია, ორი მანქანით ვიყავით წასული ათი ბიჭი. უკვე უკან ვბრუნდებოდით, ამ დროს მოვარდნენ და ათივე წაგვიყვანეს პოლიციაში. ჩემთან ერთად იყო ჩემი ორი ძმა – ლევანი და ზურიკო. ერთი შევიდა, ორი შევიდა, ჩემი დროც მოვიდა. შევედი და პოლიცის უფროსი მეუბნება, შენ აუცილებლად იქნები რამიშვილიო. დიახ, ვარ-მეთქი, ლევანი, ზურიკო თუ მიშიკო? მე მიშიკო ვარ-მეთქი. მოდი ერთი დაჯექიო. შემოვიდა ჩემი მეორე ძმა, შენც უეჭველი რამიშვილი ხარ, მიშიკო აქ არის და ლევანი ხარ თუ ზურიკოო? მე ზურიკო ვარო. აი, ახლა ამ ათიდან მითხარით, რომელი ხართ რამიშვილი და რომელი ხართ ოთარის შვილებიო. თურმე ყველა ჩემს ძმაკაცს უთქვამს, რომ რამიშვილია და ოთარის შვილი. მე ვუთხარი ჩვენ სამნი ვართ, მაგრამ ესენიც ჩემები არიან-მეთქი და გამოგვიშვეს.
– ყველაზე დიდ სიგიჟე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ?
– გავიცანი, ერთ კვირაში ცოლად მოვიყვანე და 23 წელია, ერთად ვართ. ქალის გამო უამრავი სიგიჟე ჩამიდენია, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ერთი გოგო მიყვარდა ერთხელ სხვაგან მიდიოდა და წარმოუდგენელ დროში, ვერ გაარკვიეს ვერ დაადგინეს, როგორ მოვახერხე, იქ დავხვდი.
– თქვენი მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში.
– დღეს თუ ვარსებობ, ჩემი მეუღლის დამსახურებით ვარ, ძირს ვერაფერმა დამაგდო, რადგან როგორც კი წავბორძიკდებოდი, ჩემი მეუღლის ძალით
ვდგებოდი და დღემდე ასე მოვედი – ჩემს ცოლს ყველაფერში უდიდესი წვლილი აქვს.
– რა არის ქალი თქვენთვის?
– ქალი ჩემთვის არის ყველაფერი, ცხოვრების აზრიც, შინაარსიც. მე ქალი არანორმალურად მიყვარს. რომ შეხედავ, ქალი უკვე იპრანჭება, იმიტომ რომ ქალია და მას არ სჭირდება ვინმეს გაეპრანჭოს. ქალი ეს არის სიცოცხლის ელექსირი.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?
– როგორ არ დამიკარგავს. სიყვარულში უნდა დაიკარგო, ჩაიკარგო, იმიტომ რომ ეძებ და იპოვი იმ სხვა სიამოვნებას, რომელიც წლები გაგყვება.
– ჭკვიანი ქალის კაცებს ეშინიათ?
– ქალი ჭკვიანიც არის და ძლიერიც. უჭკუო და სუსტი ქალი არ არსებობს. ქალი უკვე არის სიმტკიცე. ისეთი ციხესიმაგრეა, თუ შიგნიდან არ გააღო, ვერ გააღებ. რა თქმა უნდა, უნდა გეშინოდეს.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– აუცილებელი კი არა, სავალდებულოა. ერთმანეთის გარეშე, არც კაცის და არც ქალის სიცოცხლე არ იარსებებს ისე აზრიანად, როგორც ერთმანეთთან ყოფნისას.
– როდის მიდის კაცი ქალისგან?
– კაცი ქალისგან ვერასდროს წავა. კაცის წასვლასა და კაცის მოსვლას მხოლოდ და მხოლოდ ქალი წყვეტს. კაცი მაშინ მიდის, როდესაც ქალი უშვებს, თორემ თავის ინიციატივით, როგორც კაცი ქალს ვერ „დააბამს“, ისე კაცი ქალისგან ვერასდროს წავა. ქალს თუ არ უნდა, სულ რომ დაანგრიო, ააშენო, ფეხებზე დაიკიდებს. შეიძლება, არაფერი გქონდეს და ქალმა ყველაფერი გაგიკეთოს, რომ გახდე ის, ვინც უნდა იყო. ქალმა თუ მოგიშორა, ჩათვალე, რომ დამთავრებულია, თუ მიგიღო, გაუფრთხილდი. ქალი არ განრისხდეს, თორემ ერთი ქალის გადაკიდებას ჯობია, სრულიად მსოფლიოს კაცები გადაიკიდო. ქალს ხანდახან უსამართლოდ მოქცევაც სჩვევია, ეს ქალის ბუნების ნაწილია, მაგრამ ისევ და ისევ მამაკაცს ვადანაშაულებ. ქალს სულ რომ პატარა რეჩხი ჰქონდეს გულში, მიზეზი მასში არ უნდა ეძებო, შენ თავში უნდა ჩაიხედო, შენ რა ტკივილი მიაყენე.
