კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 საბედისწერო რომანი


არლ გილფორდი

ხმა შორიდან და ყრუდ გაისმა, თუმცა უინტ მარშალი მაშინვე მიხვდა, რომ გაისროლეს.
– უინტ, ეს რა იყო? – დაინტერესდა ვივიენი.
– არ ვიცი, – იცრუა მან.
– ძვირფასო, გასროლას ჰგავს. მგონი, ლესტერების სახლიდან მოდიოდა. ერთმანეთის ხოცვა ხომ არ დაიწყეს?
უინტმა თვალები დახუჭა... დიანა ლესტერთან რომანი მათი გადმოსვლიდან ერთ წელიწადში დაიწყო. მისი ცოლი, ვივიენი, საქმიანი ქალი იყო, ამიტომ უინტს ხშირად ბქონდა მარტო დარჩენის საშუალება. დიანას ქმარს, ჰარვარდ ლესტერს კი ქალაქიდანაც უწევდა ხოლმე გასვლა. როდესაც დიანას ქმარი გაემგზავრებოდა, ხოლო მარშალის ცოლი კლუბში წავიდოდა, უინტი ავტოფარეხის გავლით მოკლეზე გადადიოდა მეზობელთან.  გარეგნობით დიანა მის ცოლს ბევრად სჯობდა, თუმცა ცოტა უტვინო იყო. უინტი თავდავიწყებით შეუყვარდა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, კაცს ცოლის მიტოვება მოსთხოვა. ცოლთან დაშორება უინტის გეგმებში არ შედიოდა. ყველაფერი, რასაც ბიზნესში მიაღწია ვივიენისა და მისი ნათესავების დამსახურება იყო. ვივიენის მიტოვება და უგროშოდ დარჩენა ერთი და იგივე იქნებოდა.
– უინტ, ძვირფასო, მე მზად ვარ შენთან ერთად ვიშიმშილო. ჰარვარდს ყველაფერს ვეტყვი. ნუთუ არ გინდა, რომ დავქორწინდეთ? – უთხრა დიანამ და უინტი საბოლოოდ დარწმუნდა მის არასერიოზულობაში.
– ყველაფერი დამთავრდა, უნდა დავშორდეთ, – უპასუხა უინტმა.
– თავს მოვიკლავ! – აბღავლდა ქალი.
უინტი დიანას უკვე ოთხი კვირა არ ხვდებოდა. და აი, ახლა, როდესაც მათთან სახლში სტუმრად ჯენინგსები იყვნენ, ლესტერებთან გასროლის ხმა გაისმა.
„ნუთუ თავი მოიკლა?“ ქალი კი არ ეცოდებოდა, პირიქით, უკეთესი იქნებოდა, თუ მოკვდებოდა. ამით ყველა პრობლემა გაქრებოდა. უცებ უინტს თითქოს თავში ჩასცხეს. როგორც უკანასკნელმა იდიოტმა, ქალს თავისი ფოტოსურათი მისცა. „მინდა მქონდეს. როდესაც ჩემთან არ ხარ, გულთან ახლოს რომ მყავდე“, – აუხსნა დიანამ და კაცმაც  თავისი  პატარა ფოტო მისცა.
იქნებ  დიანამ სიკვდილის წინ წერილი დატოვა და ის ახსენა? უინტი პანიკამ მოიცვა. წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.
– წავალ, ვნახავ რა მოხდა ლესტერებთან, – უთხრა სახლში მყოფებს.
ავტოფარეხის გავლით ლესტერების სახლში მარტივად მოხვდა და სასტუმრო ოთახში შევიდა. დიანა სავარძელში იჯდა. მუხლებზე რევოლვერი ედო. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ისევ სასხლეტზე ედო. მარცხენა მხარზე ჭრილობა უჩანდა, საიდანაც სისხლი წვეთავდა. კაცი სავარძელზე ქალის გვერდით ჩამოჯდა.
