კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ შეარჩიეს ნოდარ სიმსივე მიხეილ სააკაშვილის როლისთვის ქალის პერსონაჟის შესრულებისას და რატომ ეზიზღებოდა მას ამის შემდეგ საკუთარი თავი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ნოდარ სიმსივეს მაყურებელი, მსახიობობასთან ერთად, სპორტული კომენტატორობით იცნობს და მისი ემოციების წყალობით არც არასდროს დაავიწყდება. ზოგისთვის ეს ხელოვნური ემოციაა, ზოგის აზრით, ის, უბრალოდ, „გიჟია“. საბედნიეროდ, მაყურებლის ძალიან დიდი ნაწილი მისდამი ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი.
ნოდარ სიმსივე: ბავშვობაში ძალიან არტისტული, მაგრამ საშინლად ზარმაცი ვიყავი. სწავლა ძალიან მეზარებოდა, დედამ უკვე მეხუთე კლაში ჩაიქნია ჩემზე ხელი, რადგან არანაირ მცდელობას აზრი არ ჰქონდა. 90-იანების ცდუნებებისგან და ქუჩისგან თეატრალურმა წარმოდგენებმა მიხსნა.
– პირველი ყველაზე მასშტაბური როლი იყო ფილმში „ჰეროკრატია“, აქამდე როგორ მიხვედი?
– თეატრალური რომ დავამთავრე „რკინის თეატრში“ ვმუშაობდი. იმ პერიოდში ბერტოლდ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერის“ მოტივებზე დავდგით სულ სხვა ოპერა, რომელშიც მე ვითამაშე ცელიაპიჩემი – ქალი. ძალიან ვნერვიულობდი და ბევრს ვმუშაობდი. ვაკვირდებოდი ქალების ნებისმიერ ქმედებას და იმდენად გამიჯდა ეს ყველაფერი, ერთხელ სახლიდან აბადოკიც გამომყოლია. მივდივარ ქუჩაში და ვხედავ ჩემკენ მომართულ უამრავ თვალს (იცინის). ამ როლმა, როგორც მსახიობს, ბევრი რამ შემმატა და ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის პრიზიც ავიღე.
– ზუსტად ქალის როლმა განაპირობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლზე შენი შერჩევა, არა?
– ამისთვის დიდი მადლობა გოგა ხაინდრავას მეუღლეს, მარიკა ჭიჭინაძეს, ის ერთ-ერთ სპექტაკლს დაესწრო და მკითხა, გოგასთან ქასთინგზე იყავიო? დიახ-მეთქი. მართლა ვიყავი, მაგრამ ცხოვრებაში ვერ წაროვიდგენდი, თუ ქვეყნის პირველი პირის თამაში მომიწევდა. მაშინ ბატონი გოგა არ იყო, ფოტოები გადამიღეს და მესმოდა საუბრები, რომ სხვადასხვა როლისთვის გამოვდგებოდი, მაგრამ პრეზიდენტი კაციშვილს არ უხსენებია. ერთ კვირაში დამირეკეს, გოგა ხაინდრავასთან ხარ დაბარებული, კონკრეტულ როლზე უნდა საუბარიო. მივედი თუ არა, ბატონმა გოგამ კარშივე „მაჯახა“ პრეზიდენტი უნდა ითამაშოო. ადგილზე გავქვავდი და მეკითხება, არ გაგიხარდაო? კი გამიხარდა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, როგორ მომერგო ეს როლი. არასდროს არავის უთქვამს, რომ ექსპრეზიდენტს ვგავდი, ერთადერთი, რითაც მასთან სიახლოვეს ვპოულობდი, ეს ემოციურობაა.
– როლზე მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო წონა და ძალიან ბევრი მოიმატე.
– კი, ოცდაათი კილოგრამი მოვიმატე. უნდა გენახათ, როგორ ვჭამდი ღამე სახლში. ყოველ ღამე მძიმე კვებაზე ვიყავი. ყველას უკვირს, როგორ მოიმატეო, დაკლება თქვი, თორემ მომატებას რა უნდა. ყველას მარტივად ვპასუხობდი: ქართულ მამაპაპურ კვებაზე გადავედი-მეთქი (იცინის). დილის სცენების გადაღების წინა ღამეს ლუდსაც დავაყოლებდი ხოლმე, რომ დილით სახე შეშუპებული მქონოდა. ისე გავსუქდი, ჩემი თავი მეზიზღებოდა. რომ ჩამომეწელა ეს ძუძუები, ლოყები და ღაბაბი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. სამარშრუტო ტაქსის რომ ხელს გავუქნევდი და გავიქცეოდი, ძუძუები სახეში მირტყამდა, საშინელი სანახავი ვიყავი (იცინის). ღამე დედაჩემი შემომისწრებდა სამზარეულოში, აბა, რას აკეთებო და მიზეზი არაჩვეულებრივი მქონდა – როლზე ვმუშაობდი, ბოლოს მეჩხუბებოდა, გაეთრიე სახლიდანო (იცინის).
– შეხვედი როლში და ვეღარ გამოდიოდი?
