№39 შინდი უამრავი დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ
შინდის ნაყოფში ბევრია შაქარი, ორგანული მჟავები. მასში შემავალ ვიტამინებს შორის აღსანიშნავია B3, C და P ვიტამინები. მთრიმლავი ნივთიერებები და ფიტონციდები შინდს ანტიმიკრობულ საშუალებად აქცევს. ძველად ადამიანები კბილებსა და პირის ღრუს შინდის რამდენიმე ნაყოფის მიღებით იწმენდდნენ.
რკინის შემცველობის მხრივ, შინდი მცენარეებს შორის ნამდვილი რეკორდსმენია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს, ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ბევრი სისხლის დაკარგვისას, ქალებში უხვი მენსტრუაციისას და სხვა.
შინდის შემადგენლობაში არტერიული წნევის დამრეგულირებელი ნივთიერებები შედის. ის სასარგებლოა როგორც ჰიპერტონიკების, ასევე, დაბალწნევიანებისთვის. შინდის მიღება კარგია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ხშირი თავის ტკივილების დროს. ის სკლეროზის პროფილაქტიკის ჩინებული საშუალებაა.
C და PP ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით, შინდი სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს ამკვრივებს, ამიტომ ექიმების მიერ რეკომენდებულია ვენების გაგანიერების, ვენური უკმარისობისას, ხნიერ ასაკში ფეხების დასიებისას.
რკინას ორგანიზმი C ვიტამინთან კომბინაციაში უკეთ ითვისებს, რომელიც ძალზე ბევრია შინდში. გარდა ამისა, შინდის მიღება სასარგებლოა ჰიპერტონიის, სკლეროზის, ათეროსკლეროზის, პოდაგრის, ჰემოროის, ტიფის, დიზენტერიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (მათ შორის პანკრეატიტის), შაქრიანი დიაბეტის, კანის დაავადებებისა და ართრიტის დროს, რადგანაც მას შარდმდენი, ნაღველმდენი, სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული, ანთებისა და შესიების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
შინდი აუმჯობესებს მადას და დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე.
შინდის ნაყოფის მატონიზებელი და მაცოცხლებელი ეფექტი იმდენად მკაფიოდაა გამოხატული, რომ სასურველი არ არის მისი ღამით გამოყენება.
შინდის ნაყოფი იმ დონეზე ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, რომ აფერხებს დაბერების პროცესს.
შინდის ნაყოფში შემავალი პექტინი ორგანიზმიდან შლაკებს გამოდევნის, შარდმჟავა და ღოლოს მჟავა კი – მეტაბოლიზმის სხვა პროდუქტებს.
საკვების სახით შინდის რეგულარული გამოყენება ამაღლებს სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებელს.
შინდი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ჯანმრთელობისთვის საზიანო საწარმოში მუშაობს და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის საფრთხე ემუქრება.
უჯრედისისა და კუჭქვეშა ჯირკვლის აქტივაციის წყალობით, შინდი საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირების საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ასაკოვანი ადამიანებისთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალი წესრიგში არ აქვს. შინდი მწვავე გასტროენტერიტსაც შველის.
გარდა ამისა, შინდი დაგვიცავს ფაღარათისგანაც. დაბალი ალერგიულობის წყალობით, ის მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც მისაღებია.
შინდი რეკომენდებულია კანის დაავადებებისა და ეგზემის დროსაც. მცენარის გამხმარი ნაყოფის ნახარშები და ნაყენები შიდა სისხლდენების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და პირის ღრუს დაავადებებისას გამოიყენება.
შინდი უამრავ ფიტონციდს შეიცავს. თუ მისი ყვავილების თაიგულს ოთახში მოვათავსებთ, მალე იქაური ჰაერი სტერილური გახდება. გარდა ამისა, შინდის სურნელი მავნე მწერებსაც აფრთხობს.
მიუხედავად შაქრის (ფრუქტოზა) მაღალი შემცველობისა, შინდის ნაყოფის მიღება სისხლში შაქრის (გლუკოზის) მომატებას არ იწვევს. ამიტომ, ის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ამავდროულად, შინდი შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლის მასტიმულირებელ ნივთიერებებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელი მრავალი ფერმენტის გამომუშავებაზე აგებს პასუხს. აღსანიშნავია, რომ შინდი იმ სამკურნალო მცენარეთა რიცხვში შედის, რომლებიც დიაბეტის დროს შაქრის დატვირთვას ანეიტრალებს.
უკუჩვენებები
შინდის მიღება სასურველი არ არის ორსულებისა და მეძუძურებისთვის, აგრეთვე, მცირეწლოვან ასაკში. არ უნდა მიიღოთ ყაბზობის, კუჭის მომატებული მჟავიანობის, ნერვული სისტემის მსუბუქი აღგზნებადობის დროს.