№39 ბრძნული აზრები
პლატონი: ისინი, ვინც იმდენად ჭკვიანები არიან, რომ პოლიტიკაში არ წავიდნენ, ისჯებიან იმით, რომ მათ სულელები მართავენ.
კამიუ: თავისუფალია ის, ვისაც შეუძლია, არ იტყუებოდეს.
ჩერჩილი: ცუდ ხელისუფლებას ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.
დოსტოევსკი: მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, ვიყო თავისუფალი. მზად ვარ, მას ყველაფერი შევწირო, მაგრამ ხშირად, ძალიან ხშირად ვფიქრობ, თუ რას მომიტანს ეს თავისუფლება.
ავრელიუსი: რისკის გარეშე ჩვენ ასჯერ მეტს ვრისკავთ.
კანტი: კაცი თავისუფალია, თუ მას არა პიროვნების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მორჩილება სჭირდება.
შოუ: თუ ხალხმა ხელში აგიტაცა, ნუ გაგიხარდება. კარგად დააკვირდი, იქნებ კუბოში წევხარ.
კარნეგი: არასდროს, არც ერთი წუთით არ იფიქრო იმ ადამიანებზე, ვინც თქვენთვის არასასიამოვნოა.
პოლ ვალერი: გამოღვიძება ისეთ მნიშვნელობას ანიჭებს სიზმრებს, რასაც ისინი არ იმსახურებენ.
რეიგანი: უმჯობესია, ვისაუბროთ ერთმანეთთან და არა ერთმანეთზე.
მანერჰეიმი: სანამ აუარება თანხებს თავდაცვაში დავხარჯავდეთ, ხალხს უნდა შევუქმნათ ცხოვრების ის დონე, რომლის დაცვასაც ისინი მოინდომებენ.
შოპენჰაუერი: ჯანმრთელი მათხოვარი ავადმყოფ მეფეზე ბედნიერია.
ჰიუგო: ნებისმიერი ომი ევროპელებს შორის არის სამოქალაქო ომი.
ჰეგელი: ადამიანი არასოდეს სჯერდება იმას, რაც აქვს და მუდამ ისწრაფვის, სულ უფრო მეტი მოიხვეჭოს. მიეცით ადამიანს ყველაფერი, რასაც მოისურვებს და უმალ იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის ყველაფერი.
დე გოლი: იმედის დასასრული სიკვდილის დასაწყისია.
ფრანკლინი: ნებისმიერ ცხვარს მწყემსი გენიოსი ჰგონია, ხოლო ძაღლი – ფარის დამცველი, თუმცა პატრონიცა და ძაღლიც მგლებზე მეტ ცხვარს ჭამენ.
არისტოტელე: ყველაზე დიდი რამ, რაც მცირეში არის მოთავსებული, ადამიანის სხეულში საღი გონებაა.
უაილდი: თქვენ უბედურები დარჩებით მანამ, სანამ ჩათვლით, რომ სხვები გაქცევენ ბედნიერებად.
დიორი: ქალისთვის არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ შექმნის.
ზოლა: ჭკვიანი ქალი ისე მართავს ოჯახს, რომ კაცს თავი ოჯახის უფროსი ჰგონია.