№41 მოუწყვეთ ორგანიზმს დასვენებისა და განტვირთვის დღეები
წონის დასაკლებად ყველაზე მარტივ და სწრაფ საშუალებად, ორგანიზმის განტვირთვის დღეები მიიჩნევა. ამ დროს, ორგანიზმს ეძლევა დასვენების საშუალება და არ უწევს იმ დიდი რაოდენობით საკვების გადამუშავება, რომელსაც ჩვეულ დღეებში იღებს. ასევე, თავისუფლდება საჭმლის დაგროვილი ნარჩენებისა და შლაკებისგან. ეს არის საშუალება, გადახვიდეთ კვების რაციონალურ რეჟიმზე.
განტვირთვის დღეს ხდება წონის სწრაფად, დაახლოვებით, 1 ან 2 კილოგრამის, დაკლება. ამ დროს თქვენ ცხიმს კი არ მოიცილებთ, არამედ ზედმეტი წყლისა და კუჭ-ნაწლავში დარჩენილი ნარჩენებისგან გათავისუფლდებით. კვირაში საკმარისია მხოლოდ ერთი ან, მაქსიმუმ, ორი განტვირთვის დღის მოწყობა.
განტვირთვის დღისათვის პროდუქტები თქვენი სურვილისამებრ ამოირჩიეთ, თუ არ გიყვართ ხაჭო ან წიწიბურა, მათ ნაცვლად, ხორცი და ბოსტნეული გამოიყენეთ. განტვირთვის დღე არ მოიწყოთ ინტენსიური ვარჯიშის დღეს. სვით საკმაო რაოდენობის წყალი. თუ ძალიან მოგშივდებათ, მიიღეთ 1 ჭიქა მაწონი ან თაფლიანი წყალი ლიმონით და სისუსტეს აღარ იგრძნობთ. განტვირთვის დღის შემდეგ კი ეცადეთ, სწორად და ზომიერად იკვებოთ.