№40 გაიგეთ, რა გელით ქორწინებაში
საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურებში ხელებზე ადამიანების ბედის, მომავლის წაკითხვას ცდილობდნენ. ყველა ადამიანს ორივე ხელი ერთი და იმავე ზომის არ აქვს. ბევრს მარჯვენა ხელი აქვს ოდნავ უფრო დიდი, ზოგსაც – მარცხენა. თურმე, შესაძლებელია განისაზღვროს, რა ელის ადამიანს სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში.
დააკვირდით თქვენს ხელებს, დააზომეთ და განსაზღვრეთ ნამგლისებრი ხაზები ერთმანეთს ემთხვევა, მარცხენა ხელზე უფრო მაღალზეა თუ მარჯვენაზე. შემდეგ ნახეთ შესაბამისი პასუხი:
1. თუ ორივე ხელზე ნამგლისებრი ხაზები ერთმანეთის თანხვედრაშია – დიდსულოვანი, თბილი, კეთილი ადამიანი ხართ. იდეალურად ახერხებთ ცხოვრებაში ბალანსის პოვნას. როცა საქმე სიყვარულს ეხება, ცდილობთ, იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენი მსგავსი ღირებულებები აქვს. ყველაზე მეტად ადამიანში მის შინაგან სამყაროს აფასებთ. ფანტასტიკურად ეწყობით იმ ადამიანებს, რომლებიც თბილები და კეთილები არიან. თუკი ასეთ ადამიანს იპოვით, ქორწინება შესანიშნავი, კომფორტული იქნება. უმნიშვნელოვანესია, რომ თითქმის ყველა საკითხთან მიმართებაში საერთო შეხედულებები გქონდეთ.
2. თუ ნამგლისებრი ხაზი მარჯვენა ხელზე უფრო მაღალზეა, ვიდრე მარცხენაზე – ლოგიკური, რაციონალური ადამიანი ხართ. გამოირჩევით ანალიტიკური აზროვნების უნარით. არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გადმოსცემთ თქვენს აზრს. გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელთან ურთიერთობაც, ინტელექტუალური თვალსაზრისით, თქვენთვის გამოწვევა იქნება. რომელიც ყველაფერში კი არ დაგეთანხმებათ, არამედ იკამათებთ, იმსჯელებთ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებთ. წარმატებული ქორწინება გელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ინტელექტუალურად თქვენი შესაფერი იქნება.
3. თუ მარცხენა ხელზე ნამგლისებრი ხაზი უფრო მაღალზე გაქვთ, ვიდრე მარჯვენაზე – ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმდებითი აზროვნების უნარით გამოირჩევით, გიყვართ ფიქრი და ოცნება. ადამიანი, რომელსაც თქვენს ბედს დაუკავშირებთ, უნდა იყოს საინტერესო და შემოქმედი. უნდა უყვარდეს ხელოვნება, სხვა შემთხვევაში სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული ვერ იქნება. იპოვეთ ადამიანი, რომლისთვისაც თქვენი ყველაზე უცნაური ფიქრების გაზიარებასაც შეძლებთ და ქორწინება ორივესთვის ბედნიერი იქნება.