– გადაღება ერთი კვირის დასრულებული იყო, ძმაკაცის ქორწილში წავედი პიჯაკში გამოწყობილი, წონაც იგივე მქონდა და ჟესტიკულაცია და პლასტიკაც. მანქანიდან გადმოვედი და სვეტიცხოველში შევდივარ, ვატყობ, რომ უამრავი თვალი მიყურებს, მათ შორის სასულიერო პირები და იცით, როგორი შეშინებული თვალებით? ერთი მამაო მოვიდა  და მეკითხება: შვილო, როგორ ხარო? ისე მიყურებდნენ, თითქოს მძიმე სენით ვიყავი შეპყრობილი. წამიყვანა იმ მამაომ, ჯვარი აკურთხა და მაჩუქა, ლოცვები წამიკითხა – თითქოს გამომილოცა, მთელი ცერემონიალი იყო. კი ვეუბნებოდი, მხოლოდ როლი იყო, მე მსახიობი ვარ-მეთქი, მაგრამ პრინციპში, ჯერ კიდევ „ის“ ვიყავი. მანქანის კარი რომ გავაღე, მე კი არა იქიდან ყოფილი პრეზიდენტი გადმოვიდა (იცინის).
– გვარზეც აუცილებლად უნდა გკითხო. ამბობ, რთული ცხოვრება მქონდა ამის გამოო.
– სიმსივე. რა, სიმსივნე? არა, სიმსივე. მეცხრე კლასში კომისარიატში წამიყვანეს და სიმსივე რა არის, მეტსახელია? – მეჩხუბა ქალი. მეტსახელით მოვიდოდი კომისარიატში, გინახავთ პირადობის მოწმობა მეტსახელით-მეთქი? ბანკში შესვლა მეზარებოდა, თეატრალურის გაერთიანებული ლექცია ხომ კოშმარი იყო. რომ დაიწყებოდა სიის კითხვა, ვლოცულობდი, სწრაფად დაირეკოს ზარი-მეთქი, მაგრამ ზარის ხმის ნაცვლად მესმოდა – სიმსივე და ვეჰეჰეჰეჰე – აუდიტორიის გამოხმაურება. უნდა ნახოთ, რა ბედნიერი ვარ, თუ სადმე აღმოვაჩინე, რომ ჩემი გვარი იციან. თუმცა, იმერეთში არ უკვირთ. მამაჩემი თორმეტი წელია, ესპანეთშია წასული და იქ გაიცნო ამ გვარის ადგილობრივი ნახევრად ჩილელი კაცი. მერე ვიკვლევდი ჩემი გვარის წარმოშობას და გავიგე, რომ მეთერთმეტე საუკუნეში ესპანეთიდან ჩამოსული გვარია. ყველამ იცის, რომ ესპანეთზე ფანატიკურად ვარ შეყვარებული, ამიტომ ვარიდებ ხოლმე ჩემი გვარის ფესვებზე საუბარს თავს, არ მინდა, დავით თარხან-მოურავივით გამომივიდეს (იცინის).
– ისეთი ფესვები გქონია, სპორტული კომენტატორობის ამბავიც ბუნებრივი გამოდის.
– სხვანაირი კომენტატორობა არ შეიძლებოდა ჩემი ემოციებისა და ავტომატის ჯერივით საუბრის მანერიდან გამომდინარე. დღემდე მესმის, რომ ჩემი ემოციები ხელოვნურია, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ადამიანი ხელოვნური იყოს? ვფიქრობ, თუნდაც ასი კაცი გისმენდეს, ვალდებული ხარ, რომ მას ინფორმაცია საინტერესო ფორმით მიაწოდო. მგონია, რომ ასე საინტერესოა და სხვანაირად არც შემიძლია. წარმოიდგინეთ, ჩემპიონობისთვის მიდის ბრძოლა, მაყურებელს გული უსკდება, მახსოვს, ერთი გულშემატკივარი ოთხმოცდაათი წლის კაცი იატაკზე წევს და ღრიალებს. ამ დროს მე დავჯდე და დინჯად, უემოციოდ ვისაუბრო? შენ თუ ეკრანის წინ მსხდარ მაყურებელს ეს ემოცია არ გადასდე, აბა, რა არის შენი მოვალეობა?!
– დაქორწინებული არ ხარ?
– არა. ხომ ამბობენ გიჟი თავისუფალიაო? (იცინის) პატარ-პატარა გატაცებები ყოფილა, მაგრამ დიდი სიყვარული – არა. მე მინდა, რომ ადამიანს სიყვარულში შევეჯიბრო. თუ მისგანაც ეს ემოცია არ ვიგრძენი, მარტო ნათესავების გულის გასახარად და პუტკუნალოყებიანი ბავშვების გასაჩენად ფორმალური ოჯახის შექმნას არ ვაპირებ. ასეთ ოჯახს, მთელი ცხოვრება ნერვების წამვლას და „ციხეში“ ყოფნას, მირჩევნია, მარტო ვიყო. სამწუხაროდ, ადამიანების გამოცნობა არ ვიცი. ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე და მერე, ცივ გონებაზე მეც ვეთანხმები, რომ როცა ვინმეთი ვარ გატაცებული, რეპორტაჟის არ იყოს, ყველაფერი „მეკეტება“ და მასში მინუსებს ვერ ვხედავ. მხოლოდ ის მინდა, დღესასწაულები ვაჩუქო. იმდენად წინ ვაყენებ მის აზრს, რომ ჩემსას საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას. იმდენად მინდა, ბედნიერი იყოს, ყველაფერს გავცემ.
скачать dle 11.3