– უინტ, ისე მენატრებოდი! დაბრუნდი?.. – წაილუღლუღა ქალმა. – რევოლვერი გამისხლტა და ტყვია ამცდა. არა უშავს, თავის მოკვლის სხვა გზას ვიპოვი, თუ ჩემთან არ დარჩები...
კაცმა გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო. ხელი მის ხელს დაადო, რომელშიც რევოლვერი ეჭირა. შემდეგ ხელი აუწია, მაჯა ფრთხილად შემოუტრიალა. ისე, რომ ლულა ქალის მკერდისკენ ყოფილიყო მიმართული, ქალის საჩვენებელ თითს დააწვა და გასროლის ხმაც გაისმა.
რა თქმა უნდა, მის სახლში მეორე გასროლის ხმასაც გაიგონებდნენ. ამიტომ დრო ცოტა ჰქონდა. წერილი და სურათი უნდა მოეძებნა. რამდენიმე წუთიანმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანდა, დიანას წერილი არ დაუტოვებია, მაგრამ სურათი? ყველაფერი გაჩხირკა, უჯრებიც, ჩანთაც. თან, რასაც შეეხებოდა, ყველაფერს ცხვირსახოცით წმენდდა. ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო. ამ დროს კარზე დარეკეს. პარმაღზე ფილ ჯენინგსი იდგა.  უინტმა მას პოლიციის გამოძახება სთხოვა. პირველად ჩვენება უინტს სთხოვეს.
– სტუმრებთან ერთად სახლში ვვახშმობდით, როცა სროლის ხმა გაისმა, – დაიწყო მოყოლა უინტმა, – მე ამბის გასაგებად გადმოვედი. კარი არავინ გააღო. ამიტომ ავტოფარეხიდან შემოვედი. მისის ლესტერს ხელში რევოლვერი ეჭირა. ვთხოვე, იარაღი მოეცა, თუმცა არ მომისმინა და გაისროლა.
– მის შეჩერებას შეეცადეთ?
– ზუსტად არც მახსოვს, როდესაც იარაღი დაიმიზნა, გავქანდი და შევეცადე შემეჩერებინა.
– თქვენ ეცადეთ მისთვის იარაღი წაგერთმიათ?
– მგონი არა. მან მაშინ გაისროლა, როდესაც სავარძელთან მივირბინე...
ცოლმა და ჯენინგსებმა მისი მონაყოლი დაადასტურეს. მას ალიბი ჰქონდა.
– ავტოფარეხის კარში გასაღები ვიპოვეთ, რომელზეც სავარაუდოდ, თქვენი ანაბეჭდებია, – უთხრა ლეიტენანტმა უინტს. – გასაღები საიდან გქონდათ?
უინტს პასუხი მზად ჰქონდა:
– საკეტში დამხვდა.
მეორე დღეს ლეიტენანტი მას სამსახურში ეწვია.
– დღეს მისტერ ლესტერი ჩამოვიდა, – უთხრა უინტს, – ამბობს, რომ ბოლო დროს მის ცოლს დეპრესია აწუხებდა. თუმცა წარმოდგენა არ აქვს, რატომ უნდა დამართნოდა დიანას დეპრესია. სხვათა შორის, ზარის ღილაკზე თქვენი მეგობარი ჯენინგსის ანაბეჭდი ვიპოვეთ, თქვენი კი – ვერა. არადა, თქვენ გვითხარით, რომ ჯერ ზარს რეკავდით.
– ეტყობა, ჯენინგსის თითმა წაშალა, – უთხრა მან პოლიციელს.
– დღეს თქვენს ცოლს თქვენი ფეხსაცმელები გამოვართვით, აღმოჩნდა, რომ ყველა ნაკვალევი, როგორც სახლში, ისე მის ირგვლივ, თქვენია. არადა, უცნობ ადამიანს ვეძებდი. ფორმალურად იმ ადამიანს მისის ლესტერი არ მოუკლავს, მაგრამ აიძულა. იგი მისი საყვარელი იყო. აბა, სხვა რის გამო შეიძლებოდა ლამაზ ქალს, რომელსაც ქმართან პრობლემები არ ჰქონდა, თავი მოეკლა?
