კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რისი ეშინოდა ეთო გუგავას ყველაზე მეტად მეორედ ოჯახის შექმნამდე და რისთვის დაიბარა ის სოფიკო ჭიაურელმა თავისთან

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ეთო გუგავა ბოლო პერიოდში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „სწერვა“ და სკანდალური გოგოს, თათია ეგაძის როლში გამოჩნდა. მოვლენები მისი პერსონაჟის გარშემო არცთუ ისე სასიამოვნოდ განვითარდა და ეთოს, მაყურებელთან ერთად, იმედი აქვს, რომ თათიას წინ ახალი ისტორიები ელოდება.
ეთო გუგავა: ძალიან პატარა ვიყავი – სამი წლის, როცა თვითმფრინავში გავაჟღერე, რომ მსახიობობა მინდოდა და იქვე მინი სპექტაკლიც მოვაწყვე (იცინის). მას შემდეგ ყველაფერს ამ პროფესიასთან ვაკავშირებდი და ვხვდები, სწორი არჩევანი გავაკეთე. იმის მიუხედავად, რომ მწვერვალები ვერ დავიპყარი, არაფერს ვნანობ, ჩემი საქმე საოცარ სიამოვნებას მანიჭებს.
– როგორც ვიცი, კარიერის დასაწყისში სოფიკო ჭიაურელს გამსგავსებდნენ.
– სკოლის პერიოდში „მერი პოპინსში“ ვითამაშე და მაშინ დაიწერა ჩემზე, მომავალი სოფიკო ჭიაურელიაო. ამის შესახებ თავადაც გაუგია და გადმომცეს, სოფიკო ჭიაურელს შენი ნახვა უნდა: ჩემთან მოვიდეს, სპექტაკლზე ვეპატიჟებიო. მივედი და მითხრა, იმედები არ გამიცრუო და არ შემარცხვინო, თორემ იცი, რას გიზამო?! (იცინის) ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის, მეგონა, უკვე ვარსკვლავებს ვწყვეტდი. მერე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და რომ ვამთავრებდი, მაშინ გავთხოვდი, შვილი შემეძინა და აკადემიური ავიღე. რაღაც პერიოდი ყველაფერი შევწყვიტე და შვილზე გადავერთე. მერე, როცა ოჯახი დამენგრა, ისევ დავიწყე პროფესიაზე ზრუნვა.
– მომღერლობაც სცადე...
– ეს სიტუაციამ მოიტანა. მარტოხელა დედა ვიყავი და სამსახურს ვეძებდი. „კარაოკეში“ წამყვანად დავიწყე მუშაობა. იქ განსაკუთრებული ვოკალი არ მომეთხოვებოდა, მთავარი იყო, დარბაზი ამეყოლიებინა. აღმოჩნდა, რომ სიმღერა გამომდიოდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი ნამღერით, მაგრამ ხალხი ითხოვდა (იცინის).
– მანამდე კი იყო „ჯეობარი“, თან, ასეთი სკანდალური ქართულ ტელესივრცეში იმ დროს არაფერი ყოფილა.
– მაშინ 26 წლის ვიყავი და უკვე შვილიც მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მოხვედრის შანსი ძალიან მინიმალური იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვხვდებოდი.
– ქმარს არ ჰქონდა პრობლემა?
– როგორ არ ჰქონდა. მაგრამ არც მიკითხავს, ფაქტის წინაშე დავაყენე. მინდოდა და იმიტომ. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს რამის გაკეთება უნდა, რაც სხვას ზიანს არ მიაყენებს, უნდა გააკეთოს. ერთადერთი, შვილის გამო გამიჭირდა. ნიაკოს გარეშე გავგიჟდი, სულ სიზმარში ვხედავდი. მოჰყავდათ და ფანჯრიდან ვუყურებდი ხოლმე. რატომღაც სულ „საქართველო, საქართველოს“ ყვიროდა (იცინის). მერე ისე ვბღაოდი ხოლმე, შემომიყვანეს შიგნით, გავაშიშვლე და გიჟივით ვკოცნიდი.
– „ჯეობარში“ იყო დედასთან პირველი კონტაქტიც.
