კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ბრძნული აზრები

ჩერჩილი: როდესაც ხალხს ახსოვს ომი, მათში ის ზიზღს იწვევს, ხოლო როცა ივიწყებენ, მაშინ ახალი ომი იწყება.
ტაციტუსი: მოღალატეები მათაც კი ეზიზღებათ, ვისაც ისინი ემსახურებიან.
კოლტონი: ადამიანები იკამათებენ რელიგიის გამო, დაწერენ მასზე წიგნებს, იბრძოლებენ და დაიხოცებიან მისთვის, მაგრამ არ იცხოვრებენ მისით.
ენსენი: როდესაც ქვეყანას მეცნიერები, ექიმები, ინჟინრები და გონებრივი შრომის სხვა მუშაკები ტოვებენ, ასეთ ქვეყანაში მმართველები ხდებიან ბიზნესმენები, პოლიტიკოსებად გვევლინებიან პლებეები და მაწანწალები, ხოლო პარლამენტში ბაზრის სპეკულანტებს, სპორტსმენებსა და მსახიობებს ირჩევენ.
გოეთე: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი დღე დაგვრჩა ცხოვრებაში, მთავარია, რამდენი სიცოცხლეა თითოეულ მათგანში.
მარკესი: სიყვარულზე ერთგული მხოლოდ მეგობრობაა, ხოლო მეგობრობაზე ძლიერი მხოლოდ სიყვარულია.
დოსტოევსკი: სული იკურნება ბავშვებთან ურთიერთობით.
შოუ: ისტორიიდან იმას ისწავლი, რომ ხალხმა ისტორიიდან ვერაფერი ისწავლა.
ჰიუგო: უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა ამქვეყნად ყველაზე მძიმე.
ლენონი: დახუჭული თვალებით ცხოვრება უფრო იოლია.
კასტენადა: თუ არ მოგწონს ის, რასაც იღებ, მაშინ შეცვალე ის, რასაც გასცემ.
შოპენჰაუერი: ვინც დიდხანს ფიქრობს, ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებამდე არ მიდის.
დალი: ნუ გეშინიათ სრულყოფილების, თქვენ მას ვერასდროს მიაღწევთ.
ედგარ პო: საზოგადოებრივი აზრი თავიდანვე მცდარია, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას სიმართლის გაგება არ შეუძლია.
ტვენი: რაც უფრო ხშირად ახსენებს ადამიანი ღმერთს, მით მეტი გულისყურით ვადევნებ თვალს ჩემს საფულეს.
ფროიდი: არის გარკვეული დრო ძილსა და სამსახურს შორის. ზუსტად ეს არის ცხოვრება.
დე გოლი: იარე რთული გზით, ამ გზაზე შენ კონკურენტები არ გეყოლება.
აინშტაინი: გაუნათლებლობა რა კარგი რამაა, ყველაფერი იცი.
მოპასანი: მამაკაცი უნდა გიყვარდეს ათი პროცენტით და ოთხმოცდაათი პროცენტი გაუგო, ქალი კი ასი პროცენტით უნდა გიყვარდეს, რადგან მისი გაგება შეუძლებელია.
მოლიერი: ძალიან ადვილია ქალის მოტყუება, წყენინება... მაგრამ ძნელია მისი დაბრუნება.скачать dle 11.3