კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ გახდა ირინა გუჯაბიძე ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის წევრი და ლონდონის მსხვილი კომპანიის ერთადერთი ქართველი თანამშრომელი და მეწილე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ირინა გუჯაბიძე ის ადამიანია, რომელსაც დაბადებიდან, სილამაზესთან ერთად, ნიჭი, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაჰყვა. სწორედ ამის წყალობით, ფოთში გაზრდილმა გოგონამ, ლონდონში ისწავლა, საკუთარი საქმე იპოვა და ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის – Appy Food & Drinks-ის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ათპროცენტიანი მეწილე გახდა. ირინა დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის წევრიცაა. ჩვენ მას ლონდონში დავუკავშირდით და გამოვკითხეთ, როგორ მოხვდა სამშობლოდან უცხოეთში და რა გზა გაიარა 30 წლის გოგონამ ამხელა წარმატებამდე.
ირინა გუჯაბიძე: დავიბადე და გავიზარდე ფოთში. 20 წლის ასაკიდან ლონდონში გადმოვედი საცხოვრებლად. ფოთში პირველი გიმნაზია დავამთავრე და ისე ჩავაბარე უმაღლესში, რეპეტიტორთან არც კი დამჭირვებია მომზადება. მშობლებმა თბილისში მარტო არ გამიშვეს და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. მართალია, სამართალმცოდნეობის შესწავლა ჩემი ცხოვრების მიზანი არ იყო, მაგრამ პასუხისმგებლობა მაქვს მაღალ დონეზე განვითარებული, მიყვარს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და მაინც კარგად ვისწავლე და უნივერსიტეტი წარმატებით, წითელ დიპლომზე დავამთავრე. სამაგიეროდ, ლონდონში ჩამოსულმა ავიხდინე ოცნება – სანდერლენდის უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მარკეტინგის განხრით. შემდეგ ბრიუნელის უნივერსიტეტში მაგისტრატურაც დავამთავრე მარკეტინგისა და პიარის განხრით. ბრიუნელის უნივერსიტეტში, როგორც წარმატებულ კურსდამთავრებულს, ლექციების წაკითხვა შემომთავაზეს, რასაც ნამდვილად არ ველოდი. წარმატების მიღწევა არ არის იოლი, ამას ბევრი მუშაობა და ცოდნა სჭირდება. ეს გზა არც ჩემთვის იყო ადვილად გასავლელი, ბევრი უძილო ღამის ფასად დამიჯდა ის, რითაც დღეს ჩემი ოჯახი ამაყობს.
– თქვი, მშობლებმა ფოთიდან სასწავლებლად დედაქალაქში არ გამიშვესო და ლონდონში როგორ მოხვდი?
– ფოთში ჩემი მომავალი მეუღლე, ოლეგ მოლოჩენკო გავიცანი.  ისე უყვარს საქართველო და ისეთი პატრიოტია, ბევრი ქართველი ვერ დაუდგება გვერდით. დედით ქართველია, მამით კი – უკრაინელი. რუსეთშია გაზრდილი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ზაფხულში, ბებიასთან და ბიძაშვილებთან დასასვენებლად იყო ჩამოსული. საერთო მეგობრები გვყავდა და ძალიან დავახლოვდით. მერე ეს გრძნობა სიყვარულში გადაიზარდა და გაცნობიდან ერთ წელში სიონის საკათედრო ტაძარში დავიწერეთ ჯვარი. ხელი კი ლონდონში მოვაწერეთ.  მას რომ ჰკითხოთ, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო (იცინის). მე კი თავიდანვე ძალიან მომეწონა. ერთი წლის განმავლობაში, როგორც კი შესაძლებლობა ჰქონდა და უნივერსიტეტში – არდადეგები, ჩემს სანახავად ჩამოდიოდა. მერე მივხვდით, ასე წინ და უკან სიარული რთული იყო და დაქორწინება გადავწყვიტეთ. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი ლონდონში საყვარელი ადამიანის გვერდით. უკვე ცხრა წელია, ცოლ-ქმარი ვართ და აქ დაიწყო ჩემი სურვილების ახდენა. მე, წარმოშიბით გურული ვარ, დედა კი მეგრელი მყავს და ისეთი გარეგნობა მაქვს, ყველას მე ვგონივარ რუსი, ოლეგი კი ქართველი და საქართველოში რომ ვართ, მე რუსულად მომმართავენ, მას კი – ქართულად (იცინის).
– ირინა, დღეს, ერთადერთი ქართველი ხარ, ვინც კომპანია Appy Food & Drinks-ში მუშაობს და მისი ათპროცენტიანი წილის მფლობელი ხარ. როგორ მოახერხე, ლონდონის ამ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მეწილე გამხდარიყავი?
