კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ გახდა ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი გაეროში ლიკა ტორიკაშვილი და რატომ ვერ იტყვის ის უარს საქართველოს პრეზიდენტობაზე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კონკურსის – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ – გამარჯვებული 21 წლის ლიკა ტორიკაშვილი გახდა. ის, როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ოქტომბრის თვეში გაეროს სათავო ოფისში, ნიუ-იორკში გაემგზავრება, სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.  ფაქტობრივდ, ის გახდა, დამაკავშირებელი რგოლი სახელმწიფო სტრუქტურებსა და ახალგაზრდებს შორის, რაც განსაკუთრებულ ლიდერულ უნარებსა და ცოდნას მოითხოვს.
ლიკა, ასევე, არის გლობალური ახალგაზრდული მოძრაობის, „გაუფერადე სამყაროს“ დამფუძნებელი. ის პირველი ქართველი სტუდენტია, ვინც დიდ ბრიტანეთში, UWC Atlantic College-ში 100-პროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა, ამერიკაში დაამთავრა ხელოვნებისა და მეცნიერების ბაკალავრიატი და აფრიკაში, ღარიბი მოსახლეობის გვერდით, თვეები ცხოვრობდა და ასე ეცნობოდა მათ პრობლემებს და ყოფას.

ლიკა ტორიკაშვილი: ადრეული ასაკიდან ვარ აქტივისტი და ვცდილობ, ქვეყანაში განვითრებული მოვლენების საქმის კურსში ვიყო, მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და პოლიტიკა ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო. ამიტომ გადავწყვიტე კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და ჩემი იდეები გაეროში გამოსვლით სახელწიფო დონეზე ამეყვანა. ამ მანდატის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი ვარ საქართველოდან. შეიძლება, ვინმეს ერთი შეხედვით ეგონოს, რომ არ მაქვს გამოცდილება, მაგრამ ასე არის არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, გავეცანი იქაურ პირობებს, ვიცხოვრე აფრიკის ღარიბი მოსახლეობის გვერდით, მალაიზიაში, ფილიპინებზე და ამავდროულად, ახალგაზრდებთან აქტიურად ვიყავი კომუნიკაციაში. ჩამომყავდა ახალგაზრდები  უცხოეთიდან, რათა გასცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლებს, კულტურას. როდესაც კონკურსის შესახებ გავიგე, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, მიმეღო მონაწილეობა და ამ საქმისთვის კიდევ უფრო მეტად შემეწყო ხელი. მინდა, ჩემი საერთაშორისო გამოცდილება გავუზიარო ქართველ ახალგაზრდებს და თან მეტი გავიგო მათი პრობლემების შესახებ. ჩემი ფუნქცია კი იქნება ამ პრობლემების გაჟღერება სამთავრებო უწყებებში. ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება გაეროს რამდენიმე რეზოლუციაშია დაფიქსირებული. ჩვენთან პროგრამას 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება. ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდობის წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოგვიანებით კი მიემგზავრება გაეროს სათავო ოფისში, სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს, მონაწილეობის მიღება, ასევე, შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში. 2012-2017 წლების საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში იყვნენ: გიორგი ჭეხანი, თორნიკე ზურაბიშვილი, ლაშა შაყულაშვილი, მარიამ სიხარულიძე, თათია დოლიძე, გიორგი ტუმასიანი. მე კი მათ შორის ყველაზე პატარა ვარ – ასაკით (იცინის). კონკურსზე მეგონა, ჩემი ასაკი დაბრკოლება იქნებოდა, ვფიქრობდი, პატარა ვარ და ამის გამო არ დამიწუნონ-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა.
– როცა გაიგე, რომ კონკურსის გამარჯვებული გახდი, წარმომიდგენია, როგორ გაგიხარდა და ამავდროულად, გააცნობიერე, რა პასუხისმგებლობაც დაგეკისრა 21 წლის გოგოს.
– მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა და სჯეროდა ჩემი გამარჯვების. მცდარია მოსაზრება, რომ მხოლოდ ისინი იღებენ ცოდნას უცხოეთში, ვისაც შეძლებული მშობლები ჰყავთ. ასე არ არის. ძალიან მინდოდა დაფინანსებით სწავლა უცხოეთში, მოვინდომე და მეამაყება, რომ მოვახერხე. ჩემს კონტაქტებს უცხოეთში, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. როგორც საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“, მე გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რათა გავაგრძელო აქტიურობა და გავაჟღერო თითოეული ქართველი ახალგაზრდის ხმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სხვა საერთაშორისო სამიტებსა და ღონოსძიებებზე. ჩვენ, ახალგაზრდები, ვართ ჩვენი ქვეყნის მომავალი ლიდერები და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის რეალობა. მე აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას საქველმოქმედი მოძრაობაში „გაუფერადე სამყარო“, რომელიც 14 წლის ასაკში შევქმენით  მე და ჩემმა მეგობრებმა: საშკა ჩხეიძემ, ვერიკო თოფურიძემ, შოთიკო აფციაურმა, სალომე ჯავაშვილმა, დათო კობერიძემ, ვანდა ხუციანიძემ, დათო ტიგაშვილმა და გუგა იმნაძემ და რომელიც 15 ქვეყნის ახალგაზრდებს გვაერთიანებს.
– ლიკა, ერთადერთი ქართველი ხარ, ვინც დიდ ბრიტანეთში, ასპროცენტიანი დაფინანსებით სწავლობდი, მანამდე იყო აფრიკაში ცხოვრება, შემდეგ, ამერიკაში სწავლის გაგრძელება.
– დიახ, ორი წელი დიდ ბრიტანეთში ვსწავლობდი, მანამდე გარკვეული პერიოდი „გაუფერადე სამყაროს“ ფარგლებში, აფრიკაში ვცხოვრობდი, შემდეგ იყო სწავლა ამერიკაში. დიდ ბრიტანეთში, UWC Atlantic College-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო, სულ ხუთ ბავშვს ირჩევდნენ და საქართველოდან მხოლოდ 1 ადგილი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც იქ სწავლობდა და თან, ასპროცენტიანი დაფინანსებით.
– მახსოვს, ადრე მითხარი, საქართველოს პრეზიდენტობა მინდა და ამას აუცილებლად მივაღწევო. ახლაც იგივე აზრზე ხარ?
– საქართველოს პრეზიდენტობაზე ახალაც ვფიქრობ, ამაზე უარს ვერ ვიტყვი  (იცინის). ადრეული ასაკიდან დამოუკიდებელი და მიზანდასახული ვარ, ამიტომ ვეცდები, ეს ყველაფერი, ლიდერულ თვისებებთან, გამოცდილებასთან, მიღებულ ცოდნასთან გავაერთიანო და ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ბევრი მეკითხება, ახლა გაეროში ქუსლიანი ფეხსაცმლით და მკაცრად, პიჯაკში რომ მოგიწევს გამოსვლა ამ პატარა გოგოს, ჯერ ადრე ხომ არ არის, მზად ხარო (იცინის). მიყვარს სპორტულად ჩაცმა, მაგრამ, როცა ტრიბუნასთან ვდგები, არც ქუსლიანი ფეხსაცმლის მორგება მიჭირს. მიყვარს მოგზაურობა, გართობა, სპორტი, ცურვა, მედიტაცია, მაგრამ მთავარი მაინც სწავლაა. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, იყო თანამდებობის პირი, რომ შენს ქვეყანაში რაიმე შეცვალო.
скачать dle 11.3