კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ დათმო ეკა კვალიაშვილმა ამერიკული კარიერა სიყვარულის გამო და რატომ ჰგონიათ მისი ავადმყოფობა მოგონილი

ნინო კანდელაკი ანი რევია

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა წიგნის წერა დაიწყო. ამბობს, რომ ეს მისი ავტობიოგრაფიაა, რომელიც ბევრ ადამიანს დააფიქრებს. ის, ბოლო პერიოდში რთულ დაავადებას ებრძოდა. როგორც თავად ამბობს, დღეს, ავადმყოფობასთან დადებული ხელშეკრულებისა და მკურნალობის მერე, გაცილებით უკეთ  გრძნობს თავს.
ეკა კვალიაშვილი: განვლილი ცხოვრება დამეხმარა, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი და ამ გზის გავლაში, ის გამოცდილება დამეხმარება, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე. მადლობა იმ წარსულს, რაც გავიარე, თავისი ტკივილით, სიხარულით, ცრემლით და ბედნიერი წუთებით. მომავალს დიდი იმედით ვუყურებ. მადლობა ღმერთს, დღეს ბედნიერი ვარ.
– ხშირად, წლების მატებსათან ერთად, წარსული წლების, განვლილი გზის გადაფასება ხდება და ალბათ, არსებობს შეცდომებიც, რასაც ვნანობთ. თუ ფიქრობ, რომ ყველა ნაბიჯი იყო ბედისწერა და უკან რომ დაგაბრუნონ, არაფერს შეცვლიდი?
– ბედისწრას, ჩვენ ადამიანები ვქმნით და უნდა შეგვეძლოს იმის დანახვა, რასაც უფალი ყოველდღიურად გვაძლევს. ის მომენტი, რასაც ღმერთი გაძლევს, არ უნდა გაუშვა ხელიდან. ასეთი შანსები, ბევრჯერ მომეცა, თუმცა უკან დავიხიე. მაგალითად, წლების წინ მქონდა შანსი, ლოს-ანჯელესში წავსულიყავი და ჩემი კარიერა იქ ამეწყო. თუმცა, იყო მიზეზი, რის გამოც უარი ვთქვი. ამერიკელმა პროდიუსერმა მომისმინა, როცა, „მის როკ-ევროპას“ კონკურსზე გამოვდიოდი და ძალიან მოვეწონე. მეხვეწებოდა, წამოდი, კარიერას ააწყობ და ბევრი მსმენელი გეყოლება, მე ამაში დაგეხმარები, ხუთი შვილი მყავს და მეექვსე შვილად მიგიღებო.
– რატომ თქვი უარი?
– შეყვარებული ვიყავი ნუკას მამაზე და სულ არ მახსოვდა არაფერი (იცინის). ძალიან მაგარი შანსი დავკარგე, სიტუაცია გავუშვი ხელიდან, პირადი ურთიერთობაც ვერ ავაწყვე, თუმცა არ ვნანობ. სხვა კარგი ვარიანტებიც მქონდა, რომ უცხოეთში ამეწყო კარიერა, მაგრამ საქართველოს გარდა, სხვაგან ცხოვრება ვერასდროს წარმომედგინა.
– თუმცა, მოსკოვში ცხოვრობდი.
– ეს ცხოვრება არ იყო. უბრალოდ, ექვსი, ხან ოთხი თვე მიწევდა იქ ყოფნა და მუშაობა. ეს იყო, ტანჯვა-წვალება. მაგრამ, ხომ უნდა მერჩინა ოჯახი და შვილი? ამიტომ, სხვა გამოსავალი არ მქონდა.
– ვიცი, ემოციური ადამიანი ხარ. ამის ფონზე, რამდენად ახერხებ სიტყვების გაკონტროლებას?
– დიდი ხანია, ამას ვახერხებ. დამთავრდა ყმაწვილქალობის ემოციურად დატვირთული პერიოდი და ფონი, რაც იმ ასაკს ახლდა, ჩაცხრა. ეს ახალგაზრდობას ყოველთვის ახლავს. არა, ახლაც ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უფრო „დამჯდარი“, ჩამოყალიბებული და მომწიფებული, რომ ჩემი ემოცია და ჩემი თავი ვმართო.
– წიგნს წერ, სადაც შენი ბიოგრაფიაა აღწერილი. როგორ გგონია, რატომ იქნება ეს მკითხველისთვის საინტერესო? და, ზოგადად, რატომ გადაწყვიტე, შენი ცხოვრება ფურცელზე გადაგეტანა?
– ჩემი ავტობიოგრაფიის წერა რომ დავიწყე და შემდეგ, გადავიკითხე, ის, რისი დაწერაც მოვასწარი, თავად დამაინტერესა. იქ სრული სიმართლითაა აღწერილი ჩემი ცხოვრების თითოეული დეტალი, შელამაზების გარეშე. ეს არ არის მოგონილი ზღაპარი, ესაა ჩემი რეალური ცხოვრება, თავისი ემოციური დატვირთვით და თავისი მისტიკურობით. ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო წასაკითხია და ბევრ ისეთ რამეს ამოიკითხავთ, რაც ჯერ ჩემზე არ იცით და რაც თქვენს წარსულ ცხოვრებაშიც დაგაბრუნებთ და ბევრ რამეს გაგახსენებთ. როგორც სიმღერის დაწერის დროს ხდება ხოლმე, როცა მუზა მოდის, მაშინ ვჯდები და ვწერ.
