კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა თვისებებითა და ხასიათით გამოირჩევიან კონკრეტულ თვეში დაბადებული ადამიანები

თითოეული ადამიანის ხასიათის შტრიხებსა და თავისებებს განსაზღვრავს ის თვე, რომელშიც დაიბადა. კერძოდ:
იანვარში დაბადებული ადამიანი, მშვიდია, არ არის მომთხოვნი. თავს კომფორტულად გრძნობს წარმატებული და გავლენიანი ადამიანების გვერდით. ოჯახში უყვარს იდილია და წყნარი გარემო. თუმცა, ხშირად ვერ ახერხებს ემოციების გაკონტროლებას და ეს ხელს უშლის როგორც პირად, ისე კარიერულ ცხოვრებაში.
თებერვალში დაბადებული ადამიანი გონებაგახსნილი და გაწონასწორებულია. კარგი მრჩეველია გარშემო მყოფებისთვის. არასდროს იბრძვის წესების გარეშე, არის სამართლიანი და ცდილობს, მშვიდად აკეთოს ის საქმე, რაც აკისრია.
მარტში დაბადებულები კონტაქტურები და იუმორით სავსე ადამიანები არიან. გამოირჩევიან მშვიდი ბუნებით, თუმცა მათი გაბრაზება საშიშია. თუ გულში წყენა ჩაიდეს, რევანშის ასაღებად ყველა შანსს გამოიყენებენ. შეუძლიათ, ნებისმიერ ადამიანთან გამონახონ საერთო ენა, თუმცა მეგობრებს დიდი სიფრთხილით ირჩევენ და ბოლომდე მათი ერთგულები არიან. ბოლომდე ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა მიზნის მისაღწევად და საკუთარი სურვილების ასასრულებლად მეტი შრომა უწევთ.
აპრილში დაბადებული ადამიანი იმპულსური, ემოციური და მებრძოლია. ინტუიციურად გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს. თუ მოინდომა, წარმატებას ადვილად აღწევს. შრომის უნარის გამოვლენის შემთხვევაში, სტაბილური მატერიალური შემოსავალი აქვს და არასდროს ხარჯავს ფულს უმიზნოდ.
მაისში დაბადებულ ადამიანს არ უყვარს, როცა მის საქმეში ყოფენ ცხვირს და რჩევებს აძლევენ. მათზე ზეგავლენის მოხდენა რთულია, თუმცა ერთგულები არიან და ყოველთვის ეცდებიან გვერდით დაგიდგნენ. ნაკლებად ეკონტაქტებიან ისეთ ადამიანებს, რომელთანაც საერთო ინტერესი არ გააჩნიათ. მკვეთრად განიცდიან ამინდის ცვლილებებს და ეს მათ ხასიათზეც აისახება.
ივნისში დაბადებული ადამიანი შემოქმედებითი ნატურაა, თუმცა, ზარმაცი, გაორებული და არაორდინარული. არასდროს აკმაყოფილებს, რაც აქვს და მეტი და მეტი სურს. თუმცა, ამისთვის შრომა ეზარება და ხშირად ცდილობს, დაკისრებული მოვალეობა სხვას გადააბაროს.
ივლისში დაბადებული ადამიანი გულჩვილი, დამყოლი და მშვიდი ბუნებისაა.  ცდილობს, არავის აწყენინოს. ერიდება ჩხუბს, აყალმაყალს და კონფლიქტებს. არ უყვარს ორპირი ადამიანები და თვადაც არ იტყუება. თუ მასთნ საქმიან პარტნიორობას გადაწყვეტთ, ნამდვილად არ ინანებთ.
აგვისტოში დაბადებული ადამიანი ზედმეტად დამოუკიდებელია. უყვარს თავისი თავი და ცდილობს, სხვებიც თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს. თუ მოინდომა, აუცილებლად მიაღწევს მატერიალურ კეთილდღეობას. თუმცა, უყვარს ფულის ხარჯვა და ამის გამო ხშირად აქვს კონფლიქტი. ასევე, ამტანია და, შეუძლია, ნებისმიერ განსაცდელს გაუძლოს და ყოველთვის ცდილობს, გამონახოს გამოსავალი შექმნილი რთული სიტუაციიდან.
სექტემბერში დაბადებული ადამიანი გონებამახვილობით გამოირჩევა, უყვარს დებატები და ოპონენტებთან კამათი. ამ თვეში დაბადებულები დაინტერესებული არიან პოლიტიკითა და მეცნიერებით. თავს ბედნიერად გრძნობენ მეგობრულ გარემოცვაში თავის საყვარელ ადამიანებთან და ამ სიმყუდროვის დარღვევას, არავის აპატიებენ. მათი ერთგულების იმედი მუდამ გქონდეთ.
ოქტომბერში დაბადებული ადამიანი ზედმეტად მოწესრიგებული და პასუხისმგებლობით სავსეა. კარგი მეოჯახეები არიან. თუ გარემო პირობებმა ხელი შეუწყოთ, წარმატებებს ადვილად აღწევენ.
ნოემბერში დაბადებული ადამიანი ქველმოქმედია, უყვარს სხვებზე ზრუნვა და დახმარება. თავად ძლიერი პიროვნებაა და შეუძლია გარშემო მყოფებიც დაიცვას. განიცდის ყველა იმ პრობლემას, რაც მის გარშემო ხდება. უსამართლობის გამო შეუძლია, უკან არ დაიხიოს და თავისი წარმატებული კარიერა საფრთხეშიც კი ჩააგდოს.
დეკემბერში დაბადებული ადამიანი მკაცრია, მომთხოვნი და ფეთქებადი ხასიათის. არ უყვარს, როცა ჭკუას არიგებენ და ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაშიც კი საკმაოდ სერიოზული, ყოვლისმცოდნე ადამიანის იმიჯი აქვს. მიზანდასახულობით ადვილად იკეთებს კარიერას და ცდილობს, საკუთარი ავტორიტეტი ნებისმიერი მეთოდით დაიცვას.
скачать dle 11.3