კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 საპარკირო ჩიხი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ დააბრუნეთ „სითი პარკი“?!

ის-ის იყო თბილისელმა  მძღოლებმა შვებით ამოისუნთქეს, რაკი დედაქალაქის მერიამ „სითი პარკი“ მოუსავლეთს გაუყენა (პირობითად, თორემ ისე ჯვარი სწერიათ), თუმცა პარკირების 50-ლარიანი წლიური გადასახადი კვლავ ძალაშია და ურჩ მძღოლებს აწ უკვე მერიის თანამშრომლები აჯარიმებენ.
მეორე მხრივ, „სითი პარკისადმი“ პროტესტი იმით იყო გამოწვეული, რომ მძღოლებს პარკირებისთვის ადგილი არ ჰყოფნიდათ, მაგალითად, დედაქალაქში, მანქანის გასაჩერებელი ადგილები 15-20-ჯერ იმაზე მცირეა, ვიდრე თავად ავტომანქანა. ხოლო, რაკი პარკირების ადგილები იგივე დარჩა, ისევე, როგორც ავტომობილების, მართალია, „სითი პარკი“ აღარ არის, მაგრამ პრობლემა დარჩა.
ჰოდა, რაკი დარჩა, თბილისის მერიას, ბევრი უფიქრია თუ ცოტა, გადაუწყვიტავს, რომ მომავალი წლიდან 50-ლარიანი წლიური გადასახადიც დატოვოს და ზოგიერთ უბანში დამატებითი გადასახადიც დააწესოს პარკირებისთვის (ანუ, თუ ავტოთი სრიალი გნებავს, ჯიბეზეც უნდა გაიკრა ხელი).
ცნობისმოყვარე ადამიანებმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ, ამ პრინციპით, მძღოლებს წლიურად 1 500-ლარამდე დაუჯდებათ პარკირება. ბუნებრივია, რადგან ავტომობილით სიარული კომფორტია და მისი იქ გაჩერებაც, სადაც მფლობელისთვისაა მოსახერხებელი, რატომაც არ უნდა გადაიხადოს?! ოღონდ, ისიც გავითვალისწინოთ, რომ პარკირების ადგილების შექმნას მერია, სულაც რომ ყურებზე გაიარ-გამოიაროს, 2019 წლის პირველ იანვრამდე ვერ მოასწრებს და ვერც საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელის ისე გამართვას, რომ ავტომობილებიდან მოქალაქეები მუნიციპალურ ტრანსპორტში გადასხას (ვინაიდან, თუკი მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახერხებელი და კომფორტული იქნება, კერძო ავტომანქანებით გადაადგილების ფუფუნება ძვირი უნდა ღირდეს).
სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ ძლიერნი და ჯიბესავსენი ამა სოფლისანი  თავიანთთვის ისუფთავებენ სამოძრაო ადგილს ცოდვილ მზისქვეშეთსა და საქართველოს დემოკრატიულ მიწაზე.
скачать dle 11.3