კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ანდრომედას შვილები

ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე



უკვე მეშვიდე კლასშია, მაგრამ ისევ უკან დავდევ. ყველამ იცის ჩემი მდგომარეობა და ამიტომ, სკოლის დირექტორმა, გამონაკლისის სახით, ნება დამრთო, რომ გაკვეთილების დროს დერეფანში დაველოდო. მართალია, გაკვეთილზე არ მასწრებენ, რადგან ჩემს დანახვაზე წამოხტება და გაკვეთილს ჩაშლის, მაგრამ შესვენებაზე მის გვერდით რომ ვარ, ესეც დიდი შეღავათია.
კლასში თუ წამოდგა და გამოაცხადა, რომ დაიღალა, მასწავლებელი იძულებულია, მთელი კლასი დაასვენოს, თორემ იატაკზე გაწვება, ხუმრობით, კლასელებიც გვერდით მიუწვებიან და გაკვეთილი ჩაეშლება.
სწავლით, ათამდე თვლა ისწავლა. ათის ფარგლებში, თითქოს, თითების დახმარებით, მიმატებასაც ახერხებს, მაგრამ გამოკლებას ვერაფერი მოუხერხა, რომ არაფერი ვთქვათ გამრავლებასა და გაყოფაზე. ქართულში ასოების წერა იცის, ოღონდ გადმობრუნებულად წერს, თუმცა, სიტყვის დაწერას რომ მოსთხოვ, თავს ვერ აბამს.
კლასელებს უყვართ, ეფერებიან, მაგრამ მასთან ვერ თამაშობენ. მოდი და მოსთხოვე, ისედაც, ათწუთიანი დასვენება აქვთ, თვითონაც ვერ ასწრებენ თამაშს. ამ ბოლო დროს მიეჩვია, დასვენებაზე დერეფანში ჩემ გვერდით აიტუზება და მოთმინებით ელოდება გაკვეთილის დაწყებას. ისე, რომ ვუყურებ, გული მიკვდება – მაგის ტოლი ბიჭები უკვე გოგოებზე ლაპარაკობენ, ეს კი ჯერ სათამაშოებით თამაშობს. დიდ ჩანთაში უდევს და სულ თან დააქვს. სახლშიც თავის ორი წლის დისშვილთან ერთობა, სხვებთან საერთო ენას ვერ პოულობს.
***
გამაშიშვლეს და გიგანტური სკანერის მაგიდაზე დამაწვინეს. ვენაში რაღაც წამალი შემიყვანეს. თითქოს დავწყნარდი, კანკალმა გამიარა.
სისტემა ჩართეს. სკანერის უშველებელი გვირაბი ზმუილით წამოვიდა ფეხების მხრიდან. ფეხის თითებში ჭიანჭველების ფუთფუთი ვიგრძენი, რომელიც კოჭებისკენ მოიწევდა. თავი დაბალზე მედო და ფეხებს ვერ ვხედავდი, მუცელი მიშლიდა. ამასობაში, ჭიანჭველები მუხლებამდე „ამოვიდნენ“. სკანერის გვირაბის სარკისებურ ზედაპირზე დავაკვირდი ჩემს გამოსახულებას – მუხლს ქვემოთ ფეხები აღარ მქონდა, მეტი არაფერი მახსოვს...
რომ გამოვფხიზლდი, თეთრხალათიანი ექიმები მადგნენ თავს. რაღაც მითხრეს, ვერაფერი გავიგე. თითქოს ქართულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ძალიან ჩქარა და ამიტომ, მათი ლაპარაკიდან მხოლოდ ბზუილი მესმოდა. ერთ-ერთმა მოისაზრა და შედარებით ნელა, დამარცვლით დამელაპარაკა. სმენა დავძაბე და გავიგე, უფრო კი – მივხვდი:
– კეთილი იყოს მერიუსზე შენი მობრძანებაო! – მეუბნებოდა.
– სად ვარ-მეთქი? – რომ ვიკითხე, ვერ მიხვდნენ, რას ვეუბნებოდი. ვცადე, უფრო ჩქარა მეთქვა, გაიგეს და:
– კვანტებად დაშლილი შენი სხეულის დედამიწიდან მერიუსზე ტრანსპორტირება წარმატებით განხორციელდაო! – მითხრეს.
