კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ტერფისა და ფრჩხილის სოკოს და სხვა დაავადებების ეფექტური მკურნალობა ბაადურ გარანიძე – ცნობილი ქირურგი-პოდოლოგი კლინიკა „ელიტა მედში“

ტერფისა და ფრჩხილის სოკო,  დიაბეტური ტერფი,  ჩაზრდილი ფრჩხილი, ნაპრალები,  მაზოლები, მეჭეჭები - ეს იმ  დაავადებების  არასრული ჩამონათვალია, რაც დღეს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.  მათი გამომწვევი მიზეზები  საკმაოდ ბევრია, მკურნალობის  მეთოდი, რომელიც  არის  დამზოგავი,  უმტკივნეულო და ძალიან ეფექტური  - იშვიათი. სწორედ მკურნალობის ამ  უნიკალურ მეთოდს სთავაზობს პაციენტებს კლინიკა „ელიტა მედში“ ცნობილი ქირურგი-პოდოლოგი ბაადურ გარანიძე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული საქართველოში პოდოლოგიის, როგორც მედიცინის ერთ-ერთი მიმართულების შექმნა.  
ბაადურ გარანიძე: ტერფისა და ფრჩხილის ყველაზე  მეტად გავრცელებულ დაავადებებს შორის არის ტერფის და ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები,  ჩაბრუნებული ფრჩხილი. ასევე  გავრცელებულია ტერფის ვარგუსული დეფორმაცია, თითის  ძვლის მოხრილობა, ასევე  ბრტყელტერფიანობა, რაც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირდება.  ამ პათოლოგიების  გამომწვევი შეიძლება იყოს მექანიკური და ტრავმული დაზიანება,  გენეტიკური ფაქტორი, რაც შეეხება სოკოვან დაავადებებს, ეს არის გადამდები დაავადება,  რომელიც  ადამიანს შეიძლება გადაედოს საერთო მოხმარების აბაზანიდან, სხვა ადამიანისგან, სხვისი ფეხსაცმლიდან და ასე შემდეგ.
 – როგორ ექვემდებარება მკურნალობას  როგორც ტერფისა და ფრჩხილის სოკო, ასევე ტერფის სხვა პათოლოგიები?  
–  სოკოვანი დაავადებების მკურნალობა  ეფექტურია მაშინ, როდესაც მკურნალობა ხდება კომბინირებულად.  მეთოდი, რომელიც ჩემ მიერ დაინერგა წლების წინ, სწორედ ამ ეფექტს ეყრდნობა -  მე ჩამოვიტანე აპარატურა, რომლითაც ხდება დაზიანებული უბნის მექანიკური დამუშავება, მხოლოდ ამის  შემდეგ ვიყენებთ, როგორც შინაგანი, ასევე ადგილობრივი მოხმარების  სოკოს  საწინააღმდეგო პრეპარატებს.  ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მკურნალობა აპარატული მეთოდით  არის  უმტკივნეულო და ეფექტური. ჩვენთან ჩაბრუნებული ფრჩხილის მკურნალობა ხდება  ბრეკეტების მეშვეობით, ეს არის  უოპერაციო მკურნალობის  ასპროცენტიანი მეთოდი,  მაშინაც კი, როდესაც პროცესი შორსაა წასული და  ახლავს  ანთება, ხორცმეტი, ჩირქდენა. ბრეკეტი ასწორებს ფრჩხილის ფირფიტას,  ისე, რომ მისი კვლავ ჩაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.  აპარატურული მკურნალობა შეუცვლელია, როდესაც  გვაქვს ტრავმული ფრჩხილის პრობლემა,  დაჟეჟილი ფრჩხილების  ახალი და ძველი შემთხვევები,  ასევე მეჭეჭები, ნაპრალები, მაზოლები. მათი მოცილება აზოტით, ელეტრქოკოაგულაციითაც ხდება, მაგრამ ეს მეთოდი არის ტრავმული და მტკივნეული, აპარატურული მეთოდის გამოყენება არის უალტერნატივო  პროცედურა მეჭეჭის, მაზოლის, ნაპრალის არსებობის დროს.  
ძალიან დიდი პრობლემაა დიაბეტური ტერფი. დიაბეტური ტერფის დროს მიმდინარეობს კანის სტრუქტურის შეცვლა, გარქოვანება, შესაძლოა განვითარდეს სისხლმდენი ნაპრალები, რაც წყლულებად ყალიბდება დროთა განმავლობაში და არის რთულად შესახორცებელი დიაბეტის დროს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ტერფის დამუშავება  მოხდეს პროფესიონალი პოდოლოგის მიერ აპარატურული მეთოდით, რომელიც არის უტკივნეულო და დელიკატური.   
–  როგორ მივხვდეთ, რომ ამ დაავადებების რისკ-ჯგუფში ვართ, როგორია სიმპტომები  და როგორ მოვუაროთ ფრჩხილს, რომ თავიდან ავიცილოთ ამ პათოლოგიების განვითარება?
– სოკოვანი დაავადებების დროს სქელდება ფრჩხილის ფირფიტა, ის იცვლის ფერს, ხდება  რუხი და დაბინდული,  მოჭრის დროს  არის ფხვიერი, მტვრევადი. ტერფის სოკოს დროს თითებს შორის  თავს  იჩენს სიწითლე, ნახეთქები, გამონადენი,  ქავილი,  ზოგადად ტერფის სოკო უფრო იოლად იკურნება, ვიდრე ფრჩხილის.  ყველა პაციენტს ვურჩევ, რომ ჰიგიენის ნორმებთან  ერთად დაიცვას ფრჩხილის მოჭრის წესი – არ გამოიყენოთ მაკრატელი, განსაკუთრებით კიდეებში მისი გასწორება უნდა  მოხდეს ქლიბის მეშვეობით, ეგრეთ წოდებული კუსაჩკა ფრჩხილების პირველი მტერია. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სწორად  შერჩევა,  უნდა შევეცადოთ, რომ მოვიხმაროთ  კარგად მორგებული, რბილი ფეხსაცმელი.  ქალბატონებს ვურჩევ არ გამოიყენონ  ფეხსაცმელი ვიწრო  წვერით და 10 სმ -ზე მაღალი ქუსლით.   
კლინიკა „ელიტა მედი“
შალვა დადიანის #4
(თავისუფლების მოედანი)
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ და ჩაეწერეთ ტელეფონებზე
— 2 298 35 95; 595 71 66 17.
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი 10.00-15.00
скачать dle 11.3