კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ წააჩხუბა სტალინმა პოტსდამში ეტლი და ტრუმენი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მსოფლიო ისტორიის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა 2016 წელს გამოაქვეყნა დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ კაცობრიობის ისტორიაში სტალინი ყველაზე ინფორმირებული მმართველი იყო. პროფესორი ტიმოფეი კულჩიცკი წერს: „სტალინი არა მარტო ყველაზე ინფორმირებული მმართველი იყო, არამედ ამ ინფორმირებულობას ძალიან მარჯვედაც იყენებდა. მან ყველაზე ყველაფერი იცოდა და არა მხოლოდ უკიდეგანო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. სტალინის ინფორმირებულობას უზრუნველყოფდა მის მიერვე შექმნილი სადაზვერვო სისტემა, რომელიც მთელ დედამიწაზე იყო განტოტვილი და საბჭოთა ბელადს სტრატეგიულად მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციებს უწყვეტი ნაკადით აწვდიდა“. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „დანამდვილებით ვიცი, რომ სტალინი ყოველდღიურად (იშვიათი გამონაკლისის გარდა) თავისი სამუშაო დროის მეოთხედს სადაზვერვო ინფორმაციის კითხვასა და ანალიზს ანდომებდა, ანუ 5 საათს (ზოგჯერ მეტსაც), რადგან ის დღე-ღამეში 20 საათს შრომობდა. მარტო ჩვენი სამსახური, საგარეო დაზვერვა, ყოველდღიურად 30-40 თაბახის ფურცელზე დაბეჭდილ საიდუმლო ინფორმაციას უგზავნიდა სტალინს, რასაც ბელადი გულდასმით ეცნობოდა. ჩვენ გარდა მას ინფორმაციებს აწვდიდა სამხედრო დაზვერვა და მილიცია, რომ არაფერი ვთქვათ კერძო პირების მიერ მიწოდებულ ცნობებზე. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ინფორმაციული ნაკადი გაათმაგდა და სტალინის მუშაობის დრო და ტემპებიც შესაბამისად გაიზარდა. არ შენელებულა მუშაობა ომის შემდგომაც და ბელადის დატვირთვაც არ შემსუბუქებულა“.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სტალინის შემოღებული სისტემით, საიდუმლო ინფორმაციებზე დიპლომატიური რეაგირება თავად მას უწევდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი ამბობდა, საიდუმლო ინფორმაცია მძლავრ ბომბზე ათასჯერ უფრო ეფექტური იარაღიაო. ის (სტალინიც) უამრავ ასეთ საიდუმლოს ფლობდა და მაქსიმალურადაც იყენებდა მათ. საგულისხმო შემთხვევა მოხდა ყირიმის (იალტის) კონფერენციის დროს. ევროპის გადანაწილების საკითხების განხილვისას ჩერჩილი, ტრადიციულად, გაჯიუტდა – კატეგორიულად არ უნდოდა პოლონეთის დათმობა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სტრატეგიულ ინტერესთა სფეროს მიეკუთვნებოდა. სტალინი, ჩვეული მანერით, დინჯად აქარწყლებდა „ბრიტანელი ლომის“ არგუმენტებს:
– ბატონო პრემიერო, პოლონეთზე მაშინ უნდა გეზრუნათ, როცა მას ჰიტლერმა შეუტია და აშკარა იყო, რომ მის უპირობო ოკუპაციას მოახდენდა. თანაც, პოლონეთი ჩვენთვის, რუსებისთვის, ბევრად უფრო ახლობელია, როგორც ეთნიკურად, ასევე გეოგრაფიულადო.
ეს საუბარი ლევადაში, იმპერატორების დარბაზში მიმდინარეობდა და მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტიც ესწრებოდა. ის გარეგნულად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ორ ევროპელ ლიდერს შორის ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებდა. სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ბრიტანელი კოლეგისა და იდეური თანამოაზრის მხარეზე იყო. ამიტომ, სტალინს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა მათი ბლოკის დასაძლევად და მაინც თავისი გაჰქონდა. რუზველტმა, რომელიც მკაცრი საექიმო განრიგით მოქმედებდა თავისი ავადმყოფობის გამო, სტალინსა და ჩერჩილს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, კოლეგებო, მაგრამ პროცედურების დრო მაქვს და თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. პოლონეთის საკითხი კი ღიად დარჩესო.
რუზველტი ასისტენტმა ეტლით გააგორა. ჩერჩილმა კი, რომელსაც ხელს აძლევდა საკითხის ღიად დატოვება, სტალინს ნიშნის მოგებით უთხრა:
– ბატონი პრეზიდენტი მართალია. სჯობს, ეს საკითხი ღიად დავტოვოთ, უკეთესი დროისთვისო.
