კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ აღარ აქვთ ადამიანებს ცოდვაზე რეაგირება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„ჩვენი გონება, ჩვენი სული არის ბრძენი და ჩვენში აუცილებლად უნდა იყოს იმედი, რწმენა, სიყვარული. ადამიანს ეს სამი სათნოება უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად ვერც ის გადარჩება, ვერც ქვეყანა. ეს სამი სათნოება სიბრძნის ნაყოფია და სამივე სჭირდება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.” – გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

​– მაცხოვარმა რაც კი მოიმოქმედა, ყველაფერი გალილეაში მოხდა, მაგრამ ჯვარს ეცვა იერუსალიმში. ამაღლების წინ ის მოციქულებს ეუბნება: წადით გალილეაში და იქ მიხილავთ მე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გარკვეულ ქალაქებში, რაიონებში დავიბადეთ, ავიდგით ფეხი, სულიერი ცხოვრებაც სხვადასხვა ეკლესიებში დავიწყეთ. ხანდახან კარგია, გაგახსენდეს, ვინ იყავი, როგორი იყო შენი პირველი აღსარება, ზიარება და ხანდახან უნდა მოინახულო ის ტაძარი, სადაც ქრისტიანობას ეზიარე. თორემ გეგონება, რომ ძალიან ძლიერი ხარ, ძლიერი მოძღვარი და გავიწყდება, სად ისწავლე ანი-ბანი. იყო დრო, როცა გარკვეული ადამიანები ეკლესიაში იყვნენ შემოგზავნილები და აღრიცხავდნენ, ვინ შემოვიდა, ვინ გავიდა, რომ შემდეგში მათ სერიოზული პრობლმები შექმნოდათ. ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანები ამ მხრივ განებივრებულები ვართ. სახარებიდან მინდა ერთი ადგილი მოგიყვანოთ, კერძოდ მარკოზის სახარების მერვე თავის, 34-ე მუხლიდან – მეცხრე თავის პირველ მუხლამდე. კარგი იქნება თუ ზეპირად ისწავლით – „ვისაც სურს, რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი და შემომიდგეს მე. ვისაც სურს თავისი სულის გადარჩენა, ის მას დაკარგავს და ვინც დაკარგავს თავის სულს სახარებისთვის, ჩემთვის, მოიპოვებს მას.“
– მამაო, რა იგულისხმება ამაში?
– მაცხოვარი ამბობს: ვისაც შერცხვება ჩემ გამო, მეც შემრცხვება მეორედ მოსვლის ჟამსო. როცა სოციალურ ქსელში ნახავთ საშინელებებს ეპისკოპოსებზე, მღვდლებზე ან ვინმე გეტყვით: თქვენ დადიხართ ეკლესიაში, იმის მაგივრად, რომ გაბედულად უპასუხოთ, ეუბნებით: კი, ხანდახან დავდივარ, მსიამოვნებს ხოლმეო. რომ ვერ ამბობ, ცხონება მართლმადიდებლობაშია, მოძღვარი გყავს, აღსარებას ამბობ, როცა ხედავ – პატრიარქს, ეკლესიას ლანძღავენ და ხმას არ იღებ, ესე იგი, გრცხვენია მართლმადიდებლობის და ბოლო ჟამს მაცხოვარსაც შერცხვება შენ გამო. გარკვევით ბრძანებს იესო ქრისტე: ვინც გაუფრთხილდება საკუთარ სიცოცხლეს: ვაიმე, ეს არ დამემართოს, ვაიმე, ასე არ თქვან ჩემზეო, ის დაკარავს ამ სიცოცხლეს. ვინც ქრისტეს უღალატა, ჯვარს აცვა, ეშინოდა: უაზროდ არ დაემთავრებინა სიცოცხლე, ყველა მოტყუვდა, ყველას მძიმე აღსასრული ჰქონდა. შენ ვერაფრით გადაარჩენ შენს სულს, მთელი მსოფლიო რომ შეიძინო და სული წარიწყმიდო. ჯობია, აღესრულო როგორც ქრისტიანი, ვიდრე იცხოვრო, როგორც შეშინებულმა, დაშინებულმა, მოღალატე ადამიანმა. ქრისტიანობა ადამიანს პიროვნულობას ანიჭებს, შენში პიროვნებას ქადაგებს ქრისტიანობა. შენ შეგიძლია, შეუდგე ქრისტეს ან არ შეუდგე.
– როდის შეუდგება ადამიანი ქრისტეს?
– ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ შედგომილია ქრისტეს. რა თქმა უნდა, შედგომილია, რაც ყველაზე მეტად ნათლობის დროს გამოიხატება, როდესაც მოძღვარი ადამიანს დასავლეთისკენ შეაბრუნებს. დასავლეთი ეკლესიური სწავლებით მიჩნეულია უარყოფით ძალთა სამყოფელად. ზურგით დგახარ საკურთხეველთან და მოძღვარი გეუბნება: შენერწყვე. შენც ამბობ სამჯერ: ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს! ამას აკეთებს ნათლია ბავშვის მაგივრად. შემდეგ სამჯერ ეკითხება ნათლულს: შეუდგები ქრისტეს, ხოლო ნათლიას: შედგომილხარ? ის ბავშვი რამდენად შეუდგება ქრისტეს, ნათლიები რამდენად არიან შედგომილები, ძნელი სათქმელია. ადამიანში ორი ნებაა: ერთი – ბუნებრივი, ერთი – პიროვნული. ბუნებრივ ნებას უნდა ჭამა, დალევა, სექსუალური ურთიერთობა, ვისთანაც მოუნდება. პიროვნული ნება კი ეუბნება: დღეს მარხვაა, ის ქალი შენი ცოლი არ არის, შენ ეს არ გეკადრება, ეს არ უნდა გააკეთო. თუ ადამიანი თავის ბუნებრივ ნებაზე მაღლა დააყენებს პიროვნულ ნებას, ის უკვე არის ქრისტიანი, შეუდგა ქრისტეს. მაგრამ თუ ამბობს: არ შემიძლია მარხვა, არ შემიძლია მოვითმინო, ის უკვე არის ცხოველი, რომელიც არ არის ქრისტიანი და მშვინვიერია. ასეთი ქრისტიანი ბევრია, ვინც პირობა დადო, რომ შეუდგება ქრისტეს, მაგრამ ცრუპენტელა, მატყუარაა. მერე ასეთი მატყუარა ადამიანები ლანძღავენ ეკლესიას, მოძღვარს. თვითონ რომ ვერ შეუდგნენ ქრისტეს, სუსტები არიან ლუარსაბივით, არ შეუძლიათ ბოზბაში და ხაში, რომ არ ჭამონ და აქედან გამომდინარე, ლანძღავენ ეკლესიას, ცუდად იქცევიან. როცა გარკვეული ადამიანები დაიღალნენ, ვერ დაამარცხეს საკუთარ თავში სიძვა, მრუშობა, მამათმავლობა, თქვეს: ეს არ არის ცოდვა, გვაიძულებენ,  რომ ასეთი რამეები ნორმად მივიღოთო. მინდა, შეგახსენოთ 2 700 წლის წინ ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი სიტყვები: ვაი, მათ, რომლებიც ავზე კარგს ამბობენ და კარგზე – ავს. სიბნელეზე ამბობენ სინათლეს, სინათლეზე – სიბნელეს, მწარეს ტკბილად მიიჩნევენ, ტკბილს – მწარედ. მე აქამდე ვიცოდი, რომ „პლანის“ მოწევა იყო ცოდვა. დღეს კი ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამაში საძრახისი არაფერია. ჩვენს ხელისუფლებას ისე დაუბნელდა გონება, რომ კარგზე ამბობს ცუდს და ცუდზე ამბობს კარგს. ეს საშინელებაა. ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ ირჩევთ, უნდა იყვნენ ეროვნულები, მართლმადიდებლები, ქვეყნისთვის რაღაც კარგი უნდა ჰქოდეთ გაკეთებული და არ გვეტყვიან მომავალში: სიძვა – ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, ქურდობა – ეს ჩვეულებრივი მდგომარეობააო. დადგება დრო და უკვე დადგა, როცა  ანტიქრისტე გამეფდება, ხალხს კი ცოდვაზე რეაგირება აღარ ექნება. რომ იტყვი: ეს ცოდვაა, ეს არ არის ცოდვა, დაგცინებენ, გეტყვიან, რომ ჩამორჩენილი ხარ, რადგან უკვე ახალი წესრიგი დამყარდა მასონების მიერ – ყველაფერი ახლებურად, ყველაფერი სხვანაირად, არანაირი ტრადიცია, არანაირი წესრიგი, არავითარი ოჯახი, სიყვარული, მორჩილება, ერთი ეკლესია. ყველაფერი საერთო უნდა იყოს, ჰარმონიაში მოსული. ეს უკვე ხდება გარკვეულ ქვეყნებში და ნახეთ ევროპა, რა დღეში ჩააგდეს ეს მოწესრიგებული სამყარო მიგრანტებმა. ეს გგონიათ, რომ შემთხვევით ხდება, არავინ დგას ამ ყველაფრის უკან? იგივეა ჩვენს ქვეყანაშიც. ჩვენ კი ვერ გავუძლებთ ასეთ შემოტევას. ამიტომაც, რაც უნდა მოხდეს, მაინც უნდა ვილოცოთ, მივიდეთ ეკლესიაში, არაფერმა შეგვიშალოს ხელი. იესო ქრისტეც ჯვარცმის წინ ლოცულობდა. სული მხნეა, ხორცი – უძლური, განსაცდელში რომ ჩავარდეთ, ვერ გადაიტანთ. ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა. კარგი მამა, რომ იქნები, კარგი დედა, კარგი ქრისტიანი, კარგი ქართველი, მერე დაიცავ შენს ქვეყანას, როცა შენს ნებას პიროვნულ ნებას დაუმორჩილებ, შენი ცხოვრებაც უკეთესი იქნება. სხვანაირად ჩვენი გადარჩენა არ არსებობს.
скачать dle 11.3