კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 სამთა ტრფობა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე



მესამე ზედმეტია?!

მაშინ, როდესაც რფ-ის პრ.-ი პუტინი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა, ალიევი სულ ახლახან შეხვდნენ ერთმანეთს და, საერთოდაც, ამ ბოლო დროს მათ შორის დიდი სიამტკბილობაა გაჩაღებული, გაირკვა, რომ ერთმანეთს ისინი უახლოეს მომავალშიც მოინახულებენ.
უფრო მეტიც, სექტემბერ-ოქტომბერში ხსენებული პრ.-ი სომეხ კოლეგა ფაშინიანსაც შეხვდება. არც მეტი, არც ნაკლები, ვლადიმირი ერევანში ეწვევა ახლად არჩეულ ნიკოლს. ოფიციალური მიწვევა სტუმარს სექტემბრის შუა რიცხვებში გადაეცა, პრესმდივანმა პესკოვმა კი დაადასტურა, რომ პრ.-ი პუტინი ისედაც აპირებდა გეგმიურ ჩასეირნებას თავის სატელიტ სომხეთში.
ხოლო ერევნულ ოფიციალურ ვიზიტამდე პუტინი და ფაშინიანი ერთმანეთს დსთ-ს ლიდერთა სამიტზე შეხვდებიან.
რაკი ჯერჯერობით ერევანია მოსკოვის უპირობო მხარდამჭერი სამხრეთ კავკასიაში, შესაძლოა, ამიტომაც ეახლება რფ-ის პრ.-ი სომხეთის პრეზიდენტს, თუმცა, სუფთა რაციონალური თვალსაზრისით, ბაქოს სატელიტობა გაცილებით მომგებიანია კრემლისთვის, იმიტომ რომ, თუ აზერბაიჯანი მოიქცია თავის ორბიტაზე, საქართველოსაც გარდაუვლად ჩაითრევს.
წინასწარი ინფორმაციით, იქაც – ერევანში და აქაც – ბაქოში მთიან ყარაბაღზეც უნდა ისაუბრონ. გამომდინარე იქიდან, რომ რფ-ისთვის, წესითა და რიგით, არ უნდა იყოს ხელსაყრელი მთიან ყარაბაღზე ბაქო-ერევნის შეთანხმება (ზემოქმედების ბერკეტებს ორივეზე დაკარგავს), სხვანაირად კი ბაქოს თავს ვერ მოუქონავს, შეგვიძლია, ძალიანაც არ ვიფორიაქოთ (რადგან სამის ჰარმონიული სიყვარული, თუნდაც, პოლიტიკური, ფაქტობრივად, გამორიცხულია).
იმ ერთადერთ თეორიულ შემთხვევაში კი, თუ ბაქო და ერევანი დაძმობილდებიან და ზედამხედველად ჩვენს ოკუპანტს აირჩევენ, ნიშნავს, რომ თითქმის გაურღვეველ ალყაში ვართ, რაც, მეორე მხრივ, არც თუ ცუდია, რადგან დანის წვერის საძილე არტერიაზე მიბჯენა სიცოცხლის წყურვილის გაღვიძების საშუალებაცაა.
скачать dle 11.3