კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 „ქობულეთურის“ რძის პროდუქტები – ხარისხიანი, განსაკუთრებული გემო თქვენს ოჯახებში

გასინჯე და განასხვავე

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქობულეთური“ 2002 წელს შეიქმნა. თავდაპირველად საქმიანობა უმნიშვნელო  თანხითა და  რამდენიმე თანამშრომლით დაიწყო, წლების განმავლობაში მომხმარებლის ნდობა და აღიარება მოიპოვა და ახალ შეთავაზებებზე დღესაც აქტიურად მუშაობს. კომპანიის შექმნისა და  განვითარების ისტორიაზე, პროდუქციის ხარისხსა და სამომავლო გეგმებზე „ქობულეთურის“ დამფუძნებელი – ბატონი მამუკა ახვლედიანი გვესაუბრა.
მამუკა ახვლედიანი: კვების მრეწველობის ტექნოლოგიის კათედრაზე ვსწავლობდი, შესაბამისად, ეს სფერო ახლოს იყო ჩემთან  და გადავწყვიტე რძის პროდუქტების ხაზის შექმნა. თავდაპირველად გავაკეთეთ არაჟანი არატრადიციული მეთოდით. კომპანია „ქობულეთური“ 2002 წელს დაფუძნდა,
2007 წლამდე მხოლოდ აჭარის რეგიონში ვიყავით და ჩვენს მოსახლეობას და დამსვენებლებს განსაკუთრებით შევაყვარეთ თავი – დილის 6 საათიდან იდგნენ რიგში ჩვენი პროდუქტის შესაძენად.  მოთხოვნის შესაბამისად, გავფართოვდით და თბილისში ჩამოსვლის აუცილებლობაც შეიქმნა.
2009-2010 წლებიდან „ქობულეთური“ უკვე მთელმა საქართევლომ გაიცნო და შეიყვარა. ამ წლების განმავლობაში ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა და არათანაბარი კონკურენციის პირობებში არსებობა მოგვიწია. ჩვენს სეგმენტში ბევრმა წარმატებულმა კომპანიამ ვერ გაუძლო დროს. დღეს ამ ბაზარზე
ლიდერ კომპანიათა ხუთეულში ვართ  და წარმატებით ვაგრძელებთ მუშაობას, გვაქვს მკაფიოდ გამოხატული ნიშა.
– უკრაინაში საწარმოს შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?
– მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი პროდუქტი არაჟანია და ვერ დავაწერთ არაჟანს თუ ის მთლიანად ცხოველური ცხიმისგან არ შედგება. გავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ არა თუ რძის რესურსი
არ გვეყოფოდა,  ფაქტობრივად, გავქრებოდით ბაზრიდან და ალტერნატიული გზების ძიება მომიწია. ოთხი წლის წინ იჯარით ავიღე გაჩერებული ქარხანა უკრაინაში, იმისთვის, რომ საკუთარი ცხოველური
ცხიმები გვქონოდა.
– რომელ პროდუქტებზე გაამახვილეთ ყურადღება და ვინ არის ახალი პროდუქტების შექმნის იდეების ავტორი?
– ახლა შემოვიტანეთ უმაღლესი კლასის „სოჭის არაჟანი“.  ასევე გვაქვს არაჟანი „ახვლედიანი“, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ იმისათვის, რომ მის გემოსა და უმაღლეს ხარისხში
დარწმუნდეთ. გავაფართოეთ არაჟნის ხაზი, ჩვენი საფირმო ბრენდია „კაიმაღური“, რომლის ტექნოლოგია თითქმის არაჟნის იდენტურია, მაგრამ აქ არის ისეთი დანამატები, რომელიც ქმნის უნიკალურ გემოს კაიმაღსა და არაჟანს შორის. სიახლეების შექმნის დროს იდეების ავტორი თავად ვარ. მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც ქსელში  5 ოქტომბრიდან შევა, ეს არის ეთნოხაზი –
აფხაზური, აჭარული და მეგრული დედოიაღი.
ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ ობიექტებში.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ახლო მომავალში ხაჭოთა ჯგუფს შევავსებთ ტკბილხაჭოების სადესერტო ჯგუფით, ამას დაემატება სასმელი იოგურტები და ბოთლის მაწონი. ვიწყებთ ყველის წარმოებასაც, რომელიც განსხვავებულ შეფუთვაში იქნება.

თბილისი,
დავით ბაქრაძის ქუჩა #2ა
ტელ: 577 23-00-42
E-mail: vector.plus.company@gmail.com



скачать dle 11.3