კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ უზღუდავენ ცოლები ქმრებს „თავისუფალ სივრცეს“ და რისი ეშინიათ მათ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ფსიქოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ წყვილის ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, მეუღლეებმა პატივი სცენ ერთმანეთის პირად თავისუფლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც დიდად არ უყვარს შეზღუდვები, აკრძალვები, მით უმეტეს, როცა ადამიანი ზრდასრულია, თავისუფლების განცდა უფრო მძაფრად აქვს განვითარებული. ქალებს ურჩევენ, ზედმეტად არ შეუზღუდონ პარტნიორს სამოქმედო არეალი, რადგან პირადი სივრცის შეზღუდვას მამაკაცები განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ. ზოგიერთი სწორედ ამ მიზეზით არ ოჯახდება. ჭკვიანია ქალი, რომელიც ქმარს „თავისუფლებას“ ანიჭებს, მაგრამ ოსტატურად აკონტროლებს მის ქმედებებს.

მარიკა (39 წლის): ჩემი ქმარი ორმოცდასამი წლის არის, მაგრამ, მგონი, შუახნის ასაკის კრიზისი დაეწყო. ისეთ ბრალდებებს მიყენებს, გაოცებული ვარ, ვერ ვხვდები, რა უნდა, რისკენ მიდის და ჩემგან რას ითხოვს. ჩვენი საღამოები ჩხუბითა და სკანდალით მთავრდება. რაღაც უმნიშვნელო წვრილმანიდან იწყება, ღრმავდება და ორი-სამი დღე ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით.
– რეალური პრობლემა რაშია? როდიდან დაიწყო თქვენი კონფლიქტები, რამ გამოიწვია პროვოცირება.
– ჩვენ ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინების დასაწყისში ბევრი რამე სხვანაირად იყო და ეს მესმის. მე თავიდან სირთულეები არ მქონია. ხომ ამბობენ, რომ სანამ ცოლ-ქმარი ერთმანეთს შეეჩვევა, მანამდე მათ შორის კონფლიქტები ბუნებრივიაო. აი, ჩვენს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. კარგად ვიყავით, ნორმალურად. ბოლო ორი წელია, ჩემს ქმარს რაღაც დაემართა. არ ვიცი, რას დავაბრალო, სხვა ქალს? მე არ შევცვლილვარ. ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი. რატომ გაუჩნდა პრეტენზიები, ვერ ვხვდები.
– რა პრეტენზიები?
– პირადი თავისუფლების, პირადი სივრცის შეზღუდვა. შენ კომპლექსი გაქვს, გეშინია, რომ გიღალატებ, ამიტომ წნეხში მამყოფებ და მზღუდავო.
– მართლა გეშინიათ მისი ღალატის?
– მეშინია რას ნიშნავს? შიში რა შუაშია. ბუნებრივია, არ მინდა, რომ მიღალატოს. ეს, ალბათ, არცერთ ქალს არ უნდა. მაგრამ ვაიმე, მეშინია და ვკანკალებ, ასეც არ არის.
– როცა ქალს იმის განცდა აქვს, რომ უღალატებენ, ის ადეკვატურად აღარ იქცევა და  მეუღლის კონტროლს იწყებს.
– გააჩნია, რას ეძახით თქვენ კონტროლს. მე რომ მაინტერესებს, რითი ცხოვრობს ჩემი ქმარი, რა აღელვებს, რა უნდა – ეს კონტროლია? მითხარით, აბა, ფეხებზე უნდა მეკიდოს? მართლა არ მესმის, საერთოდ არ უნდა მადარდებდეს? რატომ ფიქრობს, რომ მის ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებ.
– რას აკეთებთ, რომ ასეთი ეჭვი გაუჩნდა.
– ვეკითხები, რა ხდება მის ცხოვრებაში, სად მიდის, როდის მივა, ფული... საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და საჭირო თანხებს მაინც ძნელად მაძლევს. ფაქტია, რომ თუ არ აქვს, სადღაც სხვაგან ხარჯავს. ცოლი ვარ, ეს ამბავი ჩემთვის სულერთი როგორ იქნება.
