კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რას უმალავდა მეუღლეს ქორწილამდე მაიკო ჭაფოძე და რატომ ტიროდა ის ჯვრისწერამდე მთელი კვირის განმავლობაში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

22 სექტემბერს „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის ჟურნალისტი მაიკო ჭაფოძე დაქორწინდა. მან და მისმა შეყვარებულმა, დათო ბახტურიძემ, ურთიერთობა ჯვრისწერით, ხელმოწერითა და ძალიან ლამაზი ქორწილით დააგვირგვინეს. „თბილისელები“ ულოცავს წყვილს დაქორწინებას და უდიდეს ბედნიერებას უსურვებს.
მაიკო ჭაფოძე: მთელი ქორწილი ჩემი და დათოს მიერ დაგეგმილი, მოწყობილი და ორგანიზებული იყო. მშობლებიც დიდად არ ჩარეულან, მათ მხოლოდ მენიუ შევუთანხმეთ. დიდი მადლობა იმ ადგილის ხელმძღვანელობას, სადაც ქორწილი გადავიხადეთ, რადგან მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, უნდოდათ, ყველაფერი კარგად გამოსულიყო. ასევე, დიდი მადლობა ნინო ჟღენტს, ინტერიერის დიზაინერს, რომლემაც ჩემს ოცნებებს ფრთები შეასხა. სისადავე იყო, ტენდენციები – გათვალისწინებული და ფერში აწყობილი, ბევრი სიმწვანე, რაც ორივეს გვინდოდა. ერთადერთი, ტორტის დიზაინზე ვმსჯელობდით ბევრს, რადგან სადა გვინდოდა. კონდიტერები გვეუბნებოდნენ: ძალიან სადა უბრალო იქნებოდა. მაგ
დროს მოგვიწია ოდნავ კამათი მე და დათოს. საბოლოოდ კონდიტერი წავიდა დათმობაზე.
– ძალიან ლამაზი კაბა გეცვა.
– საქორწილო კაბაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ვღელავდი. ამ საქმეში მთელი ჩემი სამეგობრო იყო ჩართული, ბევრი ვეძებეთ. სალონში, სადაც შევიკერე, ძალიან ბევრი კაბა მოვიზომე. საბოლოოდ თამარ ნადირაძემ იზრუნა იმაზე, რომ ჩემი ოცნება აესრულებინა და ძალიან კომფორტული, ლამაზი კაბა შეეკერა. ჯიბეებიც კი ჰქონდა. არასდროს ვიცი, სად წავიღო ხელი, ამიტომ კაბას ჯიბეები გავუკეთეთ – ცალი ხელი დათოსთან, ცალი-ჯიბეში. უკვე ვიცოდი, სად წამეღო ხელები.
– დათოს, ალბათ, უმალავდი, როგორ კაბას შეიკერავდი.

– დათოს ვუმალავდი, არადა, სულ მთხოვდა, ფოტო მაჩვენეო. მისი თანდასწრებით ჩემს რამდენიმე მეგობარს გადავუგზავნე ჩუმად ფოტო. გაცოფებული იყო, ისე აინტერესებდა. რომ ნახა, ძალიან მოეწონა – აი, რატომ არ მანახებდიო. გამიხარდა, რადგან ყველაზე მეტად ამაზე ვღელავდი.
– ტრადიციული ქორწილი გქონდათ?
– ქორწილი სრული ტრადიციების დაცვით გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ყანწებით ღვინის დალევა, 12-საართულიანი სადღეგრძელოები. დათო მოვიდა ჩემთან სახლი, მერე წავედით
ჯვრისწერაზე წმიდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში. სამწუხაროდ, ჯვრისწერა ბოლომდე ვერ აღვიქვი, რადგან ფეხსაცმელმა ძალიან მატკინა ფეხი. ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური იყო ამბიონზე ასვლა. ისე სწრაფად ხდებოდა ყველაფერი, თავიდან ვერც აღვიქვამდი. თან, ფეხსაცმელი ისე მიჭერდა, ვკვდებოდი და დაჯდომა მინდოდა. ახლა უფრო ვიაზრებ რაღაცებს. ჯვრისწერის შემდეგ მუხათწყაროს ასახვევში წავედით, სადაც ძალიან ლამაზ ლოკაციაზე მოვაწერეთ ხელი. მამამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა და დედამ მიმიყვანა – ესეც ძალიან ამაღელვებელი იყო. ხელის მოწერის დროს ცაზე გამოჩდნენ პარაპლანები და ფერადი კვამლით მოგვილოცეს.

– ქორწილის დროს სენტიმენტები ხშირია ხოლმე.

