კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რას მოითხოვდა „კაგებე“ დაჟინებით თამაზ ჭილაძისგან, მასთან ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სტუმრობის შემდეგ

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

გასულ კვირას კიდევ ერთი დიდი ქართველი – მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე – თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად ამჯერად ბატონი თამაზის ცხოვრების დღიურებს შემოგთავაზებთ.
 „მემუარები რომ დაწერო, უნდა ირწმუნო შენი განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოებისათვის, ანუ შენივე სიბრიყვე!..“ ან კიდევ: „ძნელია ცხოვრების მოგონებად ქცევა. მემუარისტები ამქვეყნად ყველაზე დიდი ფანტაზიორები არიან... ახალ სინამდვილეს ქმნი, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილს, მაგრამ, რასაკვირველია, ნამდვილი არ არის…“ – ამბობს თამაზ ჭილაძე,   თუმცა, ამისთვის მაინც დიდხანს ემზადებოდა და მკითხველსაც ამზადებდა: ჩანაწერების გამოცემული და გამოსაცემად გამზადებული წიგნები, ბოლოდროინდელი ინტერვიუები, ძმის შესახებ დაწერილი „ოთართან ერთად“ – ყველგან მოსინჯა და დაზვერა საკუთარ თავთან მისასვლელი გზები… და რაც მთავარია, ამ ამბების მთხრობელი თვითონვეა – სხვადასხვა დროსა და გარემოში… „ავტობიოგრაფია მარტო თარიღები არ არის, ხოლო იმის გადმოცემა, რაც თარიღებს მიღმაა, ჩემს ძალას აღემატება, რამდენადაც ეს იგივეა, წიგნი დავწერო ჩემთვის არასაკმაოდ ნაცნობ ადამიანზე, ამიტომ ჩამოთვლილ თარიღებს მხოლოდ რამდენიმე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან შტრიხს დავუმატებ, თუნდაც იმას, რომ ღმერთმა არ ისურვა, ჩემი ოჯახი შემექმნა. ამ თვალსაზრისით, მართლაც, უცნაურად აეწყო ჩემი ცხოვრება. არადა, რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ვიყავი (ამჟამადაც!), მაგრამ შეიძლება, სწორედ ამის გამოც, ბოლოს მარტო აღმოვჩნდი… ამბობს კვლავ ბატონი თამაზი – პირველი, რაც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, წიგნებია, რომლებითაც სავსე იყო ჩვენი პატარა ბინა ბათუმში. ჩემი მშობლების წყალობით, წიგნის სამყაროში ვიზრდებოდი, მათ ჩამინერგეს რწმენა, რომ სწორედ წიგნი იყო ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი იმ სამყაროში, რომელშიაც ვცხოვრობდი, ანდა მომავალში უნდა მეცხოვრა. სხვა მრავალ წიგნთან ერთად, ჩვენი ოჯახის ერთ–ერთი წმინდა რელიკვია ალექსანდრე ყაზბეგის ძველი, საკმაოდ გაცვეთილი, დედაჩემის ხელით სათუთად შეკოწიწებული წიგნი იყო, რომელიც, შეიძლება, ამიტომაც, მაგონებდა იმ ზღაპრულ პურს, გამვლელისთვისაც რომ უნდა გაგეყო, გამომვლელისთვისაც და მაინც მთელი უნდა შეგენახა. მართლაც, რაღაც იდუმალ მთლიანობას ასხივებდა ეს წიგნი, თითქოს მოთხრობები კი არა, მთელი ქვეყანა იყო შიგ მოქცეული. ასე მეგონა ბავშვს და აკი არც ვცდებოდი. ბავშვები იშვიათად ცდებიან ხოლმე. შეიძლება ითქვას, ჩემმა სულმა ამ წიგნით აიდგა ენა. და როცა ალექსანდრე ყაზბეგის მშობლიურ კუთხეში პირველად ჩავედი, ყველაფერი: ცაც, ღრუბლებიც, მდინარეც, ხალხიც თითქოს ერთხელ უკვე მენახა და პირველი სიტყვა, რომელიც იქ, ხევში, ყველას გასაგონად მინდოდა, მეთქვა, მადლობა იყო… (წყარო: „ცისკარი“ ¹2, 2002წ.) ვერის უბანი, სადაც, ალბათ, ყველაზე ძვირფასი წლები გავატარე, სხვა უბნებივით, თავისთავადობით, თავისებური კოლორიტით გამორჩეული კუთხე იყო თბილისისა, საშუალო შეძლებისა და ხელმოკლე ინტელიგენციით დასახლებული. ბინასავით მყუდრო და საიმედო უბანში დიდი თუ პატარა ერთნაირად მშვიდად და დაიმედებულად გრძნობდა თავს…  
… ოთარსა და მე არასოდეს ერთმანეთის მეტოქეებად არ გვიგრძნია თავი, ალბათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივეს ერთნაირად გვესმის – სხვის გასაკეთებელს ვერ გავაკეთებთ, როგორც უნდა მოვინდომოთ. ამიტომ ერთმანეთის მეტოქეობას ვამჯობინეთ, მთელი ენერგია იმისთვის მოგვეხმარებინა, რაც ღმერთმა, მართლაც, ჩვენს გასაკეთებლად მიიჩნია. არა მარტო ოთართან, არამედ არც ერთ მწერალთან მეტოქეობის გრძნობა არ მქონია. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, ოღონდ ზოგიერთის, მათ შორის ოთარის, წიგნის წაკითხვის შემდეგ სურვილი კი გამჩენია – უკეთესად მეწერა, ვიდრე ვწერდი, თუმცა მშვენივრად ვიცოდი, ეს მარტო ჩემს სურვილზე არ იყო დამოკიდებული. მაგრამ ასეთი სურვილი, თავისთავად, უკვე რაღაცას ნიშნავს, უფრო ზუსტად რომ
ვთქვა – ასეთი სურვილი ერთგვარი სტიმულიც კია… (ავტორი – ზ.კვარაცხელია) სხვათა შორის, ძალიან პატარას მახსოვს ჩემი თავი. ქუჩაში, ფეხშიშველი, პერანგისამარა ვიღაც კაცს ველაპარაკები (ჩემი ჭკუით), მერე შევიტყვე, ენა უფრო მოგვიანებით ამომიდგამს. ახლაც ფეხისგულებით მახსოვს იმ ქვების სიგრილე… მახსოვს, მამამ გადაწყვიტა, ოთარსა და მე მუსიკა გვესწავლა. მისაღებ გამოცდაზე გვეცვა მუქი ლურჯი ხავერდის შარვალ-ხალათი, ყელზე დიდი, თეთრი ქათქათა ბაფთები გვქონდა შებმული და, ოთახის ფინიებივით, საცოდავები ვიყავით… სიყმაწვილეში ხშირად მიჩხუბია, ხშირად მივდიოდი დასისხლიანებული შინ. დედა გაგებით ხვდებოდა ამ ამბავს. აბა, ხომ არ გამოიქცეოდიო? – იტყოდა ხოლმე, რაც კანონად გვექცა მეც და ოთარსაც. ძალიან მწვავე ლიტერატურულ პოლემიკაში არასოდეს მოვხვედრილვარ, თორემ, ალბათ, არც იქიდან გამოვიქცეოდი და მწარედაც დავიჩეჩქვებოდი.
ჩემი საქმე ბეჭდვაა,
თქვენი, ეტყობა, დაჭერა

