კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ იყენებდა ცოცხალ საექსპერიმენტო მასალად საკუთარ ცოლს 47 წლის დოქტორი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური



კრიმინალური ისტორია, რომელსაც დღეს გთავაზობთ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და არ გახმაურებულა. მასალა ექსკლუზიურია და მისი გამოყენება რედაქციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია.
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გასაიდუმლოებული პროფესორი
47 წლის ოთარ ჯავახაძე მედიკო-ბიოლოგიის დოქტორი იყო  და ადამიანის ორგანიზმის ექსტრემალურ შესაძლებლობებს სწავლობდა. ის უშიშროების სახელმწიფო-საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა, რომლის ერთ-ერთი ფილიალი თბილისში, მთაწმინდაზე მდებარეობდა. ანუ შევჩენკოს ქუჩაზე, იქ, სადაც „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“, იგივე „სუკი“ („კაგებე“) იყო განლაგებული. მედიკო-ბიოლოგიური ლაბორატორია მინუს მეოთხე სართულზე იყო განლაგებული, შესასვლელი კი მას „მთავრობის სასახლის“ ბუნკერიდან ჰქონდა. იქ სამედიცინო პუნქტი იყო, სადაც ჯავახაძე ექიმად მუშაობდა და მხოლოდ მან იცოდა ამ პუნქტის ნამდვილი დანიშნულება. „მთავრობის სასახლეში“ სამედიცინო ოთახიც ფუნქციონირებდა და თუ ვინმეს დახმარება დასჭირდებოდა, იქ უნდა მისულიყო. ბუნკერამდე კი ვერავინ „აღწევდა“ და არც არავის ჰქონდა სურვილი ნესტიანი სარდაფის ლაბირინთებში ებოდიალა. ოთარ ჯავახაძეს ჰყავდა მეუღლე, 37 წლის ვიოლეტა აბუსერიძე და 18 წლის ქალიშვილი იულია. ვიოლეტა ტანვარჯიშის მწვრთნელი იყო. იულია კი – ფიზკულტურის ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი. ოთარის საქმიანობის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა აბსოლუტურად არაფერი იცოდნენ.
უმდიდრესი პრაქტიკა
თბილისში დაბრუნებამდე ოთარ ჯავახაძე ორი წელი ჩრდილოეთ კორეაში მუშაობდა და ცოლ-შვილი საქართველოს დედაქალაქში ჰყავდა დატოვებული. ფხენიანში დოქტორი ჯავახაძე „კაგებესა“ და ჩრდილოკორეულ უშიშროების სამსახურის ერთობლივ საიდუმლო პროექტს ედგა სათავეში. ამ პროექტის კოდური სახელწოდება იყო „ზღვარს მიღმა“, დანიშნულება კი – ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობების კვლევა ცოცხალი „მასალის“ მონაწილეობით. მსგავსი ცოცხალი „მასალა“ ჩრდილოკორეელებს უხვად ჰქონდათ. ისინი ძირითადად სამხრეთკორეელ ტყვეებს იყენებდნენ ამ ექსპერიმენტებისთვის, რომლებიც უხვად მოეპოვებოდათ და „სახარჯოდ“ არ ენანებოდათ. ოთარი და მისი ჩრდილოელი კოლეგები ამ ცოცხალ ექსპერიმენტებს სამხედრო საქმეში იყენებდნენ და სპეციალური ქვედანაყოფების მომზადებისას ითვალისწინებდნენ. საბჭოთა კავშირში დაბრუნებულმა ჯავახაძემ, რომელსაც ფხენიანში უმდიდრესი პრაქტიკა ჰქონდა მიღებული, ხელმძღვანელობის წინაშე ანალოგიური ლაბორატორიის შექმნის  საკითხი დააყენა. მას მერე, რაც მოსკოვმა დოქტორის წინადადებაზე თანხმობა განაცხადა, საქართველოს „კაგებემ“ მინუს მეოთხე სართულზე ფართი გამოუყო და ლაბორატორიაც მოაწყობინა. საექსპერიმენტო მასალად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხის პატიმრებს იყენებდნენ. ციხე „კაგებეს“ გვერდით მდებარეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში „კაგებესთან“ მას გვირაბი აკავშირებდა და საექსპერიმენტო პატიმრები ამ გვირაბით მიჰყავდათ ჯავახაძესთან, მაგრამ ქართველი დოქტორი მათ გარკვეულ ზღვრამდე უტარებდა ექსპერიმენტებს, მაგრამ მათი განადგურების უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჯავახაძის ექსპერიმენტებს ორი პატიმარი მაინც შეეწირა და ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ისინი „ჩამოეწერა“, ანუ მათ გარდაცვალებაზე ცრუ დასკვნა დაეწერა. ჩრდილოკორეული ვოიაჟისგან განსხვავებით, თბილისში ჯავახაძეს „მასალის“ დეფიციტი ჰქონდა და ფონს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე გადიოდა.
