№41 კითხვა-პასუხი
კითხვა: წონაში დაკლება მინდა და რა აღარ ვცადე – დიეტა, შიმშილი... მოკლედ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე. იქნებ, რაიმეს არასწორად ვაკეთებ და რას მირჩევთ?
პასუხი: წონაში დასაკლებად, ყველაზე მარტივ და ეფექტურ გზად ვარჯიში მიიჩნევა. ზოგადად, ფიზიკურ აქტივობას სერიოზული მომზადება სჭირდება, რადგან, პატარ-პატარა შეცდომებს იქამდე მივყავართ, რომ წონას საერთოდ არ ვკარგავთ. წონაში რომ დაიკლოთ, დილის საათებში, დღეში, 50 წუთი მაინც უნდა ივარჯიშოთ. აუცილებლად ისაუზმეთ. ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმს, რომ მთლიანად გაიღვიძოს. ამუშავეთ გონებაც. ვარჯიში აუცილებელია რეგულარულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებთ. ასევე, ნუ დაელოდებით სასწაულს პირველსავე კვირას, შედეგს ერთ ან ორ თვეში დაინახავთ. აქტიურ ვარჯიშამდე, ცოტა ხანი, ორგანიზმის გახურებას დაუთმეთ – დაკავდით იმ ვარჯიშებით, რომელიც თქვენთვის უფრო სასიამოვნო იქნება. დიეტებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი აბსოლუტურად ჯანსაღი და ორგანზიმისთვის სასარგებლოა. წონაშიც დაიკლებთ და სხეულიც ფორმაში ჩაგიდგებათ.