– თაყვანისმცემელი გოგონები გეყოლებოდათ?
– არა, არავის არ ვუყვარდი, ვერავინ ვერ მიტანდა.
– საყვარლები გყოლიათ?
– როგორ არა, მამა აბრამის ბატკანი კი არ ვარ. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ძმაკაცებთან ერთად რომ ვიკრიბებოდით და ვქეიფობდით, ერთ-ერთი დარეკავდა და მოდიოდნენ ქალბატონები ფულზე – „პუტანკებს“ რომ ეძახიან. თუ ვიყავით ხუთნი, მოვიდოდა ხუთი გოგო და იქიდან ერთ-ერთს ეუბნებოდნენ შენ „პას“. ვრჩებოდით მე და ის გოგო ისე, ვერ იგებდა რატომ მე არა, ან „პედიკი“ უნდა ვყოფლიყავი, ან რაღაცაშია საქმე. ვერ ვიტან, არ შემიძლია, როცა ვიცი, რომ ქალი არის „სპასობნი“ ფულზე და ეს მისი სამსახურია. რომ ვიცი, რომ ის დროზე იყურება, კლიენტთან უნდა წავიდეს, არ შემიძლია, ქალი, რომელიც ყიდის სხეულს, იმიტომ რომ სხეული სულია. ბავშვობიდან ეს დამჩემდა. ცხოვრებაში პირველი ჩემი სექსუალური ურთიერთობაც კი გრძნობებით იყო, ჩემზე უფროსი იყო. შეიძლება, წლები ცხოვრობდე და ვერ იღებდე ურთიერთობისგან სიამოვნებას. შეიძლება, ერთმა ამბორმა მოგცეს ისეთი სიამოვნება და დაგამახსოვროს მთელი ცხოვრება, რომ არც ნანობდე იმ წამიერ ამბორს. არ ვტრაბახობ, არავის გულს არ ვტკენ, მე ერთი სიამოვნებისთვის არ მინდა ურთიერთობა. ჩემმა ცოლმა იცის, როგორი ტიპიც ვარ, ვინმემ თუ მომწერა და მე გულები და ყვავილები მივწერე, ესეც უნახავს და მაგაზე რეაქცია არ აქვს. იცის, რომ ასეთი ვარ, კომპლიმენტსაც ვეტყვი: რა ლამაზი ხარ, მოდი გეცეკვო, მე შენ ამას გიმღერებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვინმეში ვცვლი.
– კაცის ღალატი ღალატია?
– ღალატი ღალატია. კაცს თუ აქვს უფლება, ქალს რატომ არ აქვს? მაგრამ ღალატსაც აქვს თავისი სტანდარტები და კრიტერიუმები ჩემთვის. არსებობს ორი ღალატი, საპატიებელი და უპატიებელი. ყოველგვარ მორალს, ზნეობას რომ გადიხარ ღალატით, ის უკვე უპატიებელია. საპატიებელია ელემენტარული. ჩვენ ყოველდღე, ყოველ წამს შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ყველაფერი რომ ასე ავაგოთ, მაშინ ადამიანის მოდგმა გასაწყვეტი იქნებოდა.
– გშორდებოდნენ თუ თქვენ შორდებოდით?
– ვშორდებოდით, მაგრამ ეს დაშორება არ იყო ურთიერთობის გაწყვეტა. დღესაც, სადაც არ უნდა შევხვდეთ, ლამაზი, თბილი მოკითხვით ვხვდებით.
– ბოლო დროს რა აღმოაჩინეთ თქვენს თავში?
– არ მეგონა, თუ ამხელა ენერგია მექნებოდა და ამდენ რამეს მოვერეოდი ჩემს თავში.