საცხოვრებლად ვიღაცის ბინაში მიმიყვანეს და დიასახლისს ჩააბარეს ჩემი თავი. ოჯახში პატარა ბავშვი ჰყავდათ, ასე, წლინახევარი-ორი წლის. უცბად დავმეგობრდით. ერთმანეთის ლაპარაკი კარგად გვესმოდა და განათლებითაც, დაახლოებით ჩემი დონის იყო. თავიდან, გამრავლების ტაბულა რომ შევეკითხე, გაიცინა და კვადრატული განტოლების მეორე რიგის წარმოებული გამოთვალა. თავისი სათამაშოებიდან კალკულატორი და სმარტფონი მაჩუქა, რომელიც ჩანთაში ჩავდე და შემდეგ სულ თან ვატარებდი.
ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში შემიყვანეს, რომელიც სახლთან ახლოს, ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობდა, ამიტომ ქალაქზე ვერაფერს გეტყვით, არ დამითვალიერებია.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 40 წუთი იყო, მაგრამ მერიუსის ერთი საათი დედამიწის 11 საათს უდრის. ამიტომ გაკვეთილი, ჩვენი დროით, 7,5 საათს მიმდინარეობდა. დღეში ოთხი გაკვეთილი გვქონდა. გაკვეთილებს შორის კი 10 წუთი იყო დასვენება, რაც ჩვენი დროით დაახლოებით 2 საათია. გაკვეთილზე მასწავლებელი რაღაცას ბზუოდა, ვერაფერი გავიგე. დაფაზე უშველებელ ფორმულებს წერდა, ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო. პირველ გაკვეთილს გავუძელი, მაგრამ მეორე გაკვეთილზე მერხზე ჩამეძინა. ეტყობა, ვხვრინავდი, რომ ბავშვების სიცილის ხმამ გამაღვიძა. მასწავლებელი თავზე დამადგა და მკაცრად დამიწყო რაღაცის ახსნა, მაგრამ ისე ბზუოდა, ვერაფერი გავიგე.
– დავიღალე, მეძინება-მეთქი! – მაგრამ ვერ გავაგებინე. ავდექი და მერხებს შორის იატაკზე დავწექი. მაშინვე რამდენიმე მოსწავლე სიცილ-ხარხარით გვერდით მომიწვა. მასწავლებელმა ისეთი დაიბზუილ-დაიკივლა, რომ გულგახეთქილები ფეხზე წამოვვარდით. კლასიდან გავარდა და მანდატურთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც მომკიდა ხელი და სახლში გადამიყვანა.
მეორე დღეს, სკოლაში ვიღაც ქალი დამხვდა, რომელიც გვერდით მომიჯდა, მომეფერა, თავზე ხელი გადამისვა და:
– შენ ანდრომედას შვილი ხარ და დღეიდან, გაკვეთილზე შენთან ერთად ვიჯდებიო! – ჩემს ენაზე დამელაპარაკა.
– ანდრომედა ვინღა ოხერია-მეთქი?
– ანდრომედას ნისლეული ხომ გაგიგია? ჰოდა, შენც ტვინი დანისლული გაქვსო!
– ჩემნაირები ბევრნი არიან?
– კი, საკმაოდ, მით უმეტეს, ამ ბოლო ხანებში რაოდენობამ იმატა.
– მეც მათთან მინდა, ანდრომედას შვილებისთვის სკოლა სად არის-მეთქი?
– მასეთი სკოლა არ არსებობს, შენისთანები ჩვეულებრივ სკოლებში დადიან და ინკლუზიური სწავლების პროგრამაში არიან ჩართულებიო!
მასწავლებელი კი ბზუის, ლამის ტვინი ამეხადოს. ინკლუზიური სწავლების პედაგოგი დაფაზე დაწერილ სამყაროს მდგრადობის ფორმულას მიხსნის, რომელიც თვალებს მიჭრელებს. ცუდად ვარ, გული მერევა, ზარი ირეკება. რა კარგია, გაკვეთილი მალე დამთავრდა. ზარის რეკვა არ წყდება, ვიღვიძებ. ჩემს ლოგინში ვწევარ, მაღვიძარა რეკავს, ლამის ტუმბოდან გადმოვარდეს. ადგომის დროა, ბავშვი მყავს სკოლაში წასაყვანი. ერთი სკოლის დედაც, ლოგინში ვტრიალდები და ძილს ვაგრძელებ.
скачать dle 11.3