პრემიერი სტალინმა შეაჩერა და როგორც კი ამერიკელები დარბაზიდან გავიდნენ, ჩერჩილს უთხრა:
– ბატონო პრემიერო, რატომ ცდილობთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალით ჩათრევას იმ პროცესში, რომელიც წმინდა ევროპული საკითხია და ოკეანის გაღმელებს, წესით, არ ეხებათ? მე დიდად ვაფასებ თქვენს პოლიტიკურ გამჭრიახობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ახლა სულ სხვა სიტუაციაა, ვიდრე ოთხი წლის წინ და ამერიკელების იძულებას ვერ მოახერხებთ, როგორც ორმოცდაერთში. თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი რეალობა არ არსებობს.
– რომელ რეალობაზე საუბრობთ, ბატონო სტალინ? – გაუკვირდა ჩერჩილს, მაგრამ ეტყობოდა, რომ თამაშობდა.
სტალინმა ხელკავი გამოსდო ჩერჩილს, გვერდით გაიყვანა, მეც მიხმო და უთხრა:
– ბატონო ჩერჩილ, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ თქვენ აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია გქონდათ იაპონელების თავდასხმის შესახებ პერლ-ჰარბორზე, მაგრამ მის შესახებ თქვენი პარტნიორი და იდეური მომხრე, შეერთებული შტატები არ გაარფხილეთ, რათა ის ომში ჩაგეთრიათ და ეს საშინელი ტრაგედია დაუშვით. პოლიტიკურად იმ პერიოდისთვის თქვენ, შესაძლოა, სწორადაც კი მოიქეცით, მაგრამ როგორც საიმედო მეგობარმა, უღალატეთ. რას იტყვით, მეშლება რამე?
ჩერჩილს სახე წამოეჭარხლა. თავი დახარა. დარბაზი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა და პოლონეთის „ღიად“ დატოვებული საკითხი მეორე დღესვე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა“.
სტალინს რომ ეს საიდუმლო არ სცოდნოდა და თავისი ბრიტანელი კოლეგა ამგვარად არ „გაეხედნა“, ღმერთმა უწყის, იალტის კონფერენციის მსვლელობა როგორი მიმართულებით განვითარდებოდა. გამორიცხული არაა, რომ „დიდი სამეული“ იქვე დაშლილიყო.
ძალზედ ნიშანდობლივი რამ მოხდა უკვე პოტსდამში, როდესაც მრგვალ მაგიდას სტალინთან ერთად ჰარი ტრუმენი და კლემენტ ეტლი უსხდნენ. იმ დროს, როცა ამერიკის პრეზიდენტი სტალინის შეშინებას „ატომური კომბლით“ ცდილობდა, რაზეც სტალინს რეაქცია არ ჰქონდა, საბჭოთა ბელადს დაზვერვამ მნიშვნელოვანი ცნობა მიაწოდა. კერძოდ კი, მზვერავებმა სტალინს შეატყობინეს, რომ სამხრეთ ბავარიაში, ერთ-ერთი ტყის მასივის გამოქვაბულში ამერიკელებმა ფაშისტების მიერ გადამალულ ძვირფასეულობას მიაგნეს, რომელიც 12 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა იყო. ამერიკელები ამ განძის შტატებში გატანას მოკავშირეებისგან ფარულად ცდილობდნენ. არადა, არსებობდა ქვეყნის პირველი პირების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომ ნებისმიერი აღმოჩენა (განძი) სამ ნაწილად უნდა გაყოფილიყო. ამერიკელები ამ შეთანხმებას არღვევდნენ და მთელი ალაფის მითვისება სურდათ. სტალინმა კი ეს მომენტი ძალიან მომგებიანად გამოიყენა – ახლად არჩეულ ეტლს პირისპირ შეხვდა და ამერიკელების საბჭოთა დაზვერვის მიერ მოპოვებული ორპირობის უტყუარი საბუთები წარუდგინა. გაცეცხლებული ეტლი მორიგ შეხვედრაზე ტრუმენს ეცა და ლამის ხელით შეეხო. სტალინი კი ჯერ მათ დაპირისპირებას ადევნებდა თვალყურს, რომელიც უფრო და უფრო მწვავდებოდა, ბოლოს კი, კოლეგებს არსებული შეთანხმება გაახსენა და ამერიკელები აიძულა, რომ მეორე დღესვე თორმეტმილიარდიანი ალაფი სამ ნაწილად გაეყოთ. ამერიკელები გაწბილდნენ, ბრიტანელები კი, პირიქით, ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ და სტალინს, რომელმაც გათიშე და იბატონეს პრინციპით მოკავშირეები ერთმანეთს წააჩხუბა და თავად კი იხეირა, ფაქტობრივად, არანაირ წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ.
скачать dle 11.3