…1974 წელი იყო, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ ვმსახურობდი. მაშინ ამ ჟურნალს ბევრი კითხულობდა, საზღვარგარეთიდანაც კი იწერდნენ. ერთ დღეს ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ვიცნობდი – ერთუბნელები ვიყავით, ვერელები, – რედაქციაში მერაბ კოსტავა მოიყვანა, სტატია დაწერა და მთხოვა, წაიკითხეო. მაშინვე წავიკითხე. შესანიშნავი სტატია იყო, პროფესიონალი მუსიკოსის დაწერილი. მალევე დაიბეჭდა. მადლობის სათქმელად მოვიდა, უკვე მარტო. მე ვთხოვე, – სტურუამ რუსთაველის თეატრში „ღალატი“ დადგა, იქნებ ნახო და რამე დაწერო-მეთქი. ერთი კვირის შემდეგ მართლაც კარგი რეცენზია მოიტანა, რომელიც, რასაკვირველია, მაშინვე დაიბეჭდა. რამდენიმე ხნის მერე რედაქციაში ერთი ცნობილი ორგანიზაციის წარმომადგენელი მოვიდა, ეტყობა, ჟურნალ-გაზეთების თვალთვალი ჰქონდა დავალებული, მითხრა: რას შვებით, კაცს დასაჭერად აქვს საქმე, თქვენ კი ბეჭდავთო. ჩემო ბატონო, ვუპასუხე, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – ჩემი საქმე ბეჭდვაა, თქვენი, ეტყობა, დაჭერა-მეთქი…
ფანტასტიკური ოცნება და რუსთაველისა და ჰომეროსის ცხოვრება
1980 წელი. გუშინ მომივიდა (მეორედ!) წერილი მოსკოვის გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიიდან“, დაბეჯითებით მთხოვენ „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების“ სერიისთვის დავწერო წიგნი რუსთაველზე. საოცარი წინადადებაა, რადგან, გარდა თავისთავადი მნიშვნელობისა, ფანტასტიკურად დაემთხვა ჩემი ბოლო სამი წლის ოცნებას – დავწერო წიგნი რუსთაველზე! მაგრამ საქმე ისაა, რომ რასაც რუსები მთავაზობენ, იმის აღსრულება შეუძლებელია, რადგან რუსთაველის ცხოვრება სრულიად უცნობია ჩვენთვის, ეს, ეტყობა, მოსკოვში არ იციან. ვერ წარმომიდგენია, ამ სერიით გამოცემული, ვთქვათ, ასეთი წიგნი – „ჰომეროსის ცხოვრება“, ასევეა რუსთაველიც!..
სიტყვებით თამაში –
წიგნი უმცროსი ძმისთვის

…ერთხელ ოთარს წიგნი ვაჩუქე, წიგნებს ხშირად ვჩუქნიდით ერთმანეთს, არ ვგულისხმობ ჩვენს წიგნებს, ეს – თავისთავად. მაშინ ძალიან ძნელი იყო კარგი წიგნის შოვნა. სად არ ვეძებდით, ვის არ ვთხოვდით, რა ფასად არ გვიჯდებოდა სასურველი წიგნი. რატომღაც მომინდა, წიგნზე რამე წამეწერა და წავაწერე კიდეც: დიდ ძმას უფროსი ძმისაგან! – ეს რა არის? – მკითხა ღიმილით. – არაფერი, სიტყვების თამაშია-მეთქი.
არადა, თამაში კი არა, სინამდვილე იყო. მაშინ პირველად გამოვთქვი და ვაღიარე ის, რასაც დიდი ხანია ვგრძნობდი და დიდი ხანია ვფიქრობდი. ალბათ, მისივე პირველი ლექსების წაკითხვის შემდეგ.
скачать dle 11.3