№40 ბრძნული აზრები
შოუ: პოლიტიკოსი და საწოლი ხშირად უნდა იცვლებოდეს, თან ერთი და იმავე მიზეზით.
ფროიდი: ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს თქვენ ხართ წარსულში და ერთადერთი ადამიანი, ვისზეც უკეთესი უნდა იყოთ, თქვენ ხართ ახლა.
შეკლი: ყველაზე საწყენია, რომ საინფორმაციო ომში ყოველთვის აგებს ის, ვინც მართალს ამბობს, რადგან შემოფარგლულია სიმართლით, მატყუარას კი შეუძლია, ყველაფერი თქვას, რაც სურს.
ლოკი: ტყუილი მხოლოდ ერთხელ გეხმარება და შემდეგ ყველაფერში ხელს გიშლის.
ბონაპარტი: ადამიანებს მხოლოდ ორი მოტივი ამოძრავებთ – შიში და პირადი ინტერესები.
შილერი: ყველაზე საეჭვო სიამოვნებაა, სიამოვნება მიიღო ეჭვიანობისგან.
ზოლა: ადამიანი უნდა იყოს თავისი ცხოვრების მწერალი და არა სხვისი ცხოვრების მკითხველი.
ტვენი: სხვისი პრობლემების გადაწყვეტის მწვავე მოთხოვნილება მაშინ უჩნდება ადამიანს, როდესაც საკუთარ პრობლემებს ვერ აგვარებს.
შოპენჰაუერი: ჭკვიანები იმდენად არ ეძებენ მარტოობას, რამდენადაც გაურბიან სულელების მიერ შექმნილ ამაოებას.
სენეკა: იყავი გაბედული, თუ გინდა, რამე შეცვალო. იყავი მომთმენი, თუ არაფრის შეცვლა არ შეიძლება და იყავი ბრძენი, რომ იცოდე, როდის არის საჭირო გაბედულება და როდის – მოთმინება.
პოლ ვალერი: ელეგანტურობა, ესაა მინიმუმი სიუხვეში. სიუხვე საგრძნობი უნდა იყოს, მაგრამ მინიმუმით გამოხატული.
ბოდეტი: სკოლაში გაძლევენ გაკვეთილს და შემდეგ გიწყობენ გამოცდას. ცხოვრებაში ჯერ გიწყობენ გამოცდას, რომელიც შემდგომ გაკვეთილად იქცევა.
უზნაძე: გლახები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი ვართ იმიტომ, რომ გლახები ვართ.
კარნეგი: როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, აუცილებლად იღება მეორე, მაგრამ ჩვენ იმდენ ხანს ვუყურებთ დაკეტილს, რომ ვერც კი ვამჩნევთ მეორე კარს.
სვიმონ ათონელი: ყველაზე უარესი დაგვიანებული სინანულია.
მონტენი: ენდე და დააფასე ის ადამიანები, ვისაც შენში სამი რამის დანახვა შეუძლიათ: სევდის – ღიმილის მიღმა, სიყვარულის – სიბრაზის მიღმა და სათქმელის – დუმილის მიღმა.
რობესპიერი: ვინც საკუთარი მონუმენტისთვის იბრძვის, ის დაამხობს სამშობლოს.
აინშტაინი: კაცები ქორწინდებიან ქალებზე იმ იმედით, რომ არასოდეს შეიცვლებიან. ქალები კი ქორწინდებიან კაცებზე იმ იმედით, რომ შეიცვლებიან. საბოლოოდ ორივე მხარე იმედგაცრუებული რჩება.
უაილდი: ყველაზე ძვირი ის ქალია, რომელსაც შენგან არაფერი უნდა.