– Appy Food & Drinks ბიოპროდუქციას აწარმოებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის და არაერთ ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობს. აქ სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. ჩემ გარდა, ყველა ბრიტანელი იყო და ბევრად მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მე. ზაფხულის არდადეგებზე, ხელიდან არ გავუშვი უნივერსიტეტის შემოთავაზება, რომ მემუშავა  სამი თვით სტაჟირებაზე. არ ვიცი, რატომ ამირჩიეს ათი სტუდენტიდან მე, ალბათ, ენების ცოდნამ იქონია გავლენა და იმან, რომ არასდროს შემშინებია, ინიციატივა გამომეჩინა. როდესაც სხვა სტაჟიორები ზუსტად იმას აკეთებდნენ, რასაც ავალებდნენ, მე მქონდა ჩემი იდეები და ხშირად ვთავაზობდი ალტერნატიულ გზებს ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად. უფროსმა მითხრა, როდესაც სხვა სტაჟიორებს დავალებას მივცემდით, თავის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ, შენ კი ყოველთვის ამბობდი, მე ამას გავაკეთებო. დღეს თავად მყავს სტაჟიორები და სულ ვურჩევ, არასდროს შეეშინდეთ იდეების ხმამაღლა თქმის. რაც შეეხება ამ კომპანიაში 10-პროცენტიანი წილის ფლობას, ეს ისეთი წარმოუდგენელი იყო, თავიდან ვერც მე დავიჯერე. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ფულს არ მიხდიდნენ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ოფისში ვრჩებოდი.   ასევე, პროექტები, რომლებიც მე წამოვიწყე, კომპანიისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. მათ ჩემში მონდომება დაინახეს. როდესაც კომპანიის წილი შემომთავაზეს, ვერ ვიჯერებდი, სანამ დოკუმენტურად გაფორმებული ჩემი თვალით არ ვნახე. ჩემი მეუღლე, პროფესიით ეკონომისტია და ერთად ვმუშაობთ. მე მარკეტინგის, რეკლამებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ, ჩემი მეუღლე კი ფინანსური განყოფილების უფროსია. ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობთ, კომპანიაში უამრავი პროექტი გვაქვს, ამიტომ თითქმის ყოველ კვირას მიწევს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრენა და ვხუმრობ ხოლმე, ფაქტობრივად, თვითმფრინავში ვცხოვრობ-მეთქი (იცინის).
– როგორც ვიცი, დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის წევრიც ხარ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
– ბრიტანულ სავაჭრო პალატაში მოვხვდი, როგორც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ინოვაციური, ახალგაზრდა ბრიტანული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჩვენი კომპანია Appy Food & Drinks დიდი ხანია, სავაჭრო პალატის წევრია და საზღვარგარეთ ამიტომ მიწევს ბევრი მოგზაურობა, რომ ექსპორტის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ფაქტობრივად, ჩემი თავი ამ ქვეყანაში ვიპოვე – ორი უნივერსიტეტი და რამდენიმე კოლეჯი დავამთავრე, მსხვილ კომპანიაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვარ და ამავდროულად, მისი მეწილე, მყავს არაჩვეულებრივი ქმარი და რაც ჩემს ქვეყანაში მენატრება, ფოთის ზღვის სანაპირო და ჩემი ოჯახის წევრები არიან. მადლობა ღმერთს, წელიწადში რამდენჯერმე ვახერხებ ჩამოსვლას და საქართველოს მიწაზე ფეხს რომ დავდგამ, ასე მგონია, ახლიდან დავიბადე. ფოთში ჩასული კი, ახალი  ძალებითა და ენერგეტიკით ვივსები, რაც ლონდონში დაბრუნებულს, დიდხანს მყოფნის.
– ძალიან ლამაზი გოგო ხარ და შენმა გარეგნობამ თუ ითამაშა შენს წარმატებაში როლი?
– სხვათა შორის, ლონდონში რომ ჩამოვედი, სამოდელო სააგენტოებიდან მქონდა შემოთავაზება. ბევრჯერ გადამიღეს ჩემი კომპანიის სარეკლამო ბანერებისა და ბუკლეტებისთვის. მოდელობა უფრო ჰობია. მიყვარს ფოტოების გადაღება, მაგრამ ამის დროც არ მაქვს. ბევრი მეუბნება, შენი გარეგნობითაც შეგაქვს წვლილი კომპანიაშიო, მაგრამ მე ის უფრო მახარებს, ჩემი გაწეული შრომა რომ ფასდება. ახლა საკუთარი სარეკლამო ფირმის გახსნაზე ვფიქრობ და იმედია, ამაშიც გამიმართლებს.
скачать dle 11.3