–  ფიქრობთ, რომ სადღაც ხარჯავს და ეს „სადღაც“ სხვა ქალია?
– არ გამოვრიცხავ, რომ ქვეცნობიერში ასეთი ეჭვი იყოს. მეშინია, რომ ვერ გაუძლებს ამდენი თავისუფალი, უკომპლექსო და აღვირახსნილი ქალის გარემოცვაში ყოფნას და ვიღაც „მეწველ ძროხად“ აქცევს. შეიძლება, ახლა ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, როგორები არიან ეს „მტაცებელი“ ქალები. როგორ ავუხსნა, რომ მისი ლამაზი თვალებით კი არ მოიხიბლებიან, არამედ მისი საფულით. როგორ დავუშვა ჩემი ოჯახის კეთილდღეობის რღვევა.
– ამიტომაც ზღუდავთ?
– ვზღუდავ რას ჰქვია? მე ვინტერესდები მისი ცხოვრებით. თანაც, კაცების ამბავი ხომ იცით... ბევრი რამე ავიწყდება, თავს ვერ აბამს, უკან დევნა სჭირდება. მე რომ არ წავიყვანო მანქანა გასარეცხად, არც კი გაახსენდება. მოკლედ, ის მოსწონს, ყველაფერი წესრიგში რომ აქვს: პერანგები – დაუთოებული, ფერების მიხედვით ჩამოკიდებული, ფეხსაცმელები – გაპრიალებული... ამას არ ეძახის „თავისუფლების შეზღუდვას“, მაგრამ, როგორც კი ფულის ამბავს ვკითხავ ან დავინტერესდები, რატომ დაიგვიანა, ეგრევე „ვარდება“.
– სულ ასე იყო თუ ბოლო დროს იქცევა ასეთნაირად?
– ხომ გითხარით, რომ ბოლო დროს გადაირია. აიჩემა „თავისუფალი სივრცე“, „პირადი სივრცე“, „კაცი ვარ და შეზღუდვებს ნუ მიწესებ“... სრულიად მოულოდნელად იწყებს ხოლმე პრეტენზიებისა და საყვედურების ფრქვევას. აი, მაგალითად, საღამოს მოვიდა და ვეკითხები, დღეს სად იყავი, დაგირეკე და არ მიპასუხე-მეთქი, საშინელი რეაქცია უჩნდება, ეგრევე  ყვირილს იწყებს: მზღუდავ, მაკონტროლებ, „დაჩმორებული“ გყავარო. მაინტერესებს, მეც რომ ჩემს ნებაზე ვიარო და ვიკუნტრუშო, მოეწონება?! ცოლი ქმარს უნდა ეკითხებოდეს ყველაფერს, ქმარი კი – ცოლს, მე ეს მიმაჩნია ბუნებრივ მდგომარეობად. ცოტა თავისუფლება აუცილებელიაო და ორი დღე მარტო უნდა წავიდე, ჩემთვის უნდა ვიყოო.
– სად უნდა წავიდეო?
– ყველგან ერთად დავდივართ – მეგობრებთან, წვეულებაზე, დასვენების დღეებს, შვებულებებს ერთად ვატარებთ. მე კი არ მოვითხოვე კატეგორიულად, ასე აეწყო თავიდანვე. ახლა უცებ გამოაცხადა, რომ შეყვარებულებიც კი იღლებიან ერთმანეთით, მით უმეტეს, ცოლ-ქმარს ძალიან სჭირდება ერთმანეთისგან დასვენებაო. მითხარით, რატომ აკეთებს ამას. რა უნდა, არ მაქვს სანერვიულოდ საქმე? არ ვთქვა, რომ რაღაც ხდება? არ ვიეჭვიანო? თან, ამ თავის მოთხოვნებს ისე ხატავს, რომ  თავი საცოდავი და ცოლის ტერორისგან დაჩაგრული გამოჰყავს, ანუ აქეთ მიყენებს პრეტენზიებს. როგორ არ ვიეჭვიანო?!
скачать dle 11.3