კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 გელა ჩადუნელი: ნამდვილმა ექიმმა ყოველდღე უნდა ჩაიდინოს რაღაც გმირობა

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ექიმმა, ტრავმატოლოგ-ორთოპედმა, მედიცინის დოქტორმა  გელა ჩადუნელმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ შექმნა ძვლების გარეგანი საფიქსაციო ღეროვანი აპარატი, რაც  ღია და დახურული რთული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობისთვის წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში. გელა ჩადუნელი გამოირჩევა თავისი განათლებითა და მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკული საქმიანობით, ის ყოველდღიურად მრავალი პაციენტის ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ და სწორედ ამიტომ დასახელდა წლის წარმატებულ ექიმად.
გელა ჩადუნელი: 1993-1998 წლებში ტრავმატოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვიყავი. 1998-2001 წლებში ვმუშაობდი იემენის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში – ურთულესი სამხედრო რეგიონი იყო და ძალიან ძლიერი პრაქტიკა მივიღე.  1998 წელს შევქმენი ძვლების გარეგანი საფიქსაციო ღეროვანი აპარატი, ისე მოხდა, რომ  როცა პატენტი მომივიდა, მე უკვე იემენში ვმუშაობდი და საქართველოში მხოლოდ დაბრუნების შემდეგ დავნერგე.
– უფრო კონკრეტულად მოგვიყევით ამ აპარატის შესახებ
– ეს გახლავთ გარეგანი ფიქსაციის ღეროვანი აპარატი, რომელიც ძვლებს მათ საბოლოო შეხორცებამდე აფიქსირებს. ძირითადად გამოიყენება გართულებული მოტეხილობების დროს. ჩვენ მიერ შექმნილი კონსტრუქცია უზრუნველყოფს სტაბილურ ფიქსაციას მრავალ სიბრტყეში, რაც იმის წინაპირობაა, რომ პროცესი დადებითად, ნაკლები გართულებებით წარიმართოს. სხვადასხვა კლინიკებში გამოყენებული ღეროვანი და იგივე ჩხიროვანი აპარატები, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ სტაბილურ ფიქსაციას ან  რადგან აგებულია მეტალურ ჩხირებზე მათი მონტაჟი რთულია და პოსტოპერაციულად ძლიერ ტკივილებთან ასოცირდება.
– პირველად როდის გამოიყენეთ ეს აპარატი?
– პირველად ჩემ მიერ შექმნილი აპარატი, ოფიციალურად, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გამოვიყენე 2002 წელს, როცა იემენიდან საქართველოში ჩამოვედი და სამსახურს დავუბრუნდი. კლინიკაში ცეცხლნასროლი დამსხვრეული მოტეხილობების მქონე პაციენტებს მკურნალობდნენ. მათგან ერთ ქალბატონს ჩირქოვანი პროცესი ჰქონდა განვითარებული. მდგომარეობა ძალიან იყო გართულებული და კიდურის შენარჩუნების პერსპექტივაც არ ჩანდა. მაშინ ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი რევაზ მაისურაძე გახლდათ, რომელსაც ჩემი აპარატის გამოყენება შევთავაზე და დამთანხმდა. აპარატი პაციენტის ბარძაყზე ავაწყვე, ქალი მეორე დღიდან ფეხზე დადგა, ხოლო  ჩირქოვანი პროცესები ერთ კვირაში შეწყდა. თუმცა, მანამდე, 1998 წელს, პატენტის მოლოდინის პერიოდში, ამ მიდგომას პროფესორ ჯემალ გოგუაძესთან მუშაობისას ვიყენებდი, მას შემდეგ წლები გავიდა და ამაყი ვარ, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში დანახული ჩემეული მიდგომა დღესაც აქტუალური და წარმატებულია.
– როგორია თქვენი აპარატის აგებულება, რა უპირატესობა აქვს სხვებთან შედარებით?
– ჩვენი აპარატი აგებულია გლუვ ტრნსსეგმენტურ და ხრახნიან ღეროებზე, რომლებიც მოტეხილობის ხარისხის მიხედვით გამოიყენება. მოტეხილობის ხარისხთან და ტიპთან შესაბამისად აპარატის კონსტრუქცია შეიძლება, შეიცვალოს ცალ-ცალკე ან კომბინაციაში. ოპერაციის პერიოდში ვწყვეტთ, თუ რომელი სეგმენტის ფიქსაციას ვაწარმოებთ, რაც აგრეთვე, უზრუნველყოფს, რომ  ღეროები მიზანმიმართულად გავატაროთ იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით და არა იძულებით.
სხვა აპარატებზე არსებული ხვრელი, როგორც  სხვადასხვა ტიპის უცხოურ აპარატებში, არასტაბილურ ფიქსაციას იძლევა, ხშირად ყალიბდება ყალბი სახსარი ან ვერ ხერხდება ინფექციური პროცესის აცილება. ჩვენი აპარატით კი შესაძლებელია ფრაგმენტების ფიქსაცია მათ სრულ კონსოლიდაციამდე და  განსაზღვრული საბოლოო შედეგის მიღწევამდე.
– როგორ ხდება აპარატის დამონტაჟება?
– აპარატის მონტაჟი ხდება სწრაფად და მარტივად, დროის ფაქტორს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. როცა რთულ მოტეხილობებთან გვაქვს საქმე, კრიტიკული სიტუაციაა, ავადმყოფი  შოკშია ან შერწყმული ტრავმაა და სხვა ოპერაციული ჩარევებიც ესაჭიროება, მაგალითად, რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, ყველაფერი მოკლე დროში უნდა მოხდეს, ნაკლები ტრავმის მიყენებით, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე – ჯერ გატარდება ღეროები და შემდეგ – მონტაჟი, ფრაგმენტების სტაბილური ფიქსაცია უზრუნველყოვილია ღეროების მულტიღერძული გატარებით. გარეგანი მონტაჟი კი ხდება ხრახნიანი ღერძების ბრტყელი და მრგვალი ფიქსატორების, საჭიროებისას კი – სპეციალური რკალების გამოყენებით   მკურნალობის პროცესის დროს სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელია კიდურის ღერძის კორექცია, საჭიროებისას კი – ფრაგმენტთაშორის კომპრესიის ან დისტრაქციის განხორციელება.
– როგორია თქვენი აპარატის გამოყენების სტატისტიკა?
– კონკრეტულად ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ჩემ მიერ შექმნილი აპარატისა და მკურნალობის მეთოდის გამოყენებით, 2002 წლიდან დღემდე, 1 500-ზე მეტ პაციენტს ვუმკურნალეთ და დაახლოებით 95 პროცენტში ეს მეთოდი საბოლოო აღმოჩნდა და დამატებითი სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება საჭირო აღარ გახდა. უცხოეთში  მძიმე ხარისხის ღია მოტეხილობების დროს, სტატისტიკით, ინფექციური გართულებების შემთხვევები 40-დან 60 პროცენტამდეა, ხოლო ჩვენთან ასეთი ტიპის გართულებები 2-3 პროცენტს არ აღემატება.
– რა არის აუცილებელი კარგი ორთოპედისთვის?
– თეორიული ცოდნა, ტექნიკური მომზადება და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. ნამდვილმა ექიმმა ყოველდღე უნდა ჩაიდინოს სხვებისთვის შეუმჩნეველი რაღაც გმირობა. ზოგჯერ არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორებიც, მაგრამ ექიმი ვალდებულია, ყოველთვის მონახოს გამოსავალი და ოპერაცია პაციენტის სასარგებლოდ დაასრულოს.
скачать dle 11.3