კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ვინ ამოატრიალა თავდაყირა თათა ჯაშის ცხოვრება და ვის მოუწყო მან ზღაპრული წვეულება

ნინო კანდელაკი ანი რევია

ბალერინა თათა ჯაში ახლახან დედა გახდა. როგორც თავად ამბობს, შვილის დაბადებამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მართალია, ცოტა ხნით სცენას ჩამოშორდა, მაგრამ ფორმაში მალევე ჩადგა და ბალეტს დაუბრუნდა. ორთვე-ნახევრის შვილს თათამ ულამაზესი წვეულება მოუწყო და სტუმრებიც საგულდაგულოდ შეარჩია.
თათა ჯაში: ბავშვის მოვლინებამ ჩემთვის სამყარო მთლიანად ამოატრიალა. შემეცვალა აზროვნება, ინტერესები, პრიორიტეტები, მიდგომა ბევრი საკითხის მიმართ. ახლა, ყველაფერი ამ ბედნიერების გარშემო ტრიალებს. მაგალითად, არის რიგი საკითხებისა, რასაც დედობამდე სხვაგვარად გადავწყვეტდი. ახლა კი, სანამ გადავდგამ, ყოველ მნიშვნელოვან ნაბიჯს ათმაგად ავწონ-დავწონი ხოლმე. ლუკა ახლა ორთვე-ნახევრისაა და ამ პერიოდში მეც მოვასწარი, დედის ამპლუას საბოლოოდ შევგუებოდი.
– ფიქრობ რომ, ძალიან იღბლიანი ხარ?
– ზოგადად, მეოცნებე ადამიანი ვარ. მიყვარს ოცნებებსა და ფიქრებში ჩაძირვა, თუმცა, ეს რეალობის აღქმის დაკარგვის საბაბი არასდროს გამხდარა. უფრო გასართობია, გონების განსატვირთი. ის, რისი განხორციელებაც შემიძლია, ოცნებად არ მიმაჩნია, ავტომატურად, მიზნად მოვიაზრებ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში „ოცნებების“ ახდენას თავადვე შევუწყვე ხელი. იღბალი, ისევე როგორც ყველასთან, ჩემთანაც ხან მოდის, ხან – არა. ამის გამო ტრაგედიას არ ვქმნი, ნებისმიერი საკითხიდან ვცდილობ გამოსავლის პოვნას. ერთადერთი, განუმეორებელი იღბალი და ბედნიერება ჩემი შვილის მოვლენა იყო. კი მოვიაზრებდი, რომ ადრე თუ გვიან, ბავშვი მეყოლებოდა, მაგრამ ასეთი სათუთი და საყვარელი არსება თუ იქნებოდა ჩემზე მოკრული, გაცნობიერებული არ მქონდა.
– ვიცი, ორსულობის პერიოდში მეუღლე ხელის გულზე გატარებდა. ახლა მამიკო თუ გეხმარება ბავშვის გაზრდაში?
– ნამდვილად ცდილობს, ამას ვერ დავუკარგავ. დიდი სურვილი აქვს, ჩართული იყოს, მაგრამ პატარ-პატარა სირთულეებს რომ აწყდება, უკან იხევს ხოლმე. ერთხელ ისიც აღნიშნა, ზოგი კაცი შვილს წლამდე ვერც კი იყვანს ხელში, ეშინიათო, მაგრამ მგონი, უმალ ინანა (იცინის). ჩემთვის, ზოგადად, ამაზრზენია და დახშული აზროვნების მაჩვენებელი, როცა ამბობენ, შვილი ქალისაა და ყველანაირი ჩართულობაც მხოლოდ მისი ვალიაო. მსგავსი დამოკიდებულება არ მიმაჩნია მართებულად. მშობლები იმიტომ ჰქვიათ, რომ თანაბრად გაინაწილონ ბავშვის მოვლა, აღზრდა, პატრონობა.  არც ის დამოკიდებულება მგონია სწორი, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, დედა სახლში უნდა ჩაჯდეს. სწორედ შვილს,  როგორც არავის, სჭირდება ჩამოყალიბებული, რეალიზებული და შემდგარი ადამიანი მშობლად. ამაში თანაბრად მოიაზრება როგორც მამა, ასევე დედა.
– ახლახან პატარას ზღაპრული წვეულება მოუწყვე.
– ორსულობის პერიოდშიც ძალიან მინდოდა, მსგავსი წვეულება წინასწარ მომეწყო. მაგრამ გადავწყვიტე, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ თავის პირველ წვეულებას ლუკაც დაესწრებოდა. მისი ამ სამყაროში მოვლენა აღვნიშნეთ. მინდოდა, ყველაფერი ბიჭურ ფერებში და ლამაზად გაფორმებული ყოფილიყო. იდეის განხორციელებაში ოჯახი დამეხმარა.
– წვეულების შემდეგ, რამდენიმე დღეში პატარა გაქრისტიანდა.
– მოვნათლეთ ქაშუეთის ეკლესიაში. 40 დღის რომ გახდა, მაშინ გვინდოდა მოგვენათლა, მაგრამ ჩემი მეჯვარე საქართველოში არ ცხოვრობს და გაირკვა, რომ იმ დროს ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. უბრალოდ ნათლიად მოხსენიებას, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ბარემ ბავშვიც ცოტა წამოზრდილიყო და თან ნათლობაზე ნათლიებიც სრული შემადგენლობით ყოფილიყვნენ. მოკლედ, როგორც კი ჩემი მეჯვარე შვედეთიდან ჩამოვიდა, იმ კვირასვე გვქონდა ნათლობა ჩვენი ოჯახის მამაოსთან.
– ქალისთვის მხოლოდ პირადი ცხოვრება არ არის მნიშვნელოვანი და პროფესიონალურ სფეროში წარმატებული კარიერაც აუცილებელია?
– ზოგადად, მხოლოდ ქალისთვის არ არის პირადი ცხოვრება მნიშვნელოვანი, მამაკაცისთვისაც არანაკლებ, უფრო მეტად თუ არა. პირადი ცხოვრება და პირადი ბედნიერება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად სქესისა. წლები გადის და საბოლოოდ ყველას სჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების მეგზური იქნება. შესაბამისად, როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის აწყობა, ნდობის მოპოვება, პატივისცემა და ურთიერთგაგება. ეს არის ხანგრძლივი და რთული გზა, რადგან ძნელია, ბოლომდე გაიცნო ადამიანი, მაგრამ თუ კი ამას მოახერხებ, ყველა სირთულეს და ცდუნებას გადალახავ, საბოლოოდ საჩუქრად ჰარმონიულ, სტაბილურ, ბედნიერ და მდგრად ურთიერთობას მიიღებ. სულ ვამბობ, პირადშიც გამიმართლა და კარიერაშიც. წინ კიდევ ბევრი სურვილის ახდენა მელის.
скачать dle 11.3