კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 გვყავს, ვინც გვყავს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


გულმოკლულები

​იმ მარტივი და ცნობილი მიზეზით, რომ ყოველ წელს ლამის ორი არჩევნები გვაქვს (ესეც დემოკრატიის ერთგვარი ხიბლია), არც წლევანდელია გამონაკლისი  – ამჯერად პრეზიდენტს ვირჩევთ (სასახლე კი, იცით, რომ გამზადებულია).
მეორე მარტივი და, ასევე, ცნობილი მიზეზით, ვერც კორექტული და საქმიანი წინასაარჩევნო კამპანიებით დავიკვეხნით (განსაკუთრებით, პათოსით: ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო) და კვლავაც აქტუალურია რუსეთის აგენტობის თემა, ცხადია, როგორც კომპრომატის.
სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემით სპეკულირების ავტორი „ნაციონალური“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა (რომლის ბიოგრაფიასაც შავი ლაქასავით გასდევს ის საბედისწერო რუსული პასპორტი, რომელიც ვერასდიდებით გააგდებინეს ხელიდან, ანუ ვერ ამოაღებინეს ჯიბიდან თვით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ისეთი პარადოქსიც მოხდა, რომ ჩვენი მაღალჩინოსნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი იყო) და პირველი იერიშიც ფორმალურად დამოუკიდებელ, რეალურად კი, მაინც „ოცნების“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე სწორედ გრიგოლ ვაშაძემ მიიტანა (კრემლის აგენტიაო), შესაძლოა, მაკიაველის ლოგიკით, ოპონენტს ყველაზე უტიფარი რამ უნდა დააბრალოო.
ამასობაში კი გვერდზე რჩება რეალური საარჩევნო კამპანია, რადგან კანდიდატები ისეთ რამეებს ჰპირდებიან ამომრჩეველს, რის შესრულების კომპეტენციაც პრეზიდენტს არ აქვს (იმიტომ რომ ჩვენებურ საპარლამენტო მოდელში პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს, არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია და საერთოდაც, ხელისუფლების შტოების მიღმა დგას). აქედან გამომდინარე კი, იკვეთება მშობლიური პოლიტკულტურის სიმდაბლის მთავარი დამნაშავე: ამომრჩეველი, რომელიც იმისთვისაც კი არ იწუხებს თავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია წაიკითხოს, ამიტომაც გვაქვს, რაც გვაქვს და გვყავს, ვინც გვყავს.
скачать dle 11.3