№39 ყველის დიეტა და კვირაში მინუს 6 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ყველის დიეტა ერთკვირიანია და ამ პერიოდში თქვენ, მინიმუმ, 6 კილოგრამს დაიკლებთ. მართალია, დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა ნაკლებად შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და სასურველ ფორმაშიც უსწრაფეს დროში ჩადგებით. მთავარია, ყოველდღიურად მიირთვათ ის მენიუ, რომელსაც ეს დიეტა გთავაზობთ.
საუზმე: 100 გრამი ყველი, უშაქრო ჩაი.
ლანჩი: 1 ცალი ვაშლი ან 2 ცალი კივი.
სადილი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი ან 1 ცალი მოხარშული სოსისი, ერთი პომიდორი და 100 გრამი ყველი.
ვახშამი: 200 გრამი ხაჭო და 1 ცალი კიტრი.
ძილის წინ: 1 ჭიქა თეთრი ღვინო.
დიეტის განმავლობაში, საერთოდ უნდა გამორიცხოთ პურ-ფუნთუშეული და შაქარი. წყალი კი იმდენი უნდა სვათ, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ.