№41 როგორ უნდა გაიმკვრივოთ მოდუნებული და მოშვებული კანი ბუნებრივი საშუალებებით
რაც არ უნდა ფორმაში იყოთ და თავს უვლიდეთ, კანი ყველაზე ადრე ამხელს თქვენს ასაკს და დაბერების პირველივე სიგნალს იძლევა. ამაზე ზრუნვა მანამდე უნდა დაიწყოთ, სანამ პრობლემა იჩენს თავს. არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელიც კანს არბილებს, ხდის ელასტიკურს და ამავდროულად, აჩერებს დაბერებისა და მოშვების პროცესს. სახის კანის მოდუნება საკმაოდ თვალშისაცემი და უსიამოვნო პრობლემაა, რადგან ნაადრევ დანაოჭებას იწვევს. ეს შეიძლება, მიუთითებდეს აუცილებელი საკვების დეფიციტზე, ვიტამინების ნაკლებობაზე, ამინდისა და გარემო პიროებებისგან არასათანადო დაცვაზე ან გარემოში არსებულ ტოქსინებზე, რომლითაც კანი ყოველდღიურად სუნთქავს. ძალიან ცუდ გავლენას ახდენს დეჰიტრაცია სახის კანში არსებულ ელასტინსა და კოლაგენზე. კანზე ასევე, უარყოფითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები და ის დაბინძურებული ჰაერი, რომელშიც გვიწევს ყოფნა. გარდა ამისა, დაბერების დროს მიმდინარე ბიოლოგიური ცვლილებები იწვევს სახის კუნთების დასუსტება-მოდუნებას და ნელ-ნელა კანი კარგავს სიმტკიცეს.
არსებობს ბევრი კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალება, რომელიც ებრძვის სახის კანის მოდუნებას და ადვილად ხელმისაწვდომიცაა. თუმცა, ასევე, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად არის რამდენიმე მარტივი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ, სახლის პირობებში, სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებით მოამზადოთ, და თანაც, იაფად.
* კვერცხის ცილა სახის მოდუნებული კანის წინააღმდეგ – კვერცხის ცილა ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა, ზედმეტად მოდუნებული სახის კანისთავის. ჰიდროლიპიდები, რომელიც ბევრია კვერცხის ცილაში, ღრმად ჩადის კანის ფენებში, კვებავს მას და აღადგენს დაკარგულ კოლაგენსა და ელასტინს.
2 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. გაიწმინდეთ სახის კანი წყალში დასველებული ბამბის ტამპონით და შემდეგ კვერცხის ცილისა და იოგურტის ნარევის თხელი ფენა დაიტანეთ. გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ, ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში სამჯერ გაიმეორეთ.
* ალოე ვერა გამომშრალი კანის დასატენიანებლად და ნაოჭებთან საბრძოლველად – მცენარე ალოე ვერას გელი ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია, რომელიც შველის გამომშრალ კანს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვაშლის მჟავას, რომელიც ებრძვის ნაადრევად გაჩენილ ნაოჭებს და ამცირებს უმნიშვნელო ნაკლოვანებებს, როგორიცაა დაზიანებები და ნაწიბურები.
1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი, 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და 1 სუფრის კოვზი თაფლი ერთმანეთში შეურიეთ. ეს მასა დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ, დაახლოვებით, 20 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ ორ დღეში.
* კიტრი სახის კანის გამოსაცოცხლებლად და მოშვებული კანის გასამკვრივებლად – კიტრის შემადგენლობის 90 პროცენტზე მეტი წყალი და დამცავი ანტიოქსიდანტებია. კანისათვის მას აქვს გამაცოცხლებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, რომელიც ხელს უშლის ნაადრევი ნაოჭების გაჩენას. ის მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ტონიკი – იდეალურად არბილებს, ამკვრივებს მოშვებულ კანს. ასევე, აშორებს მკვდარ უჯრედებს.
1 ცალი პატარა ზომის ახალი კიტრი გახეხეთ და გამოწურეთ წვენი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი. უნდა მიიღოთ სქელი მასა. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.
* თაფლი, როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი, მოდუნებული და დანაოჭებული კანის სამკურნალო საშუალება – სუფთა თაფლი ძლიერი ბუნებრივი დამატენიანებელია, რომელიც სასარგებლოა როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. თაფლი საუკეთესო საშუალებაა მოდუნებულ კანთან და ნაოჭებთან საბრძოლველად.
8 ჩაის კოვზი თაფლი, 1/4 ლიმონის წვენი და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ. დაიდეთ სახეზე, დაახლოებით 10-15 წუთი და შემდგომ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ყოველ საღამოს, ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ, შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.