უინტმა შვებით ამოისუნთქა. მკვლელობას ვერ დაუმტკიცებდნენ, თუმცა თუ სურათს იპოვიდნენ, შარში მაინც გაეხვეოდა. ეს სურათი თავად მას უნდა ეპოვა.  დაკრძალვის შემდეგ უინტთან ჰარვარდ ლესტერი მოვიდა.
– მაგ სახლში ცხოვრება აღარ მინდა. უნდა გავყიდო, – უთხრა მან უინტს, – ყოველი შემთხვევისთვის, კლიენტი რომ მოვიდეს, გასაღებს შენ დაგიტოვებ. შეიძლება?
უინტმა იფიქრა, რომ ძალიან  უმართლებდა.
ლესტერების სახლში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთი კვირის თავზე მიეცა და ნაცნობი გზით მეზობლის სახლში შევიდა. მაშინვე სურათის ძებნას შეუდგა. უინტი სასტუმრო ოთახში ნახატების უკან იქექებოდა, როდესაც კარში ვიღაც დაინახა. უცნობმა გაიღიმა, ტელეფონთან მივიდა და დარეკა:
– ლეიტენატო, იგი აქ არის...
ლესტერი გაფითრებული იჯდა.
– მისის ლესტერს აშკარად საყვარელი ჰყავდა, – დაიწყო ლეიტენანტმა ბენჟამენმა, – თქვენ ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა იყავით. რა თქმა უნდა, ვხვდებოდით, რომ მისის ლესტერმა თვითმკვლელობა სცადა. მან პირველი გასროლა განახორციელა. ის სასიკვდილო არ იყო. შემდეგ თქვენ მოხვედით. თქვენმა ნაკვალევმა კი ბევრი რამ მოგვცა.
– ხალიჩაზე ბევრი ტალახი და სისხლი იყო. თქვენ თქვით, რომ მისის ლესტერისკენ გავარდით, როდესაც იგი თავის მოკვლას ცდილობდა, მაგრამ ხალიჩაზე დარჩენილი თქვენი ნაკვალევი სხვას ამბობდა. ნაკვალევი სავარძელის წინ იყო, მისი სისხლი კი თქვენი ნაკვალევის ზემოდან იყო და არა პირიქით. გამოდის, თქვენ მის გვერდით იჯექით, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. – ასე მივედით დასკვნამდე, რომ სწორედ თქვენ დაეხმარეთ მისის ლესტერს მეორე გასროლის განხორციელებაში. თქვენი დაპატიმრება იმ დღესვე მინდოდა, მაგრამ მოტივი მაკლდა. ამიტომაც პატარა მახე დავაგეთ. თქვენც მოხვედით. თუმცა სურათი თქვენ ვერ იპოვეთ. ასე არაა? ჩვენ ვიპოვეთ ის, – სულ პატარა ფოტოა. თქვენ ასეთი, ალბათ, სხვაც გექნებათ. აუცილებლად შევადარებთ მას.
– შეადარებთ? – ამოიკვნესა უინტ მარშალმა, – ამით თქვენ გინდათ თქვათ, რომ  ფოტოზე ვერ ამომიცანით?
დეტექტივმა პატარა,  ქაღალდის ოთხკუთხა ნაგლეჯი ამოიღო, რომელსაც სისხლის ლაქა ემჩნეოდა. ქაღალდის ცენტრში ნახვრეტი მოჩანდა. უინტი უყურებდა უსახო კაცის პორტრეტს.
– სურათი მედალიონში იყო, რომელსაც დიანა ლესტერი ატარებდა, – აუხსნა ლეიტენანტმა ბენჟამენმა – ტყვიამ პირდაპირ თქვენს სურათში გაიარა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ      
  
скачать dle 11.3