კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№. 18 წლის ხატიას სიცოცხლის გადარჩენა უკვე ერთი ლარითაც შესაძლებელია

თითქმის ერთი წლის წინ, 7 სექტემბერს, 18 წლის  ხატია თვაურს, ს. ხეჩინაშვილის კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, პალატაში გადაყვანილი პაციენტი გაითიშა. დაგვიანებით ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ კი გოგონა უგონო მდგომარეობაში დარჩა.
     
მთავარი ექიმი - ზაქარია ოდიშვილი და ხეჩინაშვილის კლინიკა პასხისმგებლობას საკუთარ თავზე არ
იღებენ  და ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევბი იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. არსებულ საქმსთან დაკავშირებით გამოძება ისევ მიმდინარეობს და დღემდე, არც ექსპერტიზის პასუხი არ მიუღია ოჯახს.
 
ხატია ამჟამად მკურნალობის კურსს სახლში გადის, თუმცა, კომიდან ჯერაც კიდევ არ გამოსულა. იმისათვის, რომ გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს, თვეში 5 000 ლარია საჭირო, რადგან მას სახლის პირობში უფრო მეტი პროცედურა სჭირდება. 

თეონა სიდამონიძე (დედა): „სახლში წამოყვანის შემდეგ, ოპერაციები გავუკეთეთ სხვა კლინიკებში, კომიდან არ გამოსულა, მაგრამ ძველ მდგომარეობასთან შედარებით, უკეთესადაა.  თუმცა, მკურნალობა და გააქტიურება სჭირდება. სახლის პირობებში ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ძალიან მცირეა. ასეთი პაციენტები საქართველოში ძირითადად სახლში ჰყავთ, რადგან შესაბამისი საავადმყოფო აქ არ არსებობს.საზღვარგარეთ მინდა გადაყვანა, ველოდები კალკულაციას თურქეთიდან და გერმანიიდან, შემდეგ კვირაში აუცილებლად გამომიგზავნიან და შესაძლებლობის მიხედვით ავარჩევ. ასეთ პაციენტებს სჭირდებათ სპეციალური საავადმყოფო, სადაც შესაბამისად მიხედავენ.

სახლის პირობებში, თვეში 5 000 ლარი მჭირდება, რომ ხატიას ვუმკურნალო. იმისათვის, რომ სცოცხლე შევუნარჩუნოთ, მასაჟი და წამლები სჭირდება, დღეღამიანი ექთანი მყავს, აპარატურა მაქვს დაქირავებული და ა.შ.

როდესაც ხატია კლინიკიდან გამოვიყვანე, ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვე დახმარება და ექთანის მომსახურება მხოლოდ  ორი თვე დამიფინანსა. ეს ექთანი
კი  დღემდე სახლში მყავს.

კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება, რათა შევძლო ხატიას მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება.“– განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში თეონა სიდამონიძემ.
 

ხატიას სიცოცხლის გადარჩენა და მისთვის ერთი ლარის ჩარიცხვა უკვე მობილურითაც შესაძლებელია.  
 
ზარის განხორციელება შეიძლება ბილაინისა და მაგთის ოპერატორიდან და მისი ღირებულება 1 ლარია.
 

დარეკეთ: 0901701427; ხატიას სიცოცხლისთვის ერთი ზარიც მნიშვნელოვანია.

თანხის გადარიცხვა, ასევე შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც:
 
ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:
GE39BG0000000327582300
თიბისი ბანკი:
GE62თB7512745061100031
ვითიბი ბანკი:
GE54Vთ100000246539450

საკონტაქტო ინფორმაცია: სიდამონიძე თეო (დედა)-მობილური: 555199134

скачать dle 11.3