№38 გურიიდან – იაპონიამდე
ნოდარ დუმბაძე გურიაში ჩავიდა რამდენიმე მწერალთან ერთად. ერთს უთქვამს ბატონი ნოდარისთვის: აბა, ერთი გურულების ცნობილი იუმორის გრძნობა შევამოწმოთო. გზაჯვარედინზე ერთი გურული იდგა თურმე, გააჩერეს მანქანა და ჰკითხეს:
– ეს გზა სად მიდისო.
– თქვენ სად მიდიხართ, ბატონო, იმას გააჩნია, თვარა ამ გზით იაპონიაშიც შეგიძლიათ ჩახვიდეთო.