– ქორწილამდე ბევრი ვიტირე, მთელი ერთი კვირა ვტიროდი. ყველა დეტალზე ვნერვიულობდი, მე და დათო ცეკვას ვსწავლობდით, ღვინოზე, ყველაფერზე ჩვენ დავდიოდით. იმ პერიოდში დედასთან და ჩემს დასთან ხშირი ურთიერთობა ვერ მოვახერხე. ტანსაცმლის ჩალაგება არ მინდოდა. ამდენი წელი დედასთან ერთად რომ ცხოვრობ, არ არის მარტივი, ჩაალაგო და სხვაგან გადახვიდე. სულ ვტიროდი, ძალიან განვიცდიდი. ქორწილამდე ბოლო სამი დღე  დედაჩემი დამამშვიდებელს მაძლევდა, მეც ვსვამდი და ვიძინებდი. ქორწილში ემოციებისგან იმდენად გამოფიტული ვიყავი, რომ ერთი-ორჯერ მომაწვა
ემოციები, მაგრამ მერე საკუთარ თავს შემოვუძახე: აბა, მაიკო, გაჩერდი! დათოსაც ჰქონდა სენტიმენტები და გმირულად გაუძლო. ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. თამადა დათოს მეგობარი იყო. 7 სადღეგრძელო შეისვა და შემდეგ რადგან 10-კაციანი და 15-კაციანი მაგიდები იყო, სასმელს ყველა ისე მიირთმევდა, როგორც მათ სურდათ. მე და დათომ ვიცეკვეთ – ოღონდ ვალსი. რამდენიმე ილეთი დაგვავიწყდა, მაგრამ ვერავინ შეგვამჩნია. როდესაც ტორტი გავჭერით, ვერანდაზე, ფოერვერკები გაუშვეს. მე არ ვიცოდი, დათომ ძალიან ლამაზი ფოიერვერკი მომიწყო. გვქონდა ქართული სიმღერები, შემდეგ ჯგუფი „რეფრეში“, ძალიან კარგად გაგვართეს. საოცრებები ჩაიდინა „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის ყოფილმა ოპერატორმა და აწ უკვე
ჟურნალისტმა, ლაშა ნაკაიძემ – ისეთი დიჯეის სეტი შემოგვთავაზა, არავის უნდოდა წასვლა.
– ქორწილიდან ორ დღეში სამსახურში დაბრუნდი.
– სამწუხაროდ, ვერ მოვიწყეთ დიდი თაფლობის თვე. საჩუქარი გაგვიკეთეს და ორი დღით საირმეში წავედით. სამი დღე დავისვენე და სამსახურში გავედი. ორივემ ასე ვარჩიეთ, რომ ამ ეტაპზე თავი შეგვეკავებინა. ზამთარში წავალთ სადმე. გვინდა, ევროტური მოვიწყოთ.
– ქორწილამდე გოგონების წვეულებაც მოაწყვეთ.
– ჩემი მეჯვარე, დილის გადაცემის პროდიუსერი, ლიკა კინწურაშვილია. დამირეკა: ამოდი ჩემთან, ყველა ისე იპრანჭება და მგონია, ყველაზე ცუდი კაბა მე მაქვსო. ვიფიქრე: ახლა ამას დაეწყო-მეთქი. მანამდე მე ვტიროდი, ყველაფერს განვიცდიდი. ჩემმა დამ მითხრა: საღამოს რას აკეთებო. ვუთხარი: ლიკასთან უნდა ავსულიყავი, თუმცა, დათო ჩამოდის და მგონი, ვეღარ ავალ-მეთქი. ჩემმა დამ დათოს დაურეკა: არ უთხრა მაიკოს რომ ჩამოხვალ ყაზბეგიდან, მთელი სიურპრიზი ჩაგვეშლებაო. მოკლედ, ავედი ლიკასთან სახლში, უცებ წივილი-კივილი, შუშხუნები, ფოიერვერკები. ის ადამიანები, ვისთანაც ყველაზე დიდ დროს ვატარებ, ვისაც ჩემი ბედნიერება ძალიან უხარია, ყველანი ერთად იყვნენ. ყველაფერი გაფორმებული ჰქონდათ. ვითამაშეთ, მუსიკა, ცოტა ალკოჰოლი... მოკლედ, ძალიან კარგად გავერთეთ.
– დათოს არ ჰქონდა ბიჭების წვეულება?
– დათოსაც ჰქონდა, მაგრამ როგორ და რანაირად, არ ვიცი. რაც მოხდა, ის საიდუმლოა, ჩემთვისაც კი.
– მოასწარით ბინის გარემონტება?
– კი, მოვასწარით და გადავედით, ერთად ვცხოვრობთ.
P.S. ფოტოები ეკუთვნის ნიკოლოზ ურუშაძეს.
скачать dle 11.3