კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა არის ემოციური ძალადობა და როგორ ავირიდოთ ის თავიდან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ემოციური ძალადობა – არის სიტყვები და მოქმედებები, რომლებიც არღვევენ ბავშვის სწორ ემოციურ განვითარებასა და მის საზოგადოებრივ ადაპტაციას. ემოციური ძალადობა შესაძლებელია იყოს 2 სახის:  ემოციური გულგრილობა, რომელიც ვლინდება გულცივობასა და უყურადღებობაში ბავშვის საჭიროებების მიმართ. მშობლების მოქმედების ეს სქემა ართმევს ბავშვს მისთვის საჭირო ყურადღებას, დახმარებას, ხელის შეწყობას ან, სხვა სიტუაციაში, ამ მოთხოვნილებათა დონე არ შეესაბამება იმას თუ რის მიცემა შეუძლიათ მშობლებს თავისი შვილისათვის. და მეორე – თვით ემოციური ძალადობა, რომელიც მოიცავს ბავშვის აღზრდის ისეთ პრინციპებს, როგორიც არის ძალის გამოყენება, დამცირება, აბუჩად აგდება და იგნორირება.
სპეციალისტები გამოყოფენ ემოციური ძალადობის 11 ნაირსახეობას, რომელსაც აქვს პირდაპირი კავშირი ბავშვის კონტროლის პრობლემასთან: გაუცხოება, უგულვებელყოფა, ტერორი, გულგრილობა, გამოყენება, ყოველმხრივი კონტროლი, დამცირება, სისასტიკე, ალოგიკურობა და უგულობა.
ემოციური ძალადობის გამოცნობა ძალიან რთულია, რადგან ბავშვმა შიშის გამო შეიძლება, საერთოდ ვერ გამოავლინოს ვერანაირი ნიშანი. ხოლო ფიზიკური ძალადობა შესაძლებელია გაარჩიო  ბავშვის სიტყვებიდან ან მის სხეულზე ნაცემების კვალით.
ემოციური ძალადობის ძირითადი შედეგებია დაბალი თვითშეფასება და კომპლექსურობა, პრობლემები პირადი ურთიერთობების აწყობისას. დაკომპლექსების შედეგად რწმუნდება ბავშვი, რომ ყველა დანარჩენები კარგები არიან, ის კი ცუდი, უჭკუო, რომ მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება სრულად გამართლებულია. ამის გამო ბავშვის ემოციური განვითარება ძლიერ ფერხდება, რადგან საკუთარ ემოციებში გაურკვევლობის გამო ის შემდგომში ვერ შეძლებს ირგვლივ მყოფების ემოციის გაგებას. ყველაფერი ეს გადაიზრდება უნდობლობაში, რაც ხელს უშლის ინტერპერსონალური ურთიერთობების აწყობას.
გაითვალისწინეთ: სანამ მთელ გაბრაზებას ბავშვზე გადმოაფრქვევთ, აუცილებელია დამშვიდდეთ და კარგად გაანალიზოთ, პრობლემა მართლაც ბავშვში მდგომარეობს თუ არა. მოცემულ სიტუაციაში შესაძლებელია, დიდი დახმარება გაგიწიონ ახლო ნათესავებმა და მეგობრებმა – დაინტერესდით, როგორ იქცევიან ისინი მსგავს სიტუაციაში.  იმ ფაქტის გააზრება, რომ ამდაგვარი პრობლემები სხვებსაც შეიძლება ჰქონდეთ, დაგამშვიდებთ. მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს და დარწმუნდით, რომ ამაში არაფერია სასირცხვილო. პროფესიონალი დაგეხმარებათ ბავშვისადმი არსებული დამოკიდებულების გამოვლენაში და შეარჩევს პრობლემის გადაწყვეტის გზას. თუ შესაძლებელია, ჩაეწერეთ მშობელთა დახმარების ჯგუფში, სადაც ბავშვის აღზრდის სწორ და ეფექტურ მეთოდებს ასწავლიან. აუცილებელია ითქვას, რომ ბავშვები უფრო  მორჩილად იქცევიან, როდესაც ისინი მშობლების სიყვარულს გრძნობენ, ხვდებიან, რომ ისინი შეიძლება მათ არა მხოლოდ ეჩხუბონ, არამედ შეაქონ კიდეც. ბავშვს უნდა ჰქონდეს მშობლებზე დაყრდნობის საშუალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაბრაზებულ მშობლებსაც უნდა უყვარდეს ბავშვი.
ბავშვს უნდა ასწავლოთ სირთულეების გადალახვა. არავინ არის იდეალური, ყველა შეიძლება, შეცდეს. იცოდეთ, ყოველი წარუმატებლობა წარმოადგენს წინსვლისადმი ბიძგს. აუცილებელია ბავშვის დამსახურებული შექება, მისი დადებითი თვისებების დაფასება, კარგი საქციელების წახალისება. ბავშვიც ჩვეულებრივი ადამიანია, უნდა, რომ მის სურვილებსა და გრძნობებს პატივი სცენ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის მოთხოვნების უგულვებელყოფა. აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია და აფასებთ.скачать dle 11.3