საშინელი შურისძიება
ჩრდილოკორეიდან დაბრუნებულ ოთარს ცოლი შეცვლილი ეჩვენა. დოქტორმა ეჭვი აიღო, რომ ცოლი ღალატობდა და მართალიც აღმოჩნდა. თავისი 30 წლის ასისტენტისა და საყვარლის, ლანა კაშიას დახმარებით დაადგინა, რომ ვიოლეტა მას 35 წლის კაპიტანთან, რისმაგ ჯანდიერთან ღალატობდა. ჯანდიერი „კაგებეს“ ზურგის (ლოჯისტიკა) სამსახურში მუშაობდა და სანამ ოთარი ფხენიანში იმყოფებოდა, მის ოჯახზე ზრუნვა სწორედ კაპიტან ჯანდიერს ევალებოდა. რისმაგმა კი „ნამეტანი მონდომება“ გამოიჩინა. უქმროდ მყოფი ვიოლეტა აბუსერიძე ლოგინში ჩაიწვინა და საყვარლად გაიხადა. მათი ურთიერთობა ოთარის დაბრუნების მერეც გრძელდებოდა და დოქტორმა ამიტომაც აიღო ეჭვი. ლანა კაშიას დახმარებით კი კაპიტანი ჯანდიერი თბილისის ზღვაზე შეიტყუა და ნავში მოკლა. შემდეგ ფეხებზე ორფუთიანი გირები გამოაბა და ჩაძირა. ვიოლეტა კი კერძო სახლის სარდაფში ჩაიყვანა, რომელიც ვერაზე მდებარეობდა. დაატყვევა და ცოცხალი ექსპერიმენტებისთვის იყენებდა. ოთარს თავის უზარმაზარ სარდაფში საკუთარი ხელით ჰქონდა მოწყობილი საექსპერიმენტო ოთახები და იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე გამოადგებოდა. დოქტორს ისიც უწყობდა ხელს, რომ მისი ქალიშვილი, იულია, მოსკოვში გადავიდა სასწავლებლად და მოწმე და ხელის შემშლელი არავინ ჰყავდა. თავისი საქციელი რომ შეენიღბა, ოთარმა გაითამაშა ცოლის მოსკოვში, ქალიშვილთან გამგზავრება. ხოლო როცა გაირკვა, რომ ვითომ ვიოლეტა აბუსერიძე მატარებლით გაემგზავრა, მაგრამ გზაში გაუჩინარდა, „დამწუხრებულმა“ დოქტორმა ხელმძღვანელობას აცნობა ეს ამბავი, რადგან ინსტრუქციის მიხედვით, უფლება არ ჰქონდა, მილიციისთვის შეეტყობინებინა. „კაგებემ“ გამოძიება დაიწყო და უშიშროების თანამშრომლებმა, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, სწრაფად დაადგინეს კავშირი ორ გაუჩინარებულს, ვიოლეტასა და კაპიტან ჯანდიერს შორის. ფარული გამოძიების ფარგლებში, უშიშროებამ შურისძიების ვერსიაზე დაიწყო მუშაობა. სანამ ოთარი „კაგებეს“ ბუნკერში საიდუმლო ექსპერიმენტს ატარებდა, „კაგებეს“ ოპერები მის ბინაში არალეგალურად შევიდნენ. გაჩხრიკეს და სარდაფში დატყვევებული ვიოლეტა აბუსერიძე აღმოაჩინეს. დედიშობილა ქალი უზარმაზარ აკვარიუმში იყო „ჩამაგრებული“. ყელამდე მარილიანი წყალი ედგა, ხოლო სხეული დასერილი ჰქონდა. საშინელი ტკივილისგან რომ არ ეყვირა, პირში ჩოგბურთის ბურთი ჰქონდა ჩაჩრილი. დოქტორი ცოლის მეშვეობით იკვლევდა, თუ რამდენი ხანი შეეძლო გაეძლო დაჭრილ ადამიანს მარილიან წყალში. ვიოლეტამ განაცხადა, რომ ასეთ მდგომარეობაში უკვე 72 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ქალმა ისიც თქვა, რომ კაპიტანი ჯანდიერი მისმა მეუღლემ მოკლა და თბილისის ზღვაში ჩააგდო. „კაგებეს“ ოპერებმა ჯანდიერის ცხედარი ამოიღეს ფსკერიდან. ჩუმად დააკავეს და დაჰკითხეს ოთარის ასისტენტი და საყვარელი ლანა კაშია. ქალმა ყველაფერი აღიარა და შესაბამისი ჩვენებაც დაწერა. მხოლოდ ამის შემდეგ დაჰკითხეს დოქტორი ოთარ ჯავახაძე. მას თავის მართლება არც კი უცდია და ყველაფერი აღიარა.
ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და უბრალოდ, არქივში ისტორიის ჩანაწერი გადაიგზავნა, რომელსაც გრიფი „განსაკუთრებით საიდუმლო“ ედო... კაპიტანი რისმაგ ჯანდიერი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილად გამოაცხადეს და დაკრძალეს. ვიოლეტა აბუსერიძეს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს და უმკაცრესი ზედამხედველობა და შინაპატიმრობა დაუწესეს. იულია პოლონეთში გათხოვდა. ოთარ ჯავახაძე და ლანა კაშია კი მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. ისინი დღესაც ცოცხლები არიან და მოსკოვში ცხოვრობენ.

скачать dle 11.3