№38 კითხვა-პასუხი
კითხვა: ვარ 18 წლის. ახლახან დავიწყე წამწამებზე ტუშის გამოყენება და ზოგადად, მაკიაჟის გაკეთება. ტუში ქვედა წამწამებზეც უნდა წავისვა თუ მხოლოდ ზემოთ?
პასუხი: ქვედა წამწამებზე ტუშის წასმა ავტომატურად გამოკვეთს მუქ წრეებს თვალებქვეშ. ამიტომ, ტუში მხოლოდ ზედა წამწამებზე წაისვით. თუ ქვედა წამწამების გამოკვეთაც გინდათ, გამჭვირვალე ტუში შეიძინეთ.
კითხვა: როგორ მოვამზადო მშრალი თმისთვის ხილის ნიღბები სახლის პირობებში?
პასუხი: მშრალი თმისთვის ხილის ნიღბების მომზადება სახლის პირობებში ძალიან ადვილია. მაგალითად: ვაშლისგან დამზადებულ პიურეს, დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად შეიზილეთ თმაზე. ნახევარი საათის მერე კი ჩამოიბანეთ სპეციალური შამპუნით, რომელიც თქვენი თმისთვისაა განკუთვნილი. ანდა, კვერცხის გულს დაუმატეთ სამი ჩაის კოვზი ბანანის პიურე და ზეითუნის ზეთი. ის ფანტასტიკურია გამომშრალი თმისთვის.
კითხვა: მაქვს ქერტლი და მირჩიეს თავის კანზე სპეციალური ზეთის წასმა. მიშველის?
პასუხი: ქერტლის შემთხვევაში, თმის ზეთის გამოყენება ეხმარება თავის კანს, სხვა პროდუქტების უკეთ შეთვისებაში და ანიჭებს მოცულობას. წაისვით ზეთი თავის კანზე, კარგად შეიზილეთ და გაიჩერეთ, რამდენიმე წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა, რეკომენდებულია, კვირაში ერთხელ. ასევე, ქერტლის შემთხვევაში, აუცილებლად შეარჩიეთ თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილი შამპუნი – შეღებილი, მოცულობითი, ცხიმიანი ან მშრალი თმისთვის. შამპუნის შემდეგ თმის ძირებიდან ბოლოებისკენ წაისვით სპეციალური დამარბილებელი კრემი. თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ, აუცილებელია დამატენიანებელი პროდუქტების გამოყენება – წაისვით დაბანის შემდეგ ოდნავ შემშრალ თმაზე.
კითხვა: მაქვს ძალიან მშრალი კანი და როგორ დავატენიანო?
პასუხი: გამომშრალი კანის მოსავლელად, აუცილებელია, ასაკის შესაბამისი სახის კანისთვის განკუთვნილი საცხის გამოყენება ყოველდღიურად, დილა-საღამოს სუფთა, დაბანილ სახეზე. მიიღეთ მულტივიტამინების კომპლექსი. ხოლო, შხაპის მიღების შემდეგ, მთელ სხეულზე წაისვით საბავშვო ზეთი. გამოიყენეთ ნაზი საპონი, არომატის გარეშე. საბავშვო ზეთი უმჯობესია ალოეს არომატით და E ვიტამინით. ზეთი აუცილებლად ოდნავ სველ კანზე უნდა წაისვათ.