კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვწუხვარ, მაგრამ ჩემი დაუდევრობით შვილების ნათლობის ჯვრები ერთმანეთში ამერია. ხომ არ ვნებს ეს ფაქტი ჩემს შვილებს?
პასუხი:
თქვენს შვილებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯვარი დაიფარავს, თუ რწმენით ატარებენ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რამდენად ქრისტიანულად ზრდით შვილებს, როგორ აღასრულებენ ისინი მცნებებს. იზრუნეთ იმაზე, რომ კარგი ადამიანები დადგნენ. ნათლობის ჯვრების არევა მათ ზიანს არ მიაყენებს, თუმცა ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, თავის ნათლობის ჯვარს პატივისცემითა და მოწიწებით მოეპყრას და სათუთად შეინახოს. გულზე კი შეგიძლიათ, ნებისმიერი ჯვარი ატაროთ, მოძღვრის მიერ კურთხევის შემდეგ.
კითხვა: სულ გვიქადაგებენ, რომ მოახლოებულია მეორედ მოსვლა, სამყაროს აღსასრული. თუ ასეა, მაშინ რა აზრი აქვს სწავლას, საერთოდ, მომავალზე ზრუნვას ან ცხოვრების მოწყობას?
პასუხი:
წინასწარ არავინ უწყის, როდის იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა. ამიტომ აუცილებელია სწავლა, შრომა, საკუთარი თავის სრულყოფა. უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს, განვდევნოთ სულიდან ყოველგვარი ბოროტი, ცუდი, უსარგებლო. ამასთანავე, ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს მეორედ მოსვლისთვის და  გადამეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციოს მიწიერ სიამოვნებებს.
კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია, აკურთხოს ადამიანმა თავისი საჭმელი, სასმელი, საცხოვრებელი და ასე შემდეგ?
პასუხი:
ყველაფერი განიწმინდება ჯვრის გარდასახვით. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების კურთხევა, რადგან საკვებს დიდი გავლენა აქვს ჩვენი სულისა და ხორცის მდგომარეობაზე. სახლში მიტანილ პროდუქტს აუცილებლად გადასახეთ ჯვარი და აპკურეთ ნაკურთხი წყალი, რაც შხამის ძალასაც კი ანადგურებს. ასევე, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის, საწოლის, მეურნეობისა და სხვათა ჯვრის სახვით განწმენდა.
კითხვა: ვარ ფეხმძიმე. ყოველთვის ვცდილობდი, სიკეთე მეკეთებინა, არც ცუდს ვუსურვებდი არავის, მაგრამ არც მე და არც ჩემი მეუღლე  ეკლესიურად არ ვცხოვრობთ. არც წირვა-ლოცვას ვესწრებით და არც ვზიარებულვართ ოდესმე. ამაზე აქამდე არ ვფიქრობდი, ახლა კი ძალიან მაწუხებს, ხომ არ იმოქმედებს ეს ბავშვზე? ახლა რომ დავიწყო ეკლესიური ცხოვრება, შევძლებ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე?
პასუხი:
უფალმა თქვენ დედობის სიხარულით დაგაჯილდოვათ. თუ აქამდე არ  გივლიათ ტაძარში, ახლა აუცილებლად უნდა იაროთ, ხოლო თუკი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებით, თქვენს პატარას მადლი გადაეცემა და ჯანმრთელი დაიბადება. ზოგადად, ეკლესია ფეხმძიმეებს მარხვას უიოლებს, მოძღვრის კურთხევით, მათ შეუძლიათ, შესაძლებლობის მიხედვით, ყოველ კვირას ეზიარონ.скачать dle 11.3