კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორი პიროვნება ხართ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ცხოვრება სავსეა გამოწვევებით. ხშირად გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, რაც ზოგჯერ მარტივი გასაკეთებელია, ზოგჯერ კი  – რთული,   თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ადამიანებსაც უნდა გავუწიოთ ანგარიში.  სწორედ ამით განისაზღვრება ადამიანის პიროვნულობა.      
თქვენი პიროვნების უკეთ გასაცნობად გთავაზობთ ტესტს.
წარმოიდგინეთ,  ხართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და უნდა დაუთმოთ ადგილი სამიდან იმ ადამიანს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება:

ა) მოხუც კაცს;
ბ) ფეხმძიმე ქალს;
გ) ბავშვს.
თუ არჩევანი გააკეთეთ, მოძებნეთ შესაბამისი პასუხი:
1. თუ ადგილს ბავშვს დაუთმობდით –  კეთილი ხართ და მარტივად შედიხართ ადამიანებთან კონტაქტში. გამოირჩევით კომუნიკაციის შთამბეჭდავი უნარით. განსაკუთრებით გეადვილებათ ბავშვებთან ურთიერთობა. ალბათ, იმიტომ რომ მათსავით გულწრფელი და უშუალო ხართ. ახალგაზრდები თქვენი ინსპირაციის წყაროა. თქვენ ხართ ლიდერი, რომელიც ფიქრობს ადამიანებზე და განსაკუთრებით მომავალ თაობაზე.
2. თუ ადგილს ფეხმძიმე ქალს დაუთმობდით – ფიქრობთ, რომ  ფეხმძიმე ქალისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საკმაოდ რთულია, თანამედროვე საზოგადოებაში ქალების დიდი ნაწილი მუშაობს და ფეხმძიმობასთან ერთად, ქალს უამრავ ყოველდღიურ სტრესთან უწევს გამკლავება და სწორედ მას უთმობთ ადგილს, ეს თქვენს პასუხისმგებლობის გრძნობაზე მიუთითებს, საოცრად მზრუნველი, ბედნიერი ხართ, როცა ადამიანებს ეხმარებით და არც თუ მარტივ რეალობას მცირედით მაინც უმსუბუქებთ.
3. თუ სკამს მოხუცს დაუთმობთ – ეს მიუთითებს, იმაზე რომ პატივს სცემთ ღირებულებებს, კარგად აღზრდილი და კულტურული ადამიანი ხართ. მორალი და ეთიკა თქვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. გსიამოვნებთ ხანშიშესულებთან საუბარი და მათგან ბევრს სწავლობთ. არასოდეს ივიწყებთ წარსულს და ცდილობთ არა მარტო სხვების, თქვენი გამოცდილებიდანაც კი, რაც შეიძლება, მეტი ისწავლოთ. ძალიან მგრძნობიარე ხართ და გიყვართ ადამიანები.
скачать dle 11.3