კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ ნადირობდა „კაგებე“ და „მხედრიონი“ 200 კილოგრამ გატაცებულ „პარტიულ ოქროზე“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური



მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„კაგებეს“ კურიერი
1992 წლის 2 თებერვალს გორის გადასახვევთან „მხედრიონის“ პატრულმა სამხედრო „ვილისი“ გააჩერა, რომელსაც ორმოციოდე წლის მამაკაცი მართავდა. ნოდარ ქირიამ და შმაგი ფანგანმა მძღოლს საბუთები შეუმოწმეს – ის 38 წლის ანტონ გავაშელი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისში მიემგზავრებოდა ავადმყოფ შვილთან და წამლები მიჰქონდა. გავაშელმა მხედრიონელებს წამლები უჩვენა. თუმცა, ქირიამ და ფანგანმა მანქანა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და მასში „პესეემის“ მაყუჩიანი პისტოლეტი და 4 ათასი მანეთი აღმოაჩინეს. მძღოლმა გაქცევა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ის დათოვლილ, უკაცრიელ გზაზე ადვილად მოიხელთეს და დაკავებულს ჯერ „ზვიადისტი“ უწოდეს, შემდეგ კი ხესთან მიაყენეს, ავტომატები მიუშვირეს და დახვრეტას უპირებდნენ. გავაშელმა ბიჭებს უთხრა:
– თუ არ მომკლავთ, ზღაპრულად გაგამდიდრებთ. თბილისში, საიდუმლო სამალავში ასი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი მაქვს დამალული და თქვენი იყოსო.
მხედრიონელებს ოქროს ამბავი არ სჯეროდათ. თუმცა, გავაშელი თბილისში მაინც ჩამოიყვანეს  და მართლაც, მან ვერაზე, ერთ-ერთი იტალიური ეზოს დაკეტილ ბინაში განთავსებულ სამალავში მოთავსებული, შეპირებული ოქრო ანახა. გავაშელი იქვე გაკოჭეს და რადიატორზე მიაბეს. 200 კილოგრამი ოქრო კი მისსავე მანქანაში ჩატვირთეს და გაუჩინარდნენ. ანტონ გავაშელი, სინამდვილეში, „კაგებეს“ კურიერი, გოდერძი სალაყაია იყო და როგორც  ეგრეთ წოდებული, პარტიული ოქროს ერთ-ერთი მცველი, მოსკოვის დავალებით მოქმედებდა. მას დავალებული ჰქონდა, უზრუნველეყო ოქროს უსაფრთხო გადაცემა მოსკოველი კურიერისთვის, რომელიც თბილისში უნდა ჩამოეყვანა, თუმცა ცხინვალის მახლობლად მოკლა, თოვლში ჩამარხა და მისი საბუთებითა და არხით აპირებდა უცხოეთში გაქცევასა და 200 კილოგრამი 99 სინჯის ბაჯაღლო ოქროს გატანას.
ტოტალური ნადირობა
რუსმა სამხედროებმა მოსკოველი კურიერის ცხედარს მალევე მიაგნეს და ორიოდე საათის შემდეგ ცენტრში ყველაფერი იცოდნენ. მოსკოვიდან მალევე გაიცა სალაყაიაზე ნადირობის ბრძანება და  თბილისში ამ საქმის სპეციალისტთა ოთხკაციანი ჯგუფი ჩავიდა. მათ ვერაზე გაკოჭილ კურიერს მიაგნეს და როდესაც მისგან ყველაფერი შეიტყვეს, ღალატისთვის მოკლეს და იქვე დატოვეს. შემდეგ კი „იმელის“ შენობაში ჯაბა იოსელიანს შეხვდნენ და ჯგუფის უფროსმა პოლკოვნიკმა კურნიკოვმა „მხედრიონისა“ და იმ პერიოდის საქართველოს მეთაურს უთხრა:
– თქვენი „მხედრიონის“ ორმა წევრმა რუსეთის კუთვნილი 200 კილოგრამი ოქრო გაიტაცა, რომელიც დასაბრუნებელია და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, მის დაბრუნებაში დაგვეხმაროთო.