– ცოტა ადრე ხომ არ არის ავტობიოგრაფიის წერა, წინ ხომ ბევრი წელი გაქვს გასავლელი?
– მე, მემუარებს ხომ არ ვწერ? მინდა, რამდენიმე ტომად გამოვცე და რამდენ ხანსაც ვიცოცხლებ, იმდენ ტომს მივაყოლებ (იცინის). მერე, როცა აღარ ვიქნები, წერტილი სხვამ დასვას. რომ მკითხეთ, რის გამო დაინტერესდება ადამიანი ამ წიგნით და რატომ წაიკითხავსო, გიპასუხებთ: მე ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე, ახლაც გავდივარ და წინ კიდევ უფრო მეტი საინტერესო მელის.
– იქნება ამ წიგნში შენი პატარ-პატარა საიდუმლო ამბები და სასიყვარულო თავგადასავლები?
– რასაკვირველია, ამ წიგნში ყველაფერი იქნება ჩემი ცხოვრებიდან, ეს იქნება გადაშლილი წიგნი, სახელად – ეკა კვალიაშვილი. მჯერა, ჩემი ბიოგრაფიული წიგნის წაკითხვისას, ყველა ადამიანი თავის ცხოვრებაზე დაფიქრდება.
– ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა. ახლა როგორ ხარ? მკურნალობას აგრძელებ?
– წამლებს აღარ ვიღებ. საფრანგეთში თავიდან ბოლომდე გამოიკვლიეს ჩემი ჯანმრთელობა და რომ მიუტანეს კლინიკის დირექტორს, ჩემს მოსახელე კატრინს და გადახედა, მითხრა: წამლებისთვის მენანები, ამას საშინელი უკუჩვენებები აქვს. რომ იყო ოცი, ოცდაათი, ორმოც წლამდე, დაგინიშნავდი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ეს დაავადება უკან დაიხევსო. უკან ნამდვილად დაიხია, შედარება არ არის. ცოტა მხედველობაზე იმოქმედა და სისუსტეც დამიტოვა, მაგრამ გაცილებით უკეთესად ვარ.
– ძალიან კარგად გამოიყურები და ბევრს ეჭვი გაუჩნდა, რომ დაავადება მოიგონე. შენამდე თუ მოვიდა ეს ხმები?
– კი, როგორ არა. რომ გავიგე, ეკა ავადმყოფობას იგონებსო, გული მეტკინა, მაგრამ ამ ადამიანებს მივუტევე. საქართველოში, ხომ იცით, როგორ ხდება? თუ ავად გახდა ადამიანი, გიჟდებიან ისე უყვართ, მერე აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ თბილი სიტყვები თქვან. მე ვიღაცის თბილი სიტყვებისთვის ვერ მოვკვდებოდი. ვიბრძოლე, ვიმკურნალე, ჩავიტარე გამოკვლევა და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც  დამეხმარა, თუნდაც მცირე გაიღო. ბოლომდე არ ვარ გამოჯანრთელებული, მაგრამ ფსიქოლოგიურად დავძლიე პრობლემა. ვერ დავჩაჩანაკდები და ვერ ვივლი მოუვლელი იმის გამო, რომ ვიღაცამ შემიცოდოს. ხშირად მეუბნებიან, კარგად გამოიყურებიო და მეც მომწონს ჩემი თავი. ვცდილობ, მოწესრიგებული და მოვლილი ვიყო. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, სხვა ვერ გეყვარება. მაგრამ, ამავდროულად, მთავარი შინაგანი განწყობაა. დაავადება განსაცდელია, რომლის დროსაც ადამიანი იწმინდება და იმქვეყნად განწმენდილი მიდის. სხვათა შორის, მე ჩემს დაავადებას, ველაპარაკები და შეთანხმება დავუდე. ვუთხარი: თუ ასე ძალიან მოგწონს ჩემს ორგანიზმში ცხოვრება, იცხოვრე, მაგრამ შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის ვიქნები, ხელს ნუ შემიშლი-მეთქი (იცინის). ზოგადად, ყველაფერს ვესაუბრები. შემიძლია, მოვეფერო მანქანას და ვუთხრა: მადლობა, რომ მემსახურები და გამომადექი-მეთქი. განა იმიტომ ველაპარაკები, რომ ის სულიერია? ვიცი, რკინაა და არ ესმის, მაგრამ ამით სიყვარულს ვაფრქვევ სამყაროში და ის უკან აუცილებლად ბრუნდება. ყოველ დილას, რომ ვიღვიძებ, ფარდას გადავწევ და მზეს, ცას ვესალმები. ამით ყოველ დილით სამყაროს ვესაუბრები და მასთან მაქვს კონტაქტი.
– ახალგაზრდა ბებია ხარ. წარმომიდგენია, ეს შენთვის რამხელა სტიმულია.
– ქუჩაში რომ გამყავს შვილიშვილები, ბევრს ჩემი შვილები ჰგონია (იცინის). თან, მგვანან. ბებიას რომ დავუძახებ, გაოგნდებიან ხოლმე –  ვაიმე, თქვენ ბებია ხართო? (იცინის).
скачать dle 11.3