№40 მესამე ფორმა
ერთხელ ერთი ახალგაზრდა ლექტორი მისულა აკაკი შანიძესთან და დახმარება უთხოვია საკითხზე, რომელზეც მუშაობდა და წიგნს წერდა. შანიძეს უთქვამს: ოცი წლის წინ დავწერე ამის შესახებ და ზეპირად არ მახსოვს. ახლავე მოვძებნი წიგნსო. მიადგა, თურმე, კიბე წიგნების თაროებს და ასასვლელად მოემზადა.
ლექტორი ძალიან ახალგაზრდა იყო, ზრდილობიანი და ფეხზე წამოდგა. ბატონმა აკაკიმ უთხრა: დაბრძანდიო. რას დაჯდებოდა ახალგაზრდა კაცი.
როცა ბატონი აკაკი ავიდა კიბის რამდენიმე საფეხურზე, მობრუნდა და ხედავს, სტუმარი ისევ ფეხზე დგას. მაშინ, შეცბუნებულ ახალგაზრდას უთხრა: დაჯექიო. სტუმარი მაინც არ დაჯდა. ორიოდე საფეხურის მერე დიდმა ენათმეცნიერმა ისევ მოიხედა და ფეხზე მდგომ ახალგაზრდა ფილოლოგს ღიმილით უთხრა: მესამე ფორმას ნუ გამომაყნებინებო!