გამოცდილმა ყოფილმა ქურდმა მშვენივრად უწყოდა, თუ რას ნიშნავდა რუსი „კაგებეშნიკი“ პოლკოვნიკის თხოვნა და პირადად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. მალევე დაადგინეს, რომ გორის გადასახვევთან, აღნიშნულ დროს პოსტზე 21-21 წლის ნოდარ ქირია და შმაგი ფანგანი იდგნენ. ნათესავები არ ჰყავდათ და ვაკეში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, ერთ ოთახში ერთად ცხოვრობდნენ. იქ ვიზიტმა ჯაბასა და მის ბიჭებს ვერანაირი შედეგი ვერ მოუტანა – ისინი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ,  არავინ იცოდა. მართალია, ოქროყანის გზაზე, სალაყაიასთვის წართმეული „ვილისი“ იპოვეს, მაგრამ ის ცარიელი აღმოჩნდა და როგორც გაირკვა, მას ბენზინი გასთავებოდა. მხედრიონელმა მაძებრებმა მიაგნეს ოქროყანის მცხოვრებს, ოთარ ბაიდაშვილს, რომელმაც მათ უთხრა:
– ორმა ავტომატიანმა ბიჭმა გამაჩერა და ბენიზინი მთხოვა, მაგრამ ბაკიდან ვერ ამოვიღეთ. მერე კი, მანქანა წამართვეს, ჩემს „გრუზავიკში“ თავიანთი „ვილისიდან“ რაღაც ყუთები გადმოტვირთეს და  წავიდნენო.
მხედრიონელები კვალს გაჰყვნენ. ახლომახლო სოფლები გადაჩხრიკეს, მაგრამ ვერც ოქროსა და ვერც გამტაცებლების კვალს ვერ მიაგნეს. ხოლო ოქროყანელი ბაიდაშვილის სატვირთო მანქანა საბურთალოზე, პროფკავშირების სასახლის წინ იპოვეს და კვალი საბოლოოდ დაკარგეს. ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, კურნიკოვსა და ჯაბა იოსელიანს შორის უსიამოვნო ლაპარაკი შედგა და რუსი „კაგებაშნიკი“ დაჟინებით მოითხოვდა ოქროს დაბრუნებას, რადგან ეგონა, რომ მას აბითურებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, ამ საქმეში მოსკოვი ჩაერია და კონფლიქტიც ამით ამოიწურა. ინტენსიური ძებნა კი კვლავ გრძელდებოდა – ოქროს საიდუმლოდ და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ეძებდნენ მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული, შენიღბული მაძებრები და „მხედრიონის“ წევრი, ასევე ბავშვთა სახლის ყოფილი აღზრდილი ზაზა მონიავა.
მოუხელთებელნი
ზაზა მონიავამ იცოდა, რომ ქირიასა და ფანგანს თბილისის გარეუბანში, ფონიჭალის დასახლებაში, ოროთახიანი ბინა ჰქონდათ კონსპირაციულად შეძენილი და ვინმე ია კაშიაზე გაფორმებული, რომელსაც ქირია ჰყვარობდა. ბიჭები სწორედ იმ ბინაში მალავდნენ ნაძარცვ-ნაყაჩაღარ ქონებას და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მონიავამ ამის შესახებ იცოდა. ამგვარად, 1992 წლის 19 თებერვალს ზაზა მონიავა ფონიჭალის ბინაში მოულოდნელად წაადგა თავზე ქირიასა და ფანგანს და ხმამაღლა, მკაცრად უთხრა:
– ჩემი მოკვლა არც სცადოთ, თორემ აქ მალე ჯაბა და მისი ამალა მოვა, დაგხოცავენ და ოქროსთან ერთად სიცოცხლესაც დაკარგავთო.
ერთი სიტყვით, მონიავამ დაითანხმა ბიჭები ოქროს ათი ცალი ზოდი რომ მისთვის მიეცათ, რაც 20 კილოგრამს შეადგენდა. სამაგიეროდ, მათ გაუთქმელობის პირობასთან ერთად, ოქროთი საზღვარგარეთ გაქცევასა და იქ საიმედოდ დამალვას შეჰპირდა.  ამ საუბარს ია კაშიაც ისმენდა. მან არ იცოდა, რომ მის ბინაში ამდენი ოქრო იყო შენახული და ბიჭების დახოცვა გადაწყვიტა. ამისთვის კი თავისი ბიძაშვილი, გვარდიელი ვანო კაშია უნდა გამოეყენებინა. თუმცა მხედრიონელებმა გვარდიელი განაიარაღეს. იასთან ერთად საიმედოდ მიაბეს. შემდეგ ოქრო ბინიდან გაიტანეს და სამუდამოდ გაუჩინარდნენ.
P.S. არსებობს ვარაუდი, რომ სამივე მხედრიონელმა ოქრო ნაწილ-ნაწილ გაზიდა საზღვარგარეთ და ახალი გარეგნობებითა და საბუთებით დღემდე უცხოეთში ცხოვრობენ.
скачать dle 11.3