– კი. მანამადე არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ის უკრაინაში ცხოვრობს, იქ ჩააკითხეს, თეფში დაუდგეს და უთხრეს, უყურე, ეს შენი შვილიაო და მე ჩანაწერები მაჩვენეს. რაღაც პერიოდი  სატელეფონო კონტაქტი გვქონდა. მერე კი ყველანაირი კავშირი გავწყვიტე. „სკაიპითაც“ კი არ მყავს ნანახი. სამი წლისაც არ ვიყავი, როცა მამამ წამომიყვანა და ყველაფერი იქ დამთავრდა.
– პოპულარული გოგო იყავი, თან, სულ სკანდალთან ასოცირდებოდი. როგორ დაიწყო მეორე ურთიერთობა?
– სულ სკანდალთან ვასოცირდებოდი, არადა, რეალურად არ ვარ ასეთი. უბრალოდ, გაჩუმება არ ვიცოდი. რასაც ვფიქრობდი, ყველას პირში ვახლიდი და მათგან წამოსულ აგრესიას მეც შესაბამის პასუხს ვცემდი. მკაცრი ადამიანი ვარ და ჩემი ხმა რატომღაც უფრო ხმამაღალია, ვიდრე სხვისი. სკანდალს მუდმივად თავს ვარიდებ, მაგრამ თუ მაინც მოხდა, არ არსებობს იქიდან დაჩაგრული მე წამოვიდე. „დასშიც“ ამ მიზეზით შემიყვანეს, ცოტა გამოაცოცხლე აქაურობაო (იცინის). იქაც დიდი ამბები და სკანდალები იყო, თუმცა არ ვიცი, რატომ. ცხოვრებაში ასეთი არ ვარ. მეორე ურთიერთობას რაც შეეხება, ჩემი და ჩემი მომავალი მეუღლის ურთიერთობა ჯერ სატელეფონო კონტაქტით დაიწყო და როცა ძალიან საინტერესო გახდა, მერე მივხვდით, რომ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით.
– მისთვის არ იყო პრობლემა შენი სკანდალური იმიჯი?
– პირიქით, მაყოლებდა ხოლმე ამ ისტორიებს. ჩემი მეუღლე არ არის ტრადიციული ქართული ხასიათის: აქ არ დაგინახო, ის არ ჩაიცვა და მსგავსი დამოკიდებულებებით. პირიქით, ყოველთვის ყველაფერში ხელს მიწყობს და ზოგადად, ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანია.
– უფროსი შვილი მეორე ოჯახის შექმნას როგორ შეეგუა?
– ცხოვრებაში რაც ყველაზე მეტად მაშინებდა, ბავშვიანი ქალის გათხოვება და მამინაცვლისა და შვილის ურთიერთობა იყო. ვერცერთ მომენტში ვერ ვიტყვი, რომ გიორგი მამინაცვალია და ნია – გერი. ნიაკო ოჯახში ძალიან თბილად მიიღეს. ამ მხრივ, პრობლემები არ მაქვს. მე შინაგანად მაქვს განცდები და ჩემს შვილებს სულ კრუხივით ვიცავ, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ რეალურად ეს არ სჭირდებათ. ეს შეგრძნებები თავიდან უფრო მქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან კარგი მეუღლე მყავს.  
– ბოლო დროს „ჩემი ცოლის დაქალებში“ ხარ და იქაც „სწერვა და სკანდალისტკა“ გოგოს როლი გაქვს.
– მგონია, რომ ჩემთვის როლების შერჩევაში პროდიუსერებს ჩემი ვიზუალი ეხმარებათ. კრუელა გარეგნობა მაქვს (იცინის). ხალხს ჰგონია, წარბაწეულს მძინავს. არადა, რეალურად, მგონი, ყველაზე მტირალა ვარ. შემიძლია, ვიტირო ფილმის ყურებისას, გიო რომ ბავშვებს ეფერება, ჩემი შვილები რომ ტირიან და კიდევ უამრავ რამეზე. შეიძლება, ცოტა „სწერვაც“ ვარ? არა, უბრალოდ, რასაც ვფიქრობ, ვამბობ. ამ ბოლო დროს გაჩუმებაც ვისწავლე, მაგრამ სახეზე მაინც ყველაფერი მეტყობა. მარტო მაშინ ვარ ისეთი, როგორიც ყველას ვგონივარ, თუ ვინმემ 12 საათამდე გამაღვიძა (იცინის).
скачать dle 11.3