№38 6-დღიანი მაწვნის დიეტა
მაწონი სასარგებლო პროდუქტია. ის აწესრიგებს საჭმლის მონელებას. თუ ზედმეტი კილოგრამების მოცილება გადაწყვიტეთ, მაწვნის დიეტა დაგეხმარებათ. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1 800-1 200 კილოკალორიამდე შემცირება, რისთვისაც რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, კერძოდ, შაქარი, პურ-ფუნთუშეული, ცხიმები და კარტოფილი. სასურველია მივირთვათ უცხიმო ქათმის ხორცი და თევზი. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს – სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი. წყლის ოდენობა კი, დღე-ღამეში 1,5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. სასურველია, საკვები მივირთვათ ერთსა და იმავე დროს.
პირველი დღე
საუზმე – 1 ჭიქა მაწონი, 2 ვაშლი;
სადილი – ბოსტნეულის სალათა, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი ან ქათმის ფილე;
სამხარი – 1 ჭიქა მაწონი;
ვახშამი –1 ცალი ვაშლი;
ძილის წინ – 1 ჭიქა მაწონი.
მეორე დღე
საუზმე – 1 ჭიქა მაწონი;
სადილი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი და 1 ცალი კიტრი;
სამხარი – 1 ვაშლი;
ვახშამი – 1 ცალი სტაფილოს, ბოლოკის, პომიდვრისა და კიტრის სალათა, მწვანილით;
ძილის წინ – ერთი ჭიქა მაწონი.
შემდგომი 4 დღე, იგივე კვების რაციონი დაიცავით ანუ მესამე დღეს პირველი დღის, მეოთხე დღეს – მეორე დღის და ასე შემდეგ.