№40 ბრასერია “Nice room“ უკვე თბილისშია
ცოტა ხნის წინ თბილისში, ჭავჭავაძის #47-ში ბრასერია “Nice room“ გაიხსნა, სადაც შემთხვევით აღმოვჩნდით და იქაურმა საუცხოო გარემომ და არაჩვეულებრივმა სამზარეულომ, რისი გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. გაგვიმართლა და ადგილზე აღმოჩნდნენ ბრასერიის დამფუძნებელი და მენეჯერი, რომლებსაც ქართული ბრასერიის შექმნის იდეასა და მისი განსაკუთრებულობის საიდუმლოზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.
რაულ ნიჟარაძე (კომპანია “Nice room“-ის დირექტორი): “Nice room“ წარმატებული სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც გააჩნია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და ახლა უკვე ბრასერია და სასტუმრო. ბევრს ვმოგზაურობ ევროიპის ქვეყნებში და ყოველთვის მინდოდა, საქართველოშიც შემომეტანა ეს კულტურა, ძალები მომესინჯა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და თბილისში გამეკეთებინა ბრასერია, სადაც მყუდრო და კომფორტულ გარემოში სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარებისა და გემრიელი კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებოდათ.
ლადო ჯორჯაძე (ბრასერია “Nice room“-ის მენეჯერი): ჩვენ შევეცადეთ, თბილი ხალხით სავსე თბილისისთვის, ისეთი ადგილი შეგვემატა, სადაც მეგობრობის, ურთიერთობების, სიყვარულის და
ემოციების გაზიარებისთვის საუკეთესო გარემო იქნებოდა. მაქსიმალურად დავიხარჯეთ იმისთვის, რომ ჩანაფიქრი რეალობად გვექცია. ყველაფერს, რაც ამ სფეროში საუკეთესო გვაქვს, დავუმატეთ საერთაშორისო გამოცდილება და მივიღეთ ბრასერია “Nice room“, რომელმაც მოკლე დროში შეძლო სტუმრების გულის მოგება და ბევრი მათგანის შეხვედრების, განტვირთვის თუ სხვადასხვა დღესასწაულების აღსანიშნავ საყვარელ ადგილადაც იქცა.
-ალბათ, ჩვენი მკითხველის ნაწილმა არ იცის, რა არის ბრასერია
-მე-19 საუკუნის მიწურულს ღვინის მდიდარი ტრადიციების ქვეყანაში, საფრანგეთში - სადაც ევროპული ღვინის აკვანია, გარკვეული დაავადებების გამო ვაზი განადგურდა და მის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდა. ყოველდღიური დასალევი ღვინო გაქრა და ის ნელ-ნელა შტატებიდან და შოტლანდიიდან შემოიტანილმა ვისკიმ ჩაანაცვლა, პარალელურად განვითარდა ლუდის ხარშვის მიმართულებაც. სიტყვა ბრასერია სიტყვასიტყვით ლუდსახარშს ნიშნავს. ღვინის სანაცვლოდ ლუდის ფართო ასორტიმენტი გაჩნდა საფრანგეთში. ფრანგმა რესტორატორებმა კი იმ უბრალო ხალხისთვის, ვისაც მაღალი კლასის რესტორნებში სიარული და ძვირადღირებული ღვინის მირთმევა არ შეეძლო,
შექმნეს ბრასერია, როგორც ლუდხანა, სადაც აბსოლუტური დემოკრატია იყო და მალე ის ყველა ფენის წარმომადგენლებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. მყუდრო და კომფორტულ გარემოში სტუმრებს როგორც უბრალო კერძების, ისე მაღალი კლასის ფრანგული სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება აქვთ. დღეს არაერთი ცნობილი ბრასერიაა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.
-აღსანიშნავია თქვენი თანამშრომლების საოცარი მასპინძლობა და მეგობრული დამოკიდებულება თითოეული სტუმრის მიმართ
-ეს სერვისი ხელს უწყობს იმ იდეალური გარემოს შექმნას რაც “Nice room“-შია. სასტუმროს და ბრასერიის სტუმრები ჩვენგან მაქსიმალურ კომფორტს იღებენ. სტუმარს შემოსვლიდან გასვლამდე არ ტოვებს უჩინარი, ბუნებრივი, ორგანული მზრუნველობა ჩვენი თანამშრომლების მხრიდან, აქ არსებული მეგობრული და თბილი გარემო კი მათთვის იდეალურ სიმყუდროვეს ქმნის.
-ვინ ქმნის ამ შთამბეჭდავ და დაუვიწყარ გემოს?
-ჩვენი შეფ-მზარეული ახალგარდა ოსტატია, რომელსაც მისი გამოცდილებიდან და ჩვენი სტუმრების გამოუხმაურებიდან გამომდინარე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უდაოდ საინტერესო მომავალი აქვს. ის არის თავისი იდეებისთვის მებრძოლი შემოქმედი, რომლის გონებაში ხშირად ისეთი კერძები იბადება, რომელთა თეორიული განხილვა ჩვენში ეჭვს იწვევს, მაგრამ შედეგით ყოველთვის აღფღთოვანებულები ვართ.
მთავარ აქცენტებს პროდუქციის ხარისხზე ვაკეთებთ, ქართული გემოს შენარჩუნებისთვის ჩვენი კერძებისთვის საჭირო ინგრენდიენტების აბსოლუტური
უმრავლესობა საქართველოშია წარმოებული.
-რისგან შედგება “Nice room“-ის მენიუ?
-ჩვენს მენიუში შეხვდებით ისეთ კლასიკურ ქართულ კერძებსაც, როგორიცაა: ფხალი, ქაბაბი, ჩაქაფული, ჩანახი და ა.შ, თუმცა, არც ერთი მათგანი იმეორებს იმ ტრადიციულ გემოს და ვიზუალს, რაც ყველამ კარგად ვიცით. თითოეული მათგანი უნიკალურ, საავტორო სტილშია შექმნილი.
ასევე მინდა აღვნიშნო კერძების ჰიტი სწრაფ კვებაში-ბურგერი. რომლის ისტორიაც 40-იანი წლების ამერიკაში იწყება, წლების მანძილზე ვითარდებოდა და მივედით იქამდე, რომ ბურგერი დღეს მაღალი კლასის რესტორნების მენიუშიც კი შევიდა. ჩვენ ბურგერს შევუნარჩუნეთ თავისი კლასიკური ვიზუალი, მაგრამ მივანიჭეთ ქართული გემო, მე როცა პირველად გავსინჯე “Nიცე ღოომ“-ის ბურგერი, რომლის გემოსაც საკმაოდ დიდხანს ვამუშავებდით, ვიგრძენი ქართული სამზარეულოს ნოტები, რისი სიტყვებით გადმოცემაც რთულია.
P.S. თუ ერთხელ მოხვდით ბრასერია “Nice room“-ში მისი კერძების განუმეორებელი გემო, მყუდრო და საუცხოო გარემო აუცილებლად შეგაყვარებთ თავს!