კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ იშოვეს გია ფერაძემ და მისმა მეგობრებმა სოჭში „საგულაო“ ფული

ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „სამოციანი წლების (მეოცე საუკუნის) მიწურულია. თეატრალურის პირველი კურსი დავხურე. მე და ჩემს ძმაკაცებს „სოჩაში“ (სოჭში) წასვლა გვინდა, მაგრამ ფული არ გვაქვს. ვერც ვერსად ვიშოვეთ. არა და „ნაშების“ სეზონია და ორას-ორასი მანეთი მაინც ხომ უნდა გვქონდეს. ერთი სიტყვით, დიდ საგონებელში ვართ ჩავარდნილები. ჩემმა უახლოესმა ძმაკაცმა, გვარსა და სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, თქვა:
– ძმებო, მეზობელი მყავს, ხაჩიკა. „უჩებნიზე“ მუშაობს. სმა უყვარს. მოდი, მისი მანქანით გავაკეთოთ „მაყუთი“, მაგრამ მე ვერ გამოვჩნდებიო. „უჩებნებს“ სასწავლო მანქანებს ეძახდნენ, რომლებზეც „ლევად“ ავტომობილის მართვას სწავლობდნენ. ისინი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იდგნენ. მძღოლს თუ მოელაპარაკებოდი, 10 მანეთად ნახევარი საათი დაგსვამდა საჭესთან, თვითონ კი გვერდით მოგიჯდებოდა. „უჩებნის“ მძღოლებს კი კლიენტურა არ აკლდათ. ძირითადად, სკოლის მოსწავლეები მოდიოდნენ „საკატაოდ“ და მძღოლები კარგ ფულს შოულობდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხაჩიკასთან სამნი მივედით, 30 მანეთი გადავუხადეთ და მანქანა საათ-ნახევრით დავიქირავეთ. დრო რომ გავიდა, სმის მოყვარული ძია ხაჩიკა რიყეზე „ზაბეგალოვკაში“ დავპატიჟეთ და ისე დათვრა, რომ ჩაეძინა. ჩვენ კი ის უკანა სავარძელზე მივაწვინეთ და „ავმუშავდით“. „კატაობის“ ფასი გავაორმაგეთ და მთელი დღე ფულს ვაკეთებდით. საღამოს კი ძია ხაჩიკას გაეღვიძა, რომ დაგვინახა, უცებ ვერ გაგვიხსენა. 30 მანეთი მივეცით და ვუთხარით, ხვალაც გამოგივლითო. მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც იგივე გაგრძელდა – ხაჩიკა თვრებოდა და იძინებდა, ჩვენ კი ფულს ვაკეთებდით. სამდღიანი „ჩალიჩის“ შედეგად 900 მანეთი ვიშოვეთ. აქედან ხაჩიკაზე სულ 100 მანეთი დაიხარჯა. ასიც ვაჩუქეთ და 700 მანეთით „სოჩაში“ მაგრად „ვიგულავეთ“. ათი დღე რესტორანი და „ნაშები“ არ მოგვკლებია და ქეიფის დროს ძია ხაჩიკას სადღეგრძელო „აბიზალოვკა“ იყო“.
ნიკა ლაშაურიскачать dle 11.3