კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 10 ოქტომბერს, დღის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ქვის ტარება  დამეხმარება პირად ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად და მომიტანს წარმატებებს?
პასუხი:
ქვებიდან კარგია: ჟადეიტი, ლაზურიტი, ნეფრიტი; გრანდიოზული საქმიანობის დროს დაგეხმარებათ ოპალი; ასევე, კარგია, ტოპაზი, მარგალიტი, გიშერი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკის და სარდონიქსის ქვები; საფირონისა და ფირუზის ტარება დაგეხმარებათ, პირად ცხოვრებაში დასახულ მიზანს მიაღწიოთ, ხოლო, თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, სადაც საჭიროა უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოჩენა; უნდა გააძლიეროთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისადმი. პატივი ეცით ტრადიციებს. დაეყრდენით ინტუიციას, ურთიერთობაში – დიპლომატიას. შეინახეთ თქვენი პირადი საიდუმლო და ის მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გაამხილეთ. ეს ყოველივე თქვენი წარმატების ფაქტორებია.
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 21 დეკემბერს. რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი:
თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. თქვენს კარმულ მისიას უკავშირდება ასევე ის, რომ წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. იყოთ მშვიდობისმოყვარე, დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, დიპლომატიას. დაიცავით სამართლიანობა, ეცადეთ, გქონდეთ სტაბილური, პარტნიორული ურთიერთობა. პროფესიებიდან წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, საკონდიტრო სფერო. თუ პრობლემებს დაძლევთ, წარმატებები გელით, ასევე, შემდეგ პროფესიებში: მანქანათმშენებლობა, ავტოსაინჟინრო საქმე, მანქანების ბიზნესი, სპორტი